და მოვიდა ყოველი კაცი, რომელსაც გული ეწეოდა, და თითოეული, ვისაც სული აღეძრა, და მიიტანეს შესაწირავი უფლისა საკრებულო კარვის გასამართავად და ყოველი მისი საჭიროებისათვის და წმიდა შესამოსელისათვის.
და მოდიოდნენ კაცები ქალებთან ერთად. ყველა გულით მსურველს მიჰქონდა რგოლები და საყურეები და ბეჭდები, და სამკაულები, ყოველი ჭურჭელი ოქროსი. და ყველა, ვისაც სურდა შესაწირავად ოქრო უფლისათვის.
ყველას, ვინც კი სწირავდა ვერცხლის შესაწირავს და სპილენძისას, მიჰქონდათ უფლის შესაწირავი. და ყველას, ვისაც ჰქონდა აკაციის ხეები სამუშაოს ყოველი საქმისათვის, მიჰქონდათ.
და ყოველ მამაკაცსა და დედაკაცს, ვისაც გული უწევდა მისატანად ყოველი იმ საქმისათვის, რომლის კეთებაც ბრძანა უფალმა მოსეს ხელით, მიჰქონდათ ისრაელის ძეთ ნებაყოფლობითი შესაწირავი უფლისათვის.
აუვსო მათ გული სიბრძნით, რათა ეკეთებინათ ყოველი საქმე ხარატისა და ხელოვანი მქსოველისა, და მქარგავისა ცისფერ, მეწამულ, ჭიაფერ და ბისონის ქსოვილზე. და ეკეთებინათ საქმე მქსოველისა, რომელიც ხელოვნებით ქსოვს.