|
| 1 |
|
| ბრძენი შვილი ისმენს მამის დარიგებას, თავქარიანი კი არ ისმენს საყვედურს. |
|
| 2 |
|
| თავისი პირის ნაყოფიდან კაცი სიკეთეს შეჭამს, მოღალატეთა სული კი – ნაძარცვს. |
|
| 3 |
|
| ვინც თავის პირს უფრთხილდება, თავის სიცოცხლეს იცავს. ვინც ფართოდ აღებს თავის ბაგეებს, უბედურება ელის მას. |
|
| 4 |
|
| ზარმაცის სულს სწადია და არა აქვს, ბეჯითთა სული კი გამსუყდება. |
|
| 5 |
|
| მართალს სძულს ტყუილი სიტყვა, უკეთური კი აუგ და შემარცხვენელ საქმეებს სჩადის. |
|
| 6 |
|
| სიმართლე იცავს უბიწო გზას, უკეთურება კი აცდუნებს შემცოდველს. |
|
| 7 |
|
| ზოგი მდიდრად აჩვენებს თავს და არაფერი არა აქვს, ზოგი კი – ღარიბად და დიდი ქონება აქვს. |
|
| 8 |
|
| სიცოცხლის გამოსასყიდი კაცის სიმდიდრეა, ღარიბს კი არ ესმის საყვედური. |
|
| 9 |
|
| მართალთა სინათლე გაბრწყინდება, უკეთურთა სანთელი კი ჩაქრება. |
|
| 10 |
|
| მხოლოდ ამპარტავნობისაგან წარმოიშვება განხეთქილება, მრჩეველთ კი სიბრძნე აქვთ. |
|
| 11 |
|
| ქონება, ამაოებით შეძენილი, მცირდება, ხელით შემკრებელი კი გაამრავლებს მას. |
|
| 12 |
|
| ხანგრძლივი მოლოდინი გულს ქანცავს, აღსრულებული სურვილი კი სიცოცხლის ხეა. |
|
| 13 |
|
| ღმერთის სიტყვის აბუჩად ამგდები თავის თავს აზიანებს, მცნების მოშიში კი დაჯილდოვდება. |
|
| 14 |
|
| ბრძენის მოძღვრება სიცოცხლის წყაროა, რათა გაერიდოს სიკვდილის მახეს. |
|
| 15 |
|
| კეთილი მოხედვა წყალობას გასცემს, მოღალატეთა გზა კი მძიმეა. |
|
| 16 |
|
| ყოველი გონიერი ცოდნით მოქმედებს, რეგვენი კი სისულელეს გამოაფენს. |
|
| 17 |
|
| უკეთური მაცნე გაჭირვებაში ვარდება, ერთგული მოციქული კი კურნებაა. |
|
| 18 |
|
| სიღარიბე და დამცირება დარიგების უკუმგდებელს, შეგონების დამცველი კი პატივცემული იქნება. |
|
| 19 |
|
| აღსრულებული სურვილი სულს ეამება, რეგვენთათვის კი სისაძაგლეა ბოროტებისაგან განდგომა. |
|
| 20 |
|
| ბრძენებთან დამავალი დაბრძენდება, რეგვენთა მოყვასი კი გაუბედურდება. |
|
| 21 |
|
| ცოდვილებს ბოროტება აედევნება, მართალთ კი კეთილი მიეზღვებათ. |
|
| 22 |
|
| კეთილი კაცი შვილთაშვილებს მემკვიდრეობას უტოვებს, ცოდვილის ქონება კი მართლისათვის ინახება. |
|
| 23 |
|
| ბევრი საჭმელია ღარიბთა ყანაში, ზოგნი კი უმარილობით იღუპებიან. |
|
| 24 |
|
| ვინც თავის შოლტს ზოგავს, სძულს თავისი ძე, ხოლო ვისაც უყვარს, სჯის მას. |
|
| 25 |
|
| მართალი ძღომაზე ჭამს, უკეთურის მუცელი კი ცარიელია. |
|
|
|
|