|
| 1 |
|
| ვისაც წვრთნა უყვარს, ცოდნაც უყვარს, უგუნურს კი სძულს მხილება. |
|
| 2 |
|
| კეთილი უფლის მადლს მოიხვეჭს; ავის განმზრახველს კი შეაჩვენებს ის. |
|
| 3 |
|
| უკეთურებით ადამიანი ვერ დაფუძნდება, მართალთა ფესვი კი შეურყეველია. |
|
| 4 |
|
| ღირსეული ქალი ქმრის გვირგვინია, შემარცხვენელი კი ხრწნაა მის ძვლებში. |
|
| 5 |
|
| მართალთა ფიქრები სამართლისკენაა, უკეთურთა ზრახვანი კი ვერაგობისკენ. |
|
| 6 |
|
| უკეთურთა სიტყვები ბოროტი მახეა, მართალთ კი მათი პირი იხსნის. |
|
| 7 |
|
| დაემხობიან უკეთურნი და აღარ იქნებიან; მართალთა სახლი კი იდგება. |
|
| 8 |
|
| გონიერებისათვის აქებენ კაცს, გულმრუდი კი სძაგს ხალხს. |
|
| 9 |
|
| ათვალწუნებული, მაგრამ მსახურიანი კაცი ჯობს თავმომწონეს, მაგრამ ულუკმაპუროს. |
|
| 10 |
|
| მართალს პირუტყვიც ებრალება; უკეთურთა გული კი სასტიკია. |
|
| 11 |
|
| ვინც თავისას ხნავს და თესავს, არ დაიმშევა; უაზრო მიზნების მადევარი კი უგუნურია. |
|
| 12 |
|
| უკეთურის წადილია უკეთური ნადავლი; მართალთა ფესვი კი ნაყოფს გამოიღებს. |
|
| 13 |
|
| ბოროტეულს თავისი ბაგენი უგებენ მახეს; მართალი კი გასაჭირს დააღწევს თავს. |
|
| 14 |
|
| თავის ბაგეთა ნაყოფი კაცს სიკეთით გააძღობს, და ხელით გარჯა აუნაზღაურდება მას. |
|
| 15 |
|
| ბრიყვს თავისი გზა სწორი ჰგონია, ბრძენი კი რჩევას უსმენს. |
|
| 16 |
|
| ბრიყვი გაბრაზებას ვერ მალავს, გონიერი კი ფარავს წყენას. |
|
| 17 |
|
| პატიოსანი კაცის სიტყვა სიმართლეა სამსჯავროში; ცრუმოწმის სიტყვა კი ცბიერებაა. |
|
| 18 |
|
| ზოგი ფუჭსიტყვა ისე ლაპარაკობს, თითქოს მახვილით გჩხვლეტდეს; ბრძენთა ენა კი კურნებაა. |
|
| 19 |
|
| მართალი ბაგეები მარად რჩება, ცრუ ენა კი წამიერია. |
|
| 20 |
|
| ცბიერებაა ავკაცთა გულში, მშვიდობისმყოფელთ კი სიხარული აქვთ. |
|
| 21 |
|
| ზიანი არ მოუვა მართალს, უკეთურთ კი უბედურება ავსებთ. |
|
| 22 |
|
| ცრუ ბაგენი სძულს უფალს, ერთგული კი სასურველია მისთვის. |
|
| 23 |
|
| გონიერი ადამიანი ფარავს ცოდნას, უგუნური გონება კი სისულელეებს მოჰფენს ქვეყანას. |
|
| 24 |
|
| ბეჯითი ხელი იბატონებს; ზარმაცს კი ბეგარა დაედება. |
|
| 25 |
|
| დარდი გულს ამძიმებს, კეთილი სიტყვა კი ახარებს მას. |
|
| 26 |
|
| მართალი მოყვასის გზის მანათობელია, უკეთურთა გზა კი მაცდუნებელია. |
|
| 27 |
|
| ზარმაცი სარგებელს ვერ ნახავს, ბეჯითი კი გამდიდრდება. |
|
| 28 |
|
| სიმართლის გზაზე სიცოცხლეა და ამ ბილიკებზე არ არის სიკვდილი. |
|
|
|
|