Ბიბლია 2013
|
| 1 |
| და გააკეთე სამსხვერპლო აკაციის ხისაგან ხუთი წყრთის სიგრძისა და ხუთი წყრთა სიგანისა. ოთხკუთხედი იყოს სამსხვერპლო, სამი წყრთის სიმაღლისა. |
| 2 |
| და გაუკეთე მას რქები ოთხივკუთხივ, მისგანვე იყოს მისი რქები და მოჭედე იგი ბრინჯაოთი. |
| 3 |
| და გაუკეთე მას ქოთნები ნაცრის ჩასაყრელად, ნიჩბები, სასხურებელნი, ჩანგლები და აქანდაზები. მისი ყველა ნივთი ბრინჯაოსგან გააკეთე. |
| 4 |
| და გაუკეთე მას ცხაური ბადისებრი ნახელავი ბრინჯაოსაგან, და ბადეზე გაუკეთე ბრინჯაოს ოთხი რგოლი მის ოთხ კიდეზე. |
| 5 |
| და შედგი იგი სამსხვერპლოს ქვეშ და ბადე სამსხვერპლოს შუამდე სწვდებოდეს. |
| 6 |
| და გაუკეთე აკაციის ხის კეტები სამსხვერპლოს, და მოჭედე ისინი ბრინჯაოთი. |
| 7 |
| გაეყაროს მისი კეტები რგოლებში და იყოს ისინი სამსხვერპლოს ორივე გვერდზე, მის სატარებლად. |
| 8 |
| ღრუ გააკეთე სამსხვერპლო, ფიცრებით. როგორც გიჩვენე მთაზე, ისე გააკეთონ. |
| 9 |
| მოაწყვე სავანის ირგვლივ ეზო. სამხრეთის მხარეს ფარდა ჰქონდეს ეზოს გრეხილი ბისონისა, 100 წყრთის სიგრძისა ამ მხარეს, |
| 10 |
| 20 სვეტზე გაჭიმული. სვეტები იდგეს ბრინჯაოს კვარცხლბეკებზე. სვეტების დუგმები და მარწუხები ვერცხლისა იყოს. |
| 11 |
| და ასევე ჩრდილოეთის მხარის გასწვრივ, 100 წყრთის სიგრძის ფარდა. და სვეტები მისი – 20, და მათი კვარცხლბეკები – 20, ბრინჯაოსი. სვეტების დუგმები და მათი სალტეები ვერცხლისა იყოს. |
| 12 |
| ეზოს სიგანეზე დასავლეთით – ფარდები 50 წყრთის სიგრძისა. მათი 10 სვეტი და 10 კვარცხლბეკი. |
| 13 |
| და ეზოს სიგანეზე აღმოსავლეთით, – 50 წყრთა, |
| 14 |
| 15 წყრთის სიგრძის ფარდები ერთი მხარისათვის სამი სვეტითა და სამი კვარცხლბეკით. |
| 15 |
| და მეორე მხარისათვის – 15 წყრთის სიგრძის ფარდები სამი სვეტითა და სამი კვარცხლბეკით. |
| 16 |
| და ეზოს ბჭისათვის ჩამოსაფარებელი – 20 წყრთა, ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა და ბისონისაგან, მქარგავის ნაკეთობა. ოთხი სვეტი და ოთხი კვარცხლბეკი. |
| 17 |
| ეზოს ირგვლივ ყოველი სვეტი შეერთდეს ვერცხლის სამაგრებით. მათი დუგმები ვერცხლისა იყოს, და მათი კვარცხლბეკები – ბრინჯაოსი. |
| 18 |
| ეზოს სიგრძე 100 წყრთა, სიგანე – 50, სიმაღლე ხუთი წყრთა. ფარდები ბისონისა, მათი კვარცხლბეკები – ბრინჯაოსი. |
| 19 |
| სავანის მთელი სამსახურებელი ჭურჭელი და ყველა მისი პალო და ეზოს ყველა პალო ბრინჯაოსი უნდა იყოს. |
| 20 |
| უბრძანე ისრაელიანთ მოგიტანონ სუფთად გამოხდილი ზეითუნის ზეთი გასანათებლად, რათა მუდამ ენთოს ლამპარი. |
| 21 |
| საკრებულო კარავში, ჩამოსაფარებლის გარეთ, რომელიც მოწმობის კიდობნის წინაა, ენთოთ იგი აარონსა და მის ძეთ ბინდიდან განთიადამდე უფლის წინაშე. ეს საუკუნო წესია ისრაელიანთა თაობებისათვის. |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2012/exodus/027.mp3
40
27