|
| 1 |
|
| ბრძენი ქალი აშენებს თავის სახლს, სულელი კი საკუთარი ხელით ანგრევს მას. |
|
| 2 |
|
| სწორი გზით მავალს ეშინია უფლისა; გზის გამამრუდებელი კი გმობს მას. |
|
| 3 |
|
| სულელის სიტყვები მისი დამსჯელი წკეპლაა, ბრძენთ კი მათი ბაგენი იცავენ. |
|
| 4 |
|
| სადაც ხარები არ არიან, იქ ბაგა ცარიელია, დიდი მოსავალი კი ხარის ძალითაა. |
|
| 5 |
|
| სარწმუნო მოწმე არ ცრუობს, ცრუ მოწმე კი ტყუილებით სუნთქავს. |
|
| 6 |
|
| ღვთის მგმობი სიბრძნეს ეძებს და ვერ პოულობს, გონიერი კი ადვილად იძენს ცოდნას. |
|
| 7 |
|
| განერიდე ბრიყვს, ჭკვიანურ სიტყვას ვერ მოისმენ მისი პირიდან. |
|
| 8 |
|
| გონიერთა სიბრძნე საკუთრი გზის ცოდნაა, უგუნურს კი უგუნურება აცდენს გზას. |
|
| 9 |
|
| ბრიყვნი იცინიან დანაშულზე, მაგრამ უფლის მადლი წრფელთა შორისაა. |
|
| 10 |
|
| მხოლოდ გულმა იცის თავისი სიმწარე, და ვერც მის სიხარულს გაინაწილებს სხვა. |
|
| 11 |
|
| უკეთურთა სახლი დაემხობა, მართალთა კარავი კი აყვავდება. |
|
| 12 |
|
| არის გზა, რომელიც სწორად ეჩვენება კაცს, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა. |
|
| 13 |
|
| ზოგჯერ სიცილის დროსაც შეიძლება კაცს გული სტკიოდეს და მხიარულების ბოლო სევდა იყოს. |
|
| 14 |
|
| გარყვნილ კაცს თავისი გზების შესაბამისად მიეზღვება, კეთილს – მისი საქმეების შესაფერად. |
|
| 15 |
|
| სულელი ყოველ სიტყვას იჯერებს, გონიერი კი თავის ნაბიჯებს ზომავს. |
|
| 16 |
|
| ბრძენი ფრთხილობს და გაურბის ბოროტებას; ბრიყვი კი თავგასული და წინდაუხედავია. |
|
| 17 |
|
| გულფიცხ კაცს სისულელე წასცდება, ავისგანმზრახველს კი სიძულვილი ელის. |
|
| 18 |
|
| უგუნურებს სისულელე ამშვენებს, გონიერთ კი ცოდნის გვირგვინი ამკობთ. |
|
| 19 |
|
| ბოროტნი კეთილთა წინაშე მოიდრეკენ ქედს, უკეთურნი – მართალთა კარიბჭეებთან. |
|
| 20 |
|
| ღარიბი თავისიანსაც სძულს, მდიდარს კი მრავალი მეგობარი ჰყავს. |
|
| 21 |
|
| მოყვასის მოძულე სცოდავს, ღარიბთა მოწყალე კი ნეტარია. |
|
| 22 |
|
| განა ავისმზრახველთა გზა-კვალი არეული არ არის? კეთილგანმზრახველთ კი წყალობა და ჭეშმარიტება ახლავთ. |
|
| 23 |
|
| ყოველ გარჯაში მატებაა, ლიტონ სიტყვებს კი ზარალი მოაქვთ. |
|
| 24 |
|
| ბრძენთა გვირგვინი მათი სიბრძნეა, ბრიყვებს კი სიბრიყვე ამშვენებთ. |
|
| 25 |
|
| მართალი მოწმე სიცოცხლეს იხსნის, ცრუ კი მოღალატეა. |
|
| 26 |
|
| უფლის მოშიშს, მტკიცე სიმაგრე აქვს, და მისი ძენიც დაცულნი იქნებიან. |
|
| 27 |
|
| უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახეთაგან მხსნელი. |
|
| 28 |
|
| ხალხის სიმრავლე მეფის დიდებაა, ხოლო ხალხის შემცირება კი მმართველის დაღუპვას იწვევს. |
|
| 29 |
|
| ნელი რისხვაში დიდად გონიერია, ფიცხი კი სისულელეს ამჟღავნებს. |
|
| 30 |
|
| ხორცის სიცოცხლეა მშვიდი გონება, შფოთვა კი ძვალთა ხრწნაა. |
|
| 31 |
|
| გლახაკის მჩაგვრელი მათ შემოქმედს შეურაცხყოფს, ღატაკის შემწყალე კი უფლის მადიდებელია. |
|
| 32 |
|
| უკეთურს მისი ბოროტება დაამხობს, მართალს კი უბიწოება იცავს. |
|
| 33 |
|
| გონიერის გულში სიბრძნეა დავანებული, ბრიყვთა გული კი მას არ იცნობს. |
|
| 34 |
|
| სიმართლე აღაზევებს ერს, ცოდვა კი ხალხის გაჩანაგებაა. |
|
| 35 |
|
| გონიერი მსახურის ხვედრი მეფის წყალობაა; შემარცხვენელს კი მისი რისხვა ელის. |
|
|
|
|