Ბიბლია 2002
|
| 1 |
| და უთხრა უფალმა მოსეს: |
| 2 |
| „აჰა, მე მოვუხმე სახელით ბეცალელს, ძეს ხურისა, ძისა ურისა, იუდას ტომიდან. |
| 3 |
| და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონებით, ცოდნითა და ყოველგვარი ხელოვნებით, |
| 4 |
| ოსტატობით რომ შეძლოს ოქროზე, ვერცხლსა და სპილენძზე მუშაობა. |
| 5 |
| მოსაოჭველი ქვების გათლა და ხეზე კვეთა, რათა შეასრულოს ყოველგვარი ხელოვნება. |
| 6 |
| და აჰა, მე მივეცი მას აჰოლიაბი, ძე ახისამაქისა, დანის ტომიდან, და ყოველი ბრძენის გულს მივეცი მე სიბრძნე. და მათ გააკეთონ ყოველი, რაც მე გიბრძანე შენ: |
| 7 |
| საკრებულო კარავი და კიდობანი მოწმობისა და თავსარქველი, რომელიც მასზეა, და ყოველი ჭურჭელი კარვისა. |
| 8 |
| და ტაბლა, და მისი ჭურჭელნი და წმიდა სასანთლე მთელი მისი ხელსაწყოებით, და სამსხვერპლო საკმევლისა. |
| 9 |
| და სამსხვერპლო სრულადდასაწველისა მთელი მისი ხელსაწყოებით, და საბანელი და მისი კვარცხლბეკი. |
| 10 |
| და სამსახურებელი შესამოსელნი, და წმიდა სამოსელნი აარონ მღვდლის და მის ძეთა შესამოსელნი მღვდლობის გასაწევად. |
| 11 |
| და ზეთი და საკმეველი კეთილსურნელებათაგან წმიდისათვის. როგორც მე გიბრძანე, ყველაფერი ისე გააკეთონ.“ |
| 12 |
| და უთხრა უფალმა მოსეს: |
| 13 |
| „უთხარი ისრაელის ძეთ ასე: ‘ჩემი შაბათები დაიცავით კარგად, იგი ნიშანია ჩემსა და თქვენს შორის თქვენს თაობებში, რათა იცოდეთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი განმწმედელი. |
| 14 |
| და დაიცავით შაბათი, რადგან წმიდაა ის თქვენთვის: მისი შემბილწველი სიკვდილით მოკვდეს, რადგან ყველა, ვინც გააკეთებს ამ დღეს საქმეს, მოიკვეთება ის სული თვისი ერის წიაღიდან. |
| 15 |
| ექვსი დღე აკეთონ საქმე, ხოლო მეშვიდე დღე, შაბათი, დასვენებაა უფლისა, წმიდაა უფლისათვის. ყოველი, ვინც საქმეს გააკეთებს შაბათს, სიკვდილით მოკვდეს. |
| 16 |
| და დაიცვან ისრაელის ძეთ შაბათი, რათა იზეიმონ შაბათი მათ თაობებში საუკუნო აღთქმად. |
| 17 |
| და ჩემს შორის და ისრაელის ძეთა შორის ნიშანია იგი საუკუნოდ, რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, და მეშვიდე დღეს იუქმა და დაისვენა.’“ |
| 18 |
| და მისცა მან მოსეს, რაჟამს დაასრულა ლაპარაკი მასთან სინაის მთაზე, ორი დაფა მოწმობისა, ქვის დაფები, დაწერილი ღვთის თითით. |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/exodus/031.mp3
40
31