|
| 1 |
|
| გულის მოწოდებანი ადამიანს ეკუთვნის, ენის პასუხი კი უფლისაგან არის. |
|
| 2 |
|
| კაცის ყველა გზა სუფთაა მის თვალში, ხოლო უფალი სწონის სულებს. |
|
| 3 |
|
| გაანდე უფალს შენი საქმენი და შენი ფიქრები აღსრულდება. |
|
| 4 |
|
| უფალმა ყველაფერი თავისი და თვით უკეთურიც – უბედურების დღისათვის. |
|
| 5 |
|
| ყველა გულზვიადი უფლისათვის საძაგელია – ხელს ხელზე დავარტყამ, რომ ვერ გაექცევა სასჯელს. |
|
| 6 |
|
| წყალობითა და ჭეშმარიტებით გამოისყიდება ურჯულოება და უფლის შიშით განუდგები ბოროტს. |
|
| 7 |
|
| თუ სასურველია უფლისათვის კაცის გზები მის მტრებსაც შეარიგებს მასთან. |
|
| 8 |
|
| სჯობს მცირედი და სიმართლით – მრავალს, მოხვეჭილს უსამართლობით. |
|
| 9 |
|
| ადამიანი ირჩევს თავის გზას და უფალი წარმართავს მის ნაბიჯს. |
|
| 10 |
|
| განაჩენია მეფის ბაგეებზე, სამსჯავროზე არ შესცოდავს მისი პირი. |
|
| 11 |
|
| სასწორი და სწორი პინები აქვს უფალს, მისი საქმეა აბგის ყველა საწონი ქვა. |
|
| 12 |
|
| სისაძაგლეა მეფეთათვის უკანონობის ქმნა, რადგან სიმართლით ფუძნდება ტახტი. |
|
| 13 |
|
| სათნოა მეფეთათვის მართალი ბაგენი და წრფელად მოლაპარაკენი უყვარს მას. |
|
| 14 |
|
| მეფის გულისწყრომა სიკვდილის ანგელოზია, ბრძენი კაცი კი გააყუჩებს მას. |
|
| 15 |
|
| მეფის სახის ნათელში სიცოცხლეა, მისი წყალობა კი გაზაფხულის წვიმის ღრუბელივითაა. |
|
| 16 |
|
| სიბრძნის შეძენა ოქროზე უკეთესია და ჭკუის შეძენა – ვერცხლზე უმჯობესი. |
|
| 17 |
|
| წრფელთა გზა ბოროტისაგან განდგომაა, თავისი გზის დამცველი სიცოცხლეს ინახავს. |
|
| 18 |
|
| სიამაყე წინ უძღვის დაღუპვას და დაცემას წინ უძღვის ქედმაღლობა. |
|
| 19 |
|
| სჯობს თავმდაბლებთან სულით მორჩილება ამაყებთან ნადავლის განაწილებას. |
|
| 20 |
|
| თავისი საქმის მომფიქრებელი სიკეთეს ჰპოვებს და უფალზე დაიმედებული ნეტარია. |
|
| 21 |
|
| გულით ბრძენი გონიერად იწოდება და ტკბილი ბაგენი ხელს უწყობენ სწავლას. |
|
| 22 |
|
| ჭკუა თვისი პატრონისათვის სიცოცხლის წყაროა, სულელთა დარიგება კი – სისულელე. |
|
| 23 |
|
| ბრძენის გული გონიერს ხდის მის ენას და მის ბაგეზე წარუმატებს სწავლებას. |
|
| 24 |
|
| სასიამოვნო ნათქვამი გოლეული თაფლივითაა, სულისათვის ტკბილია და ხორცისათვის კურნება. |
|
| 25 |
|
| არის გზა, რომელიც სწორი ჩანს კაცის წინაშე, მისი ბოლო კი სიკვდილის გზებია. |
|
| 26 |
|
| მშრომელი თავისთვის შრომობს, რადგან მისი პირი აიძულებს მას. |
|
| 27 |
|
| უგვანი კაცი ბოროტის ამომთხრელია და მის ბაგეებზე დამწველი ცეცხლივითაა. |
|
| 28 |
|
| უკუღმართი კაცი შუღლს ავრცელებს და ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს. |
|
| 29 |
|
| მოძალადე კაცი თავის მოყვასს აცდუნებს და მიჰყავს უკეთურ გზაზე. |
|
| 30 |
|
| თვალს ხუჭავს უკუღმართობის მოსაფიქრებლად, პირს კუმავს – ბოროტებას სჩადის. |
|
| 31 |
|
| დიდების გვირგვინი ჭაღარაა, სიმართლის გზაზე იპოვება იგი. |
|
| 32 |
|
| მომთმენი სჯობს მამაცს და ის, ვინც თავის სულზე ბატონობს – ქალაქის დამპყრობს. |
|
| 33 |
|
| კალთაში იყრება წილი, მაგრამ უფლისგანაა მთელი მისი სამართალი. |
|
|
|
|