|
| 1 |
|
| ტკბილი პასუხი მიაქცევს გულისწყრომას, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი აღაგზნებს რისხვას. |
|
| 2 |
|
| ბრძენთა ენა საამურს ხდის ცოდნას, ბრიყვთა პირი კი სისულელეს გამოთქვამს. |
|
| 3 |
|
| ყველგან არის უფლის თვალი, ხედავს ბოროტთა და კეთილთ. |
|
| 4 |
|
| მშვიდი ენა სიცოცხლის ხეა, მით მზაკვრობა – სულის შემუსვრა. |
|
| 5 |
|
| სულელი აბუჩად იგდებს მამის დარიგებას, შეგონების დამცველი კი გონიერი ხდება. |
|
| 6 |
|
| მართლის სახლში მრავალი განძია, უკეთურის მოსავალში კი – ვაება. |
|
| 7 |
|
| ბრძენთა ბაგენი ცოდნას ავრცელებენ, ბრიყვთა გული ასეთი არ არის. |
|
| 8 |
|
| უკეთურთა მსხვერპლი უფლისათვის სისაძაგლეა, პატიოსანთა ლოცვა კი – სიხარული. |
|
| 9 |
|
| უფლის წინაშე სისაძაგლეა უკეთურის გზა, სიმართლის მდევნელი კი უყვარს მას. |
|
| 10 |
|
| სასჯელი ელის სწორი გზის მიმტოვებელს, დარიგების მოძულე კი მოკვდება. |
|
| 11 |
|
| შავეთი და ჯოჯოხეთი ღიაა უფლის წინაშე, მით უფრო – ადამის ძეთა გულები. |
|
| 12 |
|
| ბრიყვს არ უყვარს თავისი მამხილებელი, ბრძენებთან არ წავა იგი. |
|
| 13 |
|
| მხიარული გული სახეს ახალისებს, გულის დარდისას სული შემუსრვილია. |
|
| 14 |
|
| გონიერის გული ცოდნას ეძიებს, ბრიყვის პირი კი სისულელით იკვებება. |
|
| 15 |
|
| ჩაგრულის ყოველი დღე ცუდია, გულით მხიარულს კი ლხინი აქვს მუდამ. |
|
| 16 |
|
| სჯობს გქონდეს მცირედი, მაგრამ უფლისადმი შიშით, ვიდრე დიდი საუნჯე და მასთან ერთად შფოთვა. |
|
| 17 |
|
| სჯობს გქონდეს მწვანილის სადილი და სიყვარული ვიდრე ნასუქალი ხარი და სიძულვილი მასთან ერთად. |
|
| 18 |
|
| ფიცხი კაცი აღვივებს განხეთქილებას, სულგრძელი კი აქრობს შუღლს. |
|
| 19 |
|
| ზარმაცის გზა ეკლიან ღობესავითაა, პატიოსანთა გზა სწორია. |
|
| 20 |
|
| ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვი ადამიანი კი აბუჩად იგდებს თავის დედას. |
|
| 21 |
|
| სისულელე სიხარულია ბრიყვისა, გონიერი კაცი კი სწორად მავალია. |
|
| 22 |
|
| რჩევის გარეშე ჩაიშლება განზრახვანი, ბევრი მრჩევლისას კი შესრულდება. |
|
| 23 |
|
| კაცის სიხარული მისი ბაგის პასუხშია და კარგია სიტყვა თავის დროზე. |
|
| 24 |
|
| გონიერის ცხოვრების გზა მაღლა მიდის, რათა დაბლა განერიდოს შავეთს. |
|
| 25 |
|
| ამპარტავანთა სახლს აღმოფხვრის უფალი, ქვრივის საზღვარს კი აღადგენს. |
|
| 26 |
|
| ბოროტის განზრახვანი უფლისთვის სისაძაგლეა, საამური სიტყვები კი – სუფთა. |
|
| 27 |
|
| ის ვინც მომხვეჭელობს, თავის სახლს აუბედურებს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს. |
|
| 28 |
|
| მართლის გული დაფიქრდება საპასუხოდ, უკეთურთა პირი ბოროტებას ღვრის. |
|
| 29 |
|
| უფალი შორსაა უკეთურთაგან, მართალთა ლოცვა კი შესმენილ იქნება. |
|
| 30 |
|
| თვალთა სინათლე ახარებს გულს, კარგი ამბავი კი ძვალს აპოხიერებს. |
|
| 31 |
|
| ყური, სასიცოცხლო მხილების მომსმენი, ბრძენთა შორის გაათევს ღამეს. |
|
| 32 |
|
| დარიგების უკუმგდებელს ეზიზღება მხილების მომსმენი კი გონებას იხვეჭს. |
|
| 33 |
|
| უფლის შიში ბრძნული დარიგებაა და პატივზე წინ არის მორჩილება. |
|
|
|
|