|
| 1 |
|
| გულის ზრახვანი კაცისგანაა, პასუხი კი უფლისგან მოდის. |
|
| 2 |
|
| კაცის ყველა გზა სუფთაა მის თვალში, მაგრამ უფალი წონის სულს. |
|
| 3 |
|
| მიანდე უფალს შენი საქმენი და შენი გეგმები აღსრულდება. |
|
| 4 |
|
| უფალმა ყველაფერი თავისი მიზნისათვის შექმნა, თვით უკეთურიც კი – უბედური დღისათვის. |
|
| 5 |
|
| ყველა ქედმაღალი სძულს უფალს; ნამდვილად ვერ გაექცევიან ისინი სასჯელს. |
|
| 6 |
|
| წყალობითა და პატიოსნებით განიწმიდება ცოდვა; და უფლის შიშით განუდგება კაცი სიავეს. |
|
| 7 |
|
| როდესაც მოსაწონია უფლისთვის კაცის გზები, მტრებსაც კი დაუშოშმინებს მას. |
|
| 8 |
|
| სჯობს სიმართლით მცირედი უსამართლობით მონახვეჭ მრავალს. |
|
| 9 |
|
| ადამიანი ირჩევს გზას, უფალი კი წარმართავს მის ნაბიჯებს. |
|
| 10 |
|
| შთაგონებული სიტყვაა მეფის ბაგეებზე, სამსჯავროში არ შესცოდავს მისი პირი. |
|
| 11 |
|
| სწორი სასწორი და საწონები უფლისაა. |
|
| 12 |
|
| სძაგთ მეფეებს ბოროტმოქმედება, რამეთუ სამართლით ფუძნდება ტახტი. |
|
| 13 |
|
| სათნოა მეფისათვის მართალი ბაგენი და წრფელად მოუბარი უყვარს მას. |
|
| 14 |
|
| მეფის გულისწყრომა სიკვდილის მაცნეა, ხოლო ბრძენკაცი დააცხრობს მას. |
|
| 15 |
|
| მეფის სახის ნათელი სიცოცხლეა, მისი წყალობა კი გაზაფხულის წვიმის მომტანი ღრუბელივითაა. |
|
| 16 |
|
| სიბრძნის შეძენა ოქროზე უკეთესია და გონიერების მოპოვება – ვერცხლზე. |
|
| 17 |
|
| მართალთა გზა ბოროტებისგან გარიდებულია; თავისი გზის დამცველი სიცოცხლეს იცავს. |
|
| 18 |
|
| ამპარტავნება წინ უსწრებს დაღუპვას, და ქედმაღლობა – დაცემას. |
|
| 19 |
|
| ღატაკთან ერთად სულიერი მორჩილება გერჩივნოს ამაყის ნადავლში მოწილეობას. |
|
| 20 |
|
| საქმეში ფრთხილი სიკეთეს ჰპოვებს, უფალს მინდობილი ბედნიერია. |
|
| 21 |
|
| გულით ბრძენს გონიერს უწოდებენ და ტკბილი ბაგენი დამარწმუნებელია. |
|
| 22 |
|
| სიბრძნე სიცოცხლის წყაროა მფლობელისთვის, ბრიყვთა სასჯელი კი სიბრიყვეა. |
|
| 23 |
|
| ბრძენის გული გონიერს ხდის მის მეტყველებას, და მის ბაგეებს დამარწმუნებლობას მატებს. |
|
| 24 |
|
| საამო სიტყვა გოლეული თაფლია, სულის სიტკბოა და ხორცის კურნება. |
|
| 25 |
|
| არის გზა, რომელიც სწორი ჰგონია კაცს, მისი ბოლო კი სიკვდილის გზაა. |
|
| 26 |
|
| მადა მშრომელის მამოძრავებელია, შიმშილი უბიძგებს შრომისაკენ. |
|
| 27 |
|
| უღირსი კაცი ბოროტებას იზრახავს და მის ბაგეებზე მწველი ცეცხლი გიზგიზებს. |
|
| 28 |
|
| უკუღმართი კაცი შუღლს ავრცელებს და ჭორის გამავრცელებელი მეგობრების გამყრელია. |
|
| 29 |
|
| მოძალადე მოყვასს აცდუნებს და უკეთურ გზაზე აყენებს; |
|
| 30 |
|
| ვინც თვალს ჭუტავს, უკუღმართობას ზრახავს, ვინც ტუჩებს იკვნეტს – სიავე მოაქვს. |
|
| 31 |
|
| ჭაღარა დიდების გვირგვინია, სიმართლის გზაზე მოიპოვება იგი. |
|
| 32 |
|
| ნელი რისხვაში ძლიერს სჯობს, ხოლო ვინც საკუთარ თავს დაიურვებს – ქალაქის დამპყრობს. |
|
| 33 |
|
| წილისყრა კალთიდან ხდება, მაგრამ გადაწყვეტა უფლისგანაა. |
|
|
|
|