|
| 1 |
|
| თავკერძა კაცი თავის სურვილებს მიჰყვება, ყოველ საღ აზრს ეწინააღმდეგება. |
|
| 2 |
|
| ბრიყვი გაგებას არ ცდილობს, არამედ მხოლოდ თავისი აზრების გამოხატვა უნდა. |
|
| 3 |
|
| უკეთურებას გაკიცხვა მოჰყვება, და უღირსობას – შერცხვენა. |
|
| 4 |
|
| კაცის სიტყვები ღრმა მორევია; სიბრძნის წყარო კი – მორაკრაკე ნაკადული. |
|
| 5 |
|
| არ არის კარგი უკეთური კაცისადმი მიკერძოება და არც მართლის გამტყუნება სამსჯავროზე. |
|
| 6 |
|
| ბრიყვის ენა შუღლს იწვევს, მისი ბაგენი – აყალ-მაყალს. |
|
| 7 |
|
| ბრიყვის ენა მისი დაღუპვაა, და მისი ბაგე – მისი სულის მახე. |
|
| 8 |
|
| ჭორიკანას სიტყვები ნუგბარივითაა და მუცლამდე აღწევს. |
|
| 9 |
|
| გულარხეინი საქმეში დამანგრეველის ძმაა. |
|
| 10 |
|
| უფლის სახელი – ძლიერი გოდოლია, მართალი შეაფარებს თავს და სამშვიდობოზეა. |
|
| 11 |
|
| მდიდრის ქონება მისი ძლიერი ქალაქია, მაღალი დამცველი კედელივითაა. |
|
| 12 |
|
| ქედმაღლობა წინ უსწრებს დამხობას, მორჩილება კი წინ უძღვის დიდებას. |
|
| 13 |
|
| ვინც კითხვის დამთავრებას არ უცდის და ისე იძლევა პასუხს, სულელია და თავს ირცხვენს. |
|
| 14 |
|
| კაცის სული უძლებს სენს, მაგრამ სულის შემუსვრას ვინ გადაიტანს? |
|
| 15 |
|
| გონიერის გული ცოდნას იძენს, და ბრძენთა ყური ცოდნას ეძიებს. |
|
| 16 |
|
| ძღვენი კაცს გზას უფართოებს და დიდკაცთა წინაშე მიჰყავს. |
|
| 17 |
|
| პირველი მოდავე მართალი ჩანს სარჩელში, მაგრამ მოდის მისი მოსარჩლე და ყველაფერი იცვლება. |
|
| 18 |
|
| წილისყრა ბოლოს უღებს დავას და ძლიერ მეტოქეებს არიგებს. |
|
| 19 |
|
| შეურაცხყოფილი ძმა გამაგრებულ ქალაქზე მიუდგომელია, და ასეთი მოდავე ციხე-სიმაგრის ურდულივითაა ჩაკეტილი. |
|
| 20 |
|
| კაცი თავისი სიტყვების ნაყოფით ივსებს სტომაქს, თავის ბაგეთა მოსავლით ძღება. |
|
| 21 |
|
| სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია, და ლაპარაკის მოყვარულნი იგემებენ მის ნაყოფს. |
|
| 22 |
|
| ვინც კარგი ცოლი ჰპოვა, მან სიკეთე ჰპოვა და უფლის მადლი მოიხვეჭა. |
|
| 23 |
|
| ღარიბი ვედრებით ლაპარაკობს, მდიდარი კი უკმეხად პასუხობს. |
|
| 24 |
|
| ზოგი მეგობრის მეგობრობა თვალთმაქცობაა, ზოგი მეგობარი კი ძმაზე ძვირფასია. |
|
|
|
|