|
| 1 |
|
| ბრძენი ქალი აშენებს თავის სახლს, სულელი კი ანგრევს მას საკუთარი ხელით. |
|
| 2 |
|
| სწორად მავალს ეშინია უფლისა, თავისი გზის გამმრუდებელი კი გმობს მას. |
|
| 3 |
|
| სულელის პირში მედიდურობის წკეპლაა, ბრძენებს კი მათი ბაგენი იცავენ. |
|
| 4 |
|
| სადაც ხარები არ არიან, იქ ცარიელია ბაგა, ბევრი მოსავალი კი ხარის ძალითაა. |
|
| 5 |
|
| სარწმუნო მოწმე არ იცრუებს, ცრუ მოწმე კი ტყუილებს აღმოისუნქავს. |
|
| 6 |
|
| თავქარიანი სიბრძნეს ეძიებს და ვერ პოულობს, გონიერისათვის კი ცოდნა ადვილია. |
|
| 7 |
|
| განერიდე ბრიყვ კაცს, რადგან ვერ იპოვნი ცოდნის ბაგეთ. |
|
| 8 |
|
| გონიერის სიბრძნე თავისი გზის გაგნებაა, ბრიყვთა სისულელე კი – ცდომა. |
|
| 9 |
|
| სულელნი იცინიან დანაშულზე, წრფელთა შორის კი – კეთილი ნებაა. |
|
| 10 |
|
| გულმა იცის თვისი სულის სიმწარე და მის სიხარულს არ ინაწილებს უცხო. |
|
| 11 |
|
| უკეთურთა სახლი განადგურდება, წრფელთა კარავი კი აყვავდება. |
|
| 12 |
|
| არის გზა, რომელიც სწორად ჩანს კაცის წინაშე, მისი ბოლო კი სიკვდილის გზებია. |
|
| 13 |
|
| სიცილის დროსაც სტკივა გულს, მხიარულებით ბოლოვდება სევდაც. |
|
| 14 |
|
| თავისი გზებით ძღება გარყვნილი გული, კეთილი კაცი კი მათ განერიდება. |
|
| 15 |
|
| გულუბრყვილოს სწამს ყოველი სიტყვა, გონიერი კი აკვირდება თავის ნაბიჯს. |
|
| 16 |
|
| ბრძენი ფრთხილობს და გაურბის ბოროტს, ბრიყვი კი თავგასული და თავდაჯერებულია. |
|
| 17 |
|
| გულფიცხი სისულელეს ჩაიდენს, ავისმზრახველი კაცი შეძულებულია. |
|
| 18 |
|
| გულუბრყვილონი სისულელეს იწილადებენ, გონიერნი კი ცოდნით გვირგვინდებიან. |
|
| 19 |
|
| ბოროტნი კეთილთა წინაშე დაიჩოქებენ, უკეთურნი კი – მართლის კარიბჭეებთან. |
|
| 20 |
|
| ღარიბი თვისი მოყვასისთვისაც საძულველია, მდიდრის მოყვარული კი მრავალია. |
|
| 21 |
|
| თავისი მოყვასის მოძულე სცოდავს, ღარიბთა მოწყალე კი ნეტარია. |
|
| 22 |
|
| განა ბოროტის განმზრახველნი არ ცდუნდებიან? მაგრამ წყალობა და ჭეშმარიტება აქვთ კეთილის განმზრახველთ. |
|
| 23 |
|
| ყოველ გარჯაშია მატება, ბაგეთა ამაო სიტყვისაგან – მხოლოდ დანაკლისი. |
|
| 24 |
|
| ბრძენთა გვირგვინი მათი სიმდიდრეა, ბრიყვთა სისულელე კი სისულელეა. |
|
| 25 |
|
| სარწმუნო მოწმე სულებს გადაარჩენს, ტყუილის აღმომსუნთქველი კი მოღალატეა. |
|
| 26 |
|
| უფლის შიშში ძლიერია რწმენა და მის შვილებს ექნებათ თავშესაფარი. |
|
| 27 |
|
| უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, რათა განერიდოს სიკვდილის მახეს. |
|
| 28 |
|
| ერის სიმრავლე მეფის დიდებაა, უხალხობა კი – მთავრის დაქცევა. |
|
| 29 |
|
| სულგრძელი დიდად გონიერია, სულმოკლე კი სისულელეს ამჟღავნებს. |
|
| 30 |
|
| ხორცის სიცოცხლეა მშვიდი გული და ძვალთა ხრწნა – შური. |
|
| 31 |
|
| გლახაკის მჩაგვრელი გმობს თავის გამჩენს, ღატაკის შემწყალე კი მისი პატივისმცემელია. |
|
| 32 |
|
| მისივე ბოროტებით დაემხობა უკეთური, მართალი კი სიკვდილშიც თავშესაფარს ჰპოვებს. |
|
| 33 |
|
| გონიერის გულში სიბრძნე განისვენებს, და ბრიყვთა შორის არ იპოვება. |
|
| 34 |
|
| სიმართლე აღაზევებს ერს, ხალხთა სირცხვილი კი მათი ცოდვაა. |
|
| 35 |
|
| მეფის წყალობა – გონიერ მონას, მისი წყრომა კი – სირცხვილეულს. |
|
|
|
|