|
| 1 |
|
| იგავნი სოლომონისა, ძისა დავითისა, ისრაელის მეფისა. |
|
| 2 |
|
| შესაცნობად სიბრძნისა და შეგონებისა, გასაგებად გონების ნათქვამისა, |
|
| 3 |
|
| მისაღებად ჭკუის შეგონებისა, სიმართლისა, სამართლისა და სამართლიანობისა; |
|
| 4 |
|
| მისაცემად ბრიყვთათვის გონიერებისა, ყმაწვილთათვის – ცოდნისა და განსჯისა. |
|
| 5 |
|
| მოისმენს ბრძენი და შეიმატებს სწავლას, და გონიერი სიბრძნეს შეიძენს, |
|
| 6 |
|
| გასაგებად იგავისა და ქარაგმისა და ბრძენთა სიტყვებისა და გამოცანებისა. |
|
| 7 |
|
| უფლის შიში ცოდნის სათავეა, სიბრძნე და დარიგება კი ბრიყვებს ეზიზღებათ. |
|
| 8 |
|
| ისმინე, შვილო ჩემო, მამაშენის დარიგება და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ. |
|
| 9 |
|
| რადგან ეს მშვენიერი გვირგვინია შენს თავზე, მანიაკი შენს ყელზე. |
|
| 10 |
|
| ჩემო შვილო, თუ ცოდვილნი გაცთუნებენ, ნუ დათანხმდები. |
|
| 11 |
|
| თუ გეტყვიან: „წამოდი ჩვენთან, ჩავუსაფრდეთ სისხლის საღვრელად, უმიზეზოდ დავუდარაჯდეთ უდანაშაულოს, |
|
| 12 |
|
| ჩავყლაპოთ ისინი, როგორც შავეთმა ცოცხლად და მრთელად, საფლავში ჩამავალთ მსგავსად, |
|
| 13 |
|
| ყოველგვარ ძვირფას ქონებას მოიხვეჭთ, ჩვენს სახლებს ნადავლით გავავსებთ. |
|
| 14 |
|
| ყარე შენი წილი ჩვენთან ერთად, ერთი ქისა გვექნება ჩვენ ყველას!“ |
|
| 15 |
|
| ჩემო შვილო, ნუ ივლი მათთან გზაზე, შეაკავე შენი ფეხი მათი სავალიდან. |
|
| 16 |
|
| რადგან მათი ფეხები ბოროტისაკენ გარბიან და სისხლის საღვრელად ისწრაფიან. |
|
| 17 |
|
| რადგან ამაოდ იფინება ბადე რომელიმე ფრთოსანის თვალში. |
|
| 18 |
|
| ისინი კი თავიანთ სისხლს უსაფრდებიან, თავიანთ სულებს უდარაჯდებიან. |
|
| 19 |
|
| ასეთია გზანი ყველა ხარბი მომხვეჭლისა: სიცოცხლეს ართმევს იგი მის პატრონს. |
|
| 20 |
|
| სიბრძნე ქუჩაში შემოსძახებს, მოედნებზე გამოსცემს თავის ხმას; |
|
| 21 |
|
| ხალხმრავალ ადგილებში ღაღადებს იგი, კარიბჭის ზღურბლზე, ქალაქში ამბობს ის თავის სათქმელს: |
|
| 22 |
|
| „როდემდე ეყვარებათ ბრიყვებს სიბრიყვე, თავქარიანნი მასხარობით დატკბებიან, ხოლო სულელებს ეძულებათ ცოდნა? |
|
| 23 |
|
| მიუბრუნდით ჩემს შეგონებას, გამოგითქვამთ ჩემს გულისთქმას, გაუწყებთ ჩემს სიტყვებს. |
|
| 24 |
|
| რადგანაც გიხმობდით მე, თქვენ კი ყურს არ ათხოვებდით. გიწვდით ხელს, მაგრამ არ იყო შემსმენელი. |
|
| 25 |
|
| და უგულებელ ჰყავით ყველა ჩემი რჩევა და ჩემი შეგონება არ ინდომეთ. |
|
| 26 |
|
| მეც თქვენს უბედურებაზე გავიცინებ, დაგცინებთ თქვენ შიშის მოგვრისას. |
|
| 27 |
|
| როდესაც გეწევათ შიში, როგორც ქარიშხალი, და თქვენი უბედურება გრიგალივით მოვა, როდესაც გეწევათ თქვენ უბედურება და გაჭირვება. |
|
| 28 |
|
| მაშინ მომიხმობენ მე და არ ვუპასუხებ, დამიწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ მპოვებენ. |
|
| 29 |
|
| იმის წილ, რომ სძულდათ ცოდნა და უფლის შიში არ ამოირჩიეს, |
|
| 30 |
|
| არ ინდომეს ჩემი რჩევა, მოიძულეს ჩემი ყველა შეგონება. |
|
| 31 |
|
| და იგემებენ თავიანთი გზის ნაყოფს და თავიანთი ბოროტი განზრახვებით გაძღებიან. |
|
| 32 |
|
| რადგან გულუბრყვილოებს მათი განდგომა მოკლავს და ბრიყვებს მათი კმაყოფილება მოსპობს. |
|
| 33 |
|
| მაგრამ ვინც მომისმენს, მშვიდად იცხოვრებს და დამშვიდებულს ბოროტის შიში აღარ ექნება.“ |
|
|
|
|