|
| 1 |
|
| ნუ შეგშურდება ბოროტებისა და ნუ ისურვებ მათთან ყოფნას, |
|
| 2 |
|
| რადგან ძალადობაზე ფიქრობს მათი გონება და მათი ბაგენი მავნებლობაზე ლაპარაკობენ. |
|
| 3 |
|
| სიბრძნით შენდება სახლი და გონიერებით მტკიცდება; |
|
| 4 |
|
| ცოდნის წყალობით ივსება ოთახები ყოველგვარი ძვირფასი და საუცხოო სიმდიდრით. |
|
| 5 |
|
| ბრძენი მეომარი ღონიერზე ძლიერია და მცოდნე კაცი – ძალ-ღონით სავსეზე. |
|
| 6 |
|
| გონივრულად წარმართე ომი და ხსნა მრჩეველთა სიმრავლის წყალობით გექნება. |
|
| 7 |
|
| სულელი ძნელად მისწვდება სიბრძნეს, კარიბჭესთან ენას ვერ დაძრავს. |
|
| 8 |
|
| სიავის განმზრახველს ბოროტმოქმედი ჰქვია. |
|
| 9 |
|
| ბრიყვის განზრახვა ცოდვაა და უზნეო კაცი სიძულვილს იმკის. |
|
| 10 |
|
| თუ გასაჭირის დღეს დაეცემი, უძლური ყოფილხარ. |
|
| 11 |
|
| იხსენ სასიკვდილოდ წაყვანილნი და ნუ მიატოვებ სასიკვდილოდ განწირულთ; |
|
| 12 |
|
| თუ იტყვი: „ჩვენ ხომ არ ვიცოდით,“ – განა გულთამხილავი ვერ გაიგებს? შენი სულის მფარველმა განა არ იცის და არ მიუზღავს ადამიანებს მათი საქმისამებრ? |
|
| 13 |
|
| ჭამე, შვილო, თაფლი, რადგან კარგია იგი და გოლეულიც ეტკბობა შენს სასას. |
|
| 14 |
|
| ასეთივეა ცოდნა და სიბრძნე შენი სულისათის: თუ იპოვი, მომავალი გექნება და შენი იმედი არ გაწბილდება. |
|
| 15 |
|
| ნუ ჩაუსაფრდები, უკეთურო, მართლის სახლს, თავს ნუ დაესხმი მის სამყოფელს, |
|
| 16 |
|
| რადგან შვიდჯერაც რომ დაეცეს მართალი, მაინც ადგება, უკეთურნი კი დაიღუპებიან. |
|
| 17 |
|
| შენი მტრის დაცემისას ნუ გაიხარებ, და ფეხს რომ წაიტეხავს, ნუ გაიხარებს შენი გული, |
|
| 18 |
|
| თორემ იხილავს უფალი და ცუდად გამოჩნდება მის თვალში, და მოაქცევს მისგან თავის რისხვას. |
|
| 19 |
|
| ნუ გაეჯიბრები ბოროტმოქმედთ და ნუ შეგშურდება უკეთურთა, |
|
| 20 |
|
| რადგან მომავალი არა აქვს ბოროტებას; უკეთურთა სანთელი ჩაქრება. |
|
| 21 |
|
| გეშინოდეს, შვილო, უფლისა და მეფისა, და მეამბოხეებში ნუ გაერევი, |
|
| 22 |
|
| რადგან უცაბედად მოვა მათგან დაღუპვა, და ვინ იცის, რა უბედურებას დაგატეხენ? |
|
| 23 |
|
| ესეც ბრძენთა ნათქვამია: მიკერძოებით განსჯა ცუდია. |
|
| 24 |
|
| ვინც დამნაშავეს ამართლებს, ხალხი დასწყევლის და ერი შეაჩვენებს; |
|
| 25 |
|
| ხოლო დამნაშავეთა განმსჯელნი სათნო იქნებიან და მათზე კეთილი კურთხევა გადმოვა. |
|
| 26 |
|
| ვინც მართალ სიტყვას ამბობს, ის პირზე კოცნის. |
|
| 27 |
|
| ჯერ გარეთ მოათავე შენი საქმე, მინდვრად ხვნა-თესვას მორჩი და მერე ააშენე სახლი. |
|
| 28 |
|
| ნუ დადგები შენი მოძმის წინააღმდეგ ცრუ მოწმედ, შენი ენა ნუ იტყვის სიცრუეს. |
|
| 29 |
|
| ნუ იტყვი: „როგორც ის მომექცა, მეც ისე მოვექცევი, რაც გამიკეთა, იმას გავუკეთებ.“ |
|
| 30 |
|
| ზარმაცი კაცის ყანასთან გავიარე და მცონარას ვენახთან, |
|
| 31 |
|
| და აჰა, მთლად ღვარძლით იყო სავსე, ეკალ-ბარდებს დაეფარა მთლიანად და ღობე მორღვეულიყო. |
|
| 32 |
|
| და ეს რომ ვნახე, ჩავფიქრდი და ჭკუა ვისწავლე: |
|
| 33 |
|
| ცოტას წაუძინებ, ცოტას წასთვლემ, თავქვეშ ამოიწყობ ხელებს, |
|
| 34 |
|
| და სიღატაკე ყაჩაღივით დაგადგება თავს და სიღარიბე – იარაღასხმული მეომარივით. |
|
|
|
|