და ჰრქუა უფალმან მოსეს: გვალე, აღვედ შენ და ერი ეგე შენი, რომელი გამოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით ქუეყანასა მას, რომლისათჳს ვეფუცე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და ვარქუ: ნათესავსა თქუენსა მივსცე იგი.
და თანამივავლინო ანგელოზი ჩემი უწინარეს შენსა და განასხნეს ქანანელნი იგი და ამორეველნი, ქეტელნი, და ფერეზელნი, და ეველნი, და გერგესეველნი, და იობოსელნი.
შეგიყვანო შენ ქუეყანასა მას, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი, ხოლო მე არა აღვიდე თქუენ თანა, რამეთუ ერი ეგე ქედფიცხელ არს, რათა არა აღვჴოცნე იგინი გზასა ზედა.
და მოიღო მოსე კარავი იგი მისი და აღმართა იგი გარეშე ბანაკსა მას. და ეწოდა მას კარავი საწამებელი. და იყო, ყოველი რომელი ეძიებდა უფალსა, განვიდოდა კარავსა მას გარეშე ბანაკსა მას.
და რაჟამს შევალნ მოსე ბანაკსა მას, გარე დგა ერი იგი და იხედავნ კაცად-კაცადი კარავსა თჳსისაჲთ და ხედვიდიან მი-რაჲ-ვალნ მოსე, ვიდრემდის შევიდის კარავსა მას.
და ჰხედვიდა ყოველი იგი ერი სუეტსა მას ღრუბლისასა, მდგომარესა კართა ზედა მის კარვისათა. და დგან ყოველი იგი ერი და თაყუანის-სცის კაცად-კაცადმან კარით კარვისა თჳსისაჲთ.
და ეტყოდა უფალი მოსეს პირისპირ, ვითარცა-იგი ვინ ზრახავს თჳსსა მეგობარსა და მოივლინის ბანაკად. ხოლო მსახური იგი მოსესი, ისო ჭაბუკი, არა გამოვიდის კარვით.
და ჰრქუა მოსე უფალსა: აჰა, შენ მეტყჳ აღყვანებასა ამის ერისასა და შენ არა გამომიცხადე ვის-იგი მოავლინებ ჩემდა. ხოლო შენ მარქუ: გიცი შენ უფროჲს ყოველთასა და მადლი გაქუს ჩემ მიერ.
უკუეთუ ვჰპოვე მადლი შენ წინაშე, გამომიცხადე მე თავი შენი და განცხადებულად გიხილო შენ, რათა ვსცნა მე, ვითარმედ ვჰპოვე მადლი წინაშე შენსა და გულისხმა-ვყო, ვითარმედ შენი არს ნათესავი ესე.
და ვითარმედ საცნაურ იყოს ჭეშმარიტად, რამეთუ ვჰპოე მადლი წინაშე შენსა, არამედ მოსლვასა მას შენსა ჩუენ თანა ვიდიდნეთ მე და ესე უფროს ყოველთა ნათესავთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა.
ჰრქუა უფალმან მოსეს: მე წარვიდე წინაშე შენსა დიდებითა ჩემითა და უწოდი სახელითა უფლისაჲთა წინაშე შენსა. და შევიწყალო, რომელი შევიწყალო და შევიწნარო, რომელი შევიწყნარო.