|
| 1 |
|
| თავკერძა კაცი ჟინს ისწორებს, ყოველ საღ აზრს უჯანყდება. |
|
| 2 |
|
| ბრიყვს გონიერება კი არ სურს, არამედ მხოლოდ თავისი გულის გამომჟღავნება. |
|
| 3 |
|
| უკეთურის მოსვლას მოჰყვება ზიზღიც და უპატიობას – სირცხვილი. |
|
| 4 |
|
| კაცის პირის სიტყვები ღრმა წყლებია, მდინარი ნაკადული – სიბრძნის წყარო. |
|
| 5 |
|
| უკეთურის მიმხრობა არ არის კარგი მართლის დასამხობად სასამართლოზე. |
|
| 6 |
|
| ბრიყვის ბაგენი ჩხუბში შედიან და მისი პირი ცემას მოუწოდებს. |
|
| 7 |
|
| ბრიყვის პირი დაღუპვაა მისთვის და მისი ბაგენი – მახე მისი სულისა. |
|
| 8 |
|
| ცილისმწამებლის სიტყვები ჩასატკბარუნებელია და ისინი გულის სიღრმეში აღწევენ. |
|
| 9 |
|
| თავის საქმეში დაუდევარი ძმაა წამწყმედლისა. |
|
| 10 |
|
| ძლიერი კოშკი უფლის სახელია, მასში დარბის მართალი და სამშვიდობოზეა. |
|
| 11 |
|
| მდიდრის ქონება მისი ძლიერი ქალაქია და მაღალი გალავანივითაა მის ფიქრებში. |
|
| 12 |
|
| დამხობის წინ მაღლდება კაცის გული და დიდების წინ თვინიერდება. |
|
| 13 |
|
| ვინც პასუხს სცემს მოსმენამდე – ეს მისი სისულელეა და სირცხვილი. |
|
| 14 |
|
| კაცის სული იტანს თავის სატკივარს, მაგრამ შემუსრვილ სულს ვინ გადაიტანს? |
|
| 15 |
|
| გონიერის გული იძენს ცოდნას და ბრძენთა ყური ეძებს ცოდნას. |
|
| 16 |
|
| ადამიანის საჩუქარი აფართოებს მის გზას და დიდებულებამდე მიიყვანს მას. |
|
| 17 |
|
| მართალი პირველია დავაში, მაგრამ მოდის მისი მეტოქე და გამოიძიებს მას. |
|
| 18 |
|
| წილისყრა ბოლოს უღებს დავას და ძლიერებს გააშველებს. |
|
| 19 |
|
| განმდგარი ძმა გამაგრებულ ქალაქზე მიუდგომელია, და დავა სასახლის კლიტეთა მსგავსია. |
|
| 20 |
|
| კაცის პირის ნაყოფისაგან გაძღება მისი მუცელი, თავის ბაგეთა მოსავლისაგან გაძღება. |
|
| 21 |
|
| სიკვდილი და სიცოცხლე ენის ხელშია, და მისი მოყვარულნი იგემებენ მის ნაყოფს. |
|
| 22 |
|
| ვინც კარგი ცოლი ჰპოვა, მან სიკეთე ჰპოვა და უფლისაგან მადლი მოიხვეჭა. |
|
| 23 |
|
| ვედრებით ღარიბი ლაპარაკობს, მდიდარი კი თავხედურად პასუხობს. |
|
| 24 |
|
| მეგობრიანი კაცი შეიძლება განადგურდეს, მაგრამ არის მოყვასი ძმაზე უფრო ახლობელი. |
|
|
|
|