|
| 1 |
|
| ერთი ლუკმა ხმელი პური და სიმშვიდე სჯობს საკლავით სავსე სახლს, სადაც უთანხმოებაა. |
|
| 2 |
|
| გონიერი მსახური იბატონებს ბატონის შემარცხვენელ შვილზე, და წილს დაიდებს მემკვიდრებს შორის როგორც ერთი ძმათაგანი. |
|
| 3 |
|
| ოქრო და ვერცხლი ბრძმედში გამოიწრთობა, გულებს კი უფალი გამოსცდის. |
|
| 4 |
|
| ბოროტმოქმედი ურჯულოთა ბაგეებს უგდებს ყურს, და ცრუ – უხამს ენას. |
|
| 5 |
|
| ვინც ღარიბს აბუჩად იგდებს, თავის გამჩენს გმობს. მოძმის უბედურებით მოხარულს სასჯელი არ ასცდება. |
|
| 6 |
|
| შვილთა შვილები მოხუცთა გვირგვინია; შვილთა დიდება – მათი მშობლებია. |
|
| 7 |
|
| უგუნურს არ უხდება რჩეული სიტყვები, კიდევ უფრო ნაკლებად ესადაგება კეთილშობილს ყალბი მეტყველება. |
|
| 8 |
|
| ქრთამი ჯოჯოხეთის გამნათებელი ჰგონია მის გამღებს: საითაც მიმართავს, წარმატების იმედი აქვს. |
|
| 9 |
|
| ვინც წყენას ივიწყებს, ის მეგობრობას განამტკიცებს, ხოლო ვინც წყენას აღრმავებს, მეგობრებს კარგავს. |
|
| 10 |
|
| საყვედური გონიერზე უფრო ღრმად მოქმედებს, ვიდრე ბრიყვზე ასი დარტყმა. |
|
| 11 |
|
| ბოროტი მხოლოდ შფოთს დაეძებს, მაგრამ სასტიკი ანგელოზი გაიგზავნება მის წინააღმდეგ. |
|
| 12 |
|
| სჯობს ბელდაკარგული დათვი გადაეყაროს კაცს, ვიდრე სისულელეში გახლართული ბრიყვი. |
|
| 13 |
|
| ბოროტება არ მოშორდება მის სახლს, ვინც სიკეთეს ბოროტებით იხდის. |
|
| 14 |
|
| დავის დასაწყისი წყლის გადმოხეთქვას ჰგავს; შეწყვიტე დავა, ვიდრე გაჩაღდება. |
|
| 15 |
|
| უკეთურის გამამართლებელი და მართლის გამამტყუნებელი – ორივე საძაგელია უფლის წინაშე. |
|
| 16 |
|
| რად უნდა ქონება ბრიყვს სიბრძნის შესაძენად? მას ხომ მის შესათვისებლად გონება არ ერჩის! |
|
| 17 |
|
| მეგობარს ყოველთვის უყვარხარ და ძმა გასაჭირისთვის არის შობილი. |
|
| 18 |
|
| უჭკუო კაცი თავდებად უდგება მოყვასს. |
|
| 19 |
|
| ვისაც ჩხუბი უყვარს, ცოდვა უყვარს, ვინც მაღლა სწევს კარს, დაღუპვას ეძებს. |
|
| 20 |
|
| ბოროტი გული სიკეთეს ვერ ჰპოვებს და ენამრუდი უბედურებაში ჩავარდება. |
|
| 21 |
|
| ბრიყვი შვილი მშობლის დარდია, სულელის მამა ვერ გაიხარებს. |
|
| 22 |
|
| მხიარული გული აჯანმრთელებს, დავრდომილი სული კი ძვლებს ფიტავს. |
|
| 23 |
|
| უკეთური ქრთამს უბიდან იღებს, რათა სიმართლის გზები გაამრუდოს. |
|
| 24 |
|
| გონიერი სიბრძნეს შეჰყურებს, ბრიყვი კი თვალებს ქვეყნის კიდემდე აცეცებს. |
|
| 25 |
|
| ბრიყვი შვილი მამის დარდია და დედის მწუხარება. |
|
| 26 |
|
| არ არის კარგი მართალის დასჯა და კეთილშობილთა ცემა სიმართლისთვის. |
|
| 27 |
|
| სიტყვაძუნწი კაცი გონიერია, და თავშეკავებული – გაგების უნარის მქონე. |
|
| 28 |
|
| მდუმარე სულელიც ბრძნად მოგეჩვენება, ენის მომთოკველი კი – გონიერად. |
|
|
|
|