|
| 1 |
|
| ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვი შვილი კი დედამისის დარდია. |
|
| 2 |
|
| სარგებელი არ მოაქვს უკეთურ საგანძურს, მოწყალება კი სიკვდილისაგან იხსნის. |
|
| 3 |
|
| უფალი არ დაამშევს მართლის სულს, უკეთურთა სიხარბეს კი ხელს ჰკრავს. |
|
| 4 |
|
| გლახაკად აქცევს მოშვებული მაჯა, მუყაითთა ხელი კი ამდიდრებს. |
|
| 5 |
|
| ზაფხულში მომკრეფი ჭკვიანია, მკის დროს მძინარე – სირცხვილის შვილი. |
|
| 6 |
|
| კურთხევაა მართლის თავზე, უკეთურთა პირი კი ძალადობას ფარავს. |
|
| 7 |
|
| მართლის ხსოვნა კურთხეულ იქნება, უკეთურთა სახელი კი დალპება. |
|
| 8 |
|
| გულით ბრძენი მიიღებს მცნებებს, ხოლო ბაგით სულელი წაფორხილდება. |
|
| 9 |
|
| სიმართლეში მოარული უშიშრად ივლის და თავისი გზის გამმრუდებელი გამომჟღავნდება. |
|
| 10 |
|
| თვალის ჩამკვრელი მხოლოდ დარდს იწვევს, ბაგით სულელი კი წაფორხილდება. |
|
| 11 |
|
| სიცოცხლის წყაროა მართლის პირი, უკეთურთა პირი კი ძალადობას ფარავს. |
|
| 12 |
|
| სიძულვილი განხეთქილებას აღვივებს, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს. |
|
| 13 |
|
| კეთილგონიერის ბაგეში სიბრძნე იპოვება, უგუნურის ზურგზე კი – წკეპლა. |
|
| 14 |
|
| ბრძენნი ცოდნას აგროვებენ, სულელის პირი კი – მოახლოებულ განადგურებას. |
|
| 15 |
|
| მდიდრის ქონება მისი ძლიერი ქალაქია, ღარიბთა განადგურება – მათი სიღატაკე. |
|
| 16 |
|
| მართლის შრომა სიცოცხლისთვისაა, უკეთურის მოსავალი – ცოდვისათვის. |
|
| 17 |
|
| დარიგების შემნახველი სიცოცხლის გზით დადის, შეგონების უკუმგდებელი კი გზას სცდება. |
|
| 18 |
|
| ვინც სიძულვილს ფარავს, ცრუ ბაგეები აქვს, და ვინც ცილისმწამებლობს, ბრიყვია. |
|
| 19 |
|
| ბევრი ლაპარაკით არ დაყოვნდება დანაშაული, ის კი, ვინც აკავებს თავის ბაგეებს, ჭკვიანია. |
|
| 20 |
|
| მართლის ენა რჩეული ვერცხლია, უკეთურთა გული კი – მწირი. |
|
| 21 |
|
| მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, სულელნი კი ჭკუანაკლულობით დაიხოცებიან. |
|
| 22 |
|
| უფლის კურთხევა ამდიდრებს და დარდი არ ემატება მას. |
|
| 23 |
|
| გართობასავით აქვს ბრიყვს ბოროტმოქმედება, ხოლო სიბრძნე – გონიერ კაცს. |
|
| 24 |
|
| რისაც ეშინია უკეთურს, ის მიეწევა მას, მართალთა წადილს კი სრულდება. |
|
| 25 |
|
| გადაივლის ქარიშხალი და აღარ არის უკეთური, მართალი კი საუკუნო საფუძველია. |
|
| 26 |
|
| ვით ძმარი კბილებისათვის და კვამლი თვალებისათვის, ისეა ზარმაცი მის წარმგზავნელთათვის. |
|
| 27 |
|
| უფლის შიში დღეებს უმატებს, უკეთურთა წლები კი მოკლდება. |
|
| 28 |
|
| მართალთა სასოება სიხარულია, უკეთურთა იმედი კი დაიღუპება. |
|
| 29 |
|
| უფლის გზა სიმაგრეა უბიწოსთვის, ავისმქნელთათვის კი – განადგურება. |
|
| 30 |
|
| მართალი საუკუნოდ არ წაბორძიკდება, უკეთურნი კი ვერ დაივანებენ ქვეყანაზე. |
|
| 31 |
|
| მართლის პირი სიბრძნეს გამოისხამს, უკუღმართი ენა კი მოიკვეთება. |
|
| 32 |
|
| მართლის ბაგეებმა იციან, რა არის მოსაწონი, უკეთურთა პირმა კი – მხოლოდ უკუღმართობა. |
|
|
|
|