და უთხრა უფალმა მოსეს: „გამოთალე შენთვის პირველთა მსგავსი ორი ქვის დაფა და მე დავწერ ამ დაფებზე სიტყვებს, რომელნიც იყო პირველ დაფებზე, შენ რომ დაამსხვრიე.
და გამოთალა მოსემ ორი ქვის დაფა, იმ პირველთა მსგავსი, და ადგა დილაადრიანად მოსე, და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უფალმა უბრძანა მას. და ეჭირა ხელში ორი დაფა.
ინახავს წყალობას ათასეულებისათვის, შეუნდობს ბრალს და დანაშაულს, და ცოდვას. დამნაშავეს არ გაუშვებს დაუსჯელად. მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს და შვილთაშვილებს, მესამე და მეოთხე თაობამდე.“
და თქვა: „თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, მეუფეო, აბა წამოვიდეს მეუფე ჩვენთან ერთად, რადგან ეს ხალხი ქედფიცხელია. გვაპატიე ჩვენი ბრალი და ჩვენი ცოდვები, და გვაქციე შენს სამკვიდრებლად“.
და თქვა: „აჰა, მე ვდებ აღთქმას მთელი შენი ხალხის წინაშე მოვახდენ სასწაულებს, რომელნიც არ მომხდარა მთელ დედამიწაზე არც ერთ ერში. და იხილოს ყოველმა ხალხმა, რომელთა შორისაც შენ ხარ, უფლის საქმე, რადგან საშინელია, რასაც მე შენთვის გავაკეთებ.
არ დაუდო კავშირი იმ ქვეყნის მცხოვრებთ, თორემ როცა იმეძავებენ თავიანთი ღმერთების კვალდაკვალ და შესწირავენ მსხვერპლთ თავიანთ ღმერთებს, შენც მიგიწვევენ და შეჭამ მათ მსხვერპლს,
და ნუ მოიყვან მათ ასულთაგან ცოლებს შენს ძეთათვის, რათა როდესაც იმეძავებენ მათი ასულნი თავიანთი ღმერთების კვალდაკვალ, შენმა ძეებმაც არ იმეძაონ მათი ღმერთების კვალდაკვალ.
პირველმოგებული სახედარი გამოისყიდე კრავით და, თუ არ გამოისყიდი, გადაუმტვრიე კისერი. ყოველი პირმშო შენს ძეთაგან გამოისყიდე. და ნუ გამოჩნდებით ჩემს წინაშე ხელცარიელნი.
რადგან გავრეკავ ერებს შენი პირისაგან და განვავრცობ შენს საზღვარს, და არავინ ისურვებს შენს ქვეყანას, თუ გამოცხადდები უფლის, შენი ღმერთის წინაშე წელიწადში სამჯერ.