|
| 1 |
|
| ესეც სოლომონის იგავებია, იუდას მეფის, ეზეკიას ვეზირების შეკრებილი: |
|
| 2 |
|
| საქმეთა დაფარვა ღმერთის დიდებაა, საქმის გამოკვლევა კი – მეფის დიდება. |
|
| 3 |
|
| ისევე როგორც ზეცის სიმაღლე და მიწის სიღრმე, მეფეთა გულიც შეუცნობელია. |
|
| 4 |
|
| მოაშორეთ წიდა ვერცხლს და გამოჭედავს ოქრომჭედელი ჭურჭელს. |
|
| 5 |
|
| მოაშორეთ მეფეს უკეთური და მისი ტახტი სიმართლით განმტკიცდება. |
|
| 6 |
|
| ნუ განიდიდებ თავს მეფის წინაშე და დიდებულთა ადგილზე ნუ დადგები; |
|
| 7 |
|
| სჯობს გითხრან: „ზემოთ ამოდი“, ვიდრე დაგამცირონ დიდებულის წინაშე. როგორც კი რაღაცას დაინახავ, |
|
| 8 |
|
| უმალ ნუ გაიქცევი სასამართლოში, თორემ ბოლოს რას იზამ, შენი მეზობელი თუ შეგარცხვენს? |
|
| 9 |
|
| დავით კი ედავე შენს მეზობელს, მაგრამ სხვის საიდუმლოს ნუ გასცემ, |
|
| 10 |
|
| თორემ ვინც გაიგებს, გაგკიცხავს და სახელი გაგიტყდება. |
|
| 11 |
|
| მოსწრებული სიტყვა ვერცხლით მოვარაყებული ოქროს ვაშლებს ჰგავს. |
|
| 12 |
|
| ოქროს საყურეა და ბაჯაღლოს სამკაული ბრძენის შეგონება გამგონე ყურისთვის. |
|
| 13 |
|
| რაც თოვლის სიგრილე იქნებოდა მკის დროს, ის არის ერთგული მაცნე მისი გამგზავნისათვის, ის მას სულს უგრილებს. |
|
| 14 |
|
| ფუჭი ძღვენით მოტრაბახე კაცი იგივეა, რაც ღრუბელი და ქარი წვიმის გარეშე. |
|
| 15 |
|
| მოთმინებით შეიძლება მთავრის მოდრეკა, და წყლიანი ენა ძვალს დაამსხვრევს. |
|
| 16 |
|
| თაფლს თუ იპოვი, ზომაზე ჭამე, თორემ მუცლის გვრემით უკან ამოარწყევ. |
|
| 17 |
|
| ფეხი დააძვირე შენი მოძმის სახლში, თორემ მობეზრდები და შეგიძულებს. |
|
| 18 |
|
| კაცი, რომელიც ცრუდ მოწმობს მოყვასის წინააღმდეგ, შუბი, მახვილი და ბასრი ისარია. |
|
| 19 |
|
| როგორც ჭიანი კბილი და დადამბლავებული ფეხი, ასევე არ არის სანდო ღალატიანი კაცი გასაჭირში. |
|
| 20 |
|
| სიცივეში ტანსაცმლის წაგლეჯას და ჭრილობაზე ძმრის დასხმას ჰგავს ნაღვლიანისთვის მხიარული სიმღერის მღერა. |
|
| 21 |
|
| თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე; თუ სწყურია, წყალი მიაწოდე, |
|
| 22 |
|
| რადგან ამით ნაკვერცხლებს შეაგროვებ მის თავზე და უფალი მოგიზღავს შენ. |
|
| 23 |
|
| ჩრდილოეთის ქარი თავსხმას იწვევს და ენის აყოლა – მრისხანე მზერას. |
|
| 24 |
|
| სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთად ცხოვრებას. |
|
| 25 |
|
| რაც ცივი წყალია მწყურვალისათვის, ის არის კარგი ამბავი შორი ქვეყნიდან. |
|
| 26 |
|
| რაღა ამღვრეული ნაკადული და გაბინძურებული წყარო, და რაღა ბოროტის წინაშე წაფორხილებული მართალი. |
|
| 27 |
|
| ბევრი თაფლის ჭამა არაა კარგი, და არც ზედმეტი დიდების ძიება. |
|
| 28 |
|
| რაღა უგალავნო ქალაქი და რაღა კაცი, რომელიც საკუთარ თავს ვერ მართავს. |
|
|
|
|