|
| 1 |
|
| როგორც თოვლი ზაფხულში და როგორც წვიმა მკის დროს, ისე უსარგებლოა ბრიყვისათვის ღირსება. |
|
| 2 |
|
| როგორც ჩიტის ქროლვა, როგორც ბეღურის ფრენა, ისე არ მოეწევა დაუმსახურებელი წყევლა. |
|
| 3 |
|
| მათრახი ცხენისათვის, აღვირი ვირისათვის, და შოლტი ბრიყვთა ზურგისათვის. |
|
| 4 |
|
| ნუ უპასუხებ ბრიყვს მისი სისულელისამებრ, რათა შენც არ დაემსგავსო მას. |
|
| 5 |
|
| უპასუხე ბრიყვს მის სისულელისამებრ, თორემ ბრძენი ეგონება თავი. |
|
| 6 |
|
| იგი ფეხებს იჭრის, სვამს ძალადობას, ვინც ამბავს აგზავნის ბრიყვის ხელით. |
|
| 7 |
|
| როგორც კოჭლის წვივებია სუსტი, ისევეა იგავი ბრიყვთა პირში. |
|
| 8 |
|
| როგორც შურდულზე გამოსაბმელი ქვა, ისეა ბრიყვის პატივისმცემელი. |
|
| 9 |
|
| როგორც ნარშავი, მთვრალის ხელში მოხვედრილი, ისეა იგავი ბრიყვთა პირში. |
|
| 10 |
|
| როგორც მოისარი, ყველას გამგმირავი, ისეა ბრიყვისა და გამვლელის დამქირავებელი. |
|
| 11 |
|
| როგორც ძაღლი უბრუნდება თავის ნარწყევს, ბრიყვი იმეორებს თავის სისულელეს. |
|
| 12 |
|
| გინახავს კაცი, ბრძენი რომ იყოს საკუთარ თვალში? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს. |
|
| 13 |
|
| ზარმაცი ამბობს: „ლომია გზაზე, ლომია ქუჩებს შორის“. |
|
| 14 |
|
| კარი თავის ანჯამაზე ბრუნავს, ხოლო ზარმაცი თავის საწოლზე. |
|
| 15 |
|
| ზარმაცი ლანგარში ჰყოფს თავის ხელს, ეძნელება პირთან მიტანა. |
|
| 16 |
|
| ზარმაცი საკუთარ თვალში შვიდ ბრძენზე ბრძენია, რომელნიც დაფიქრებულად პასუხობენ. |
|
| 17 |
|
| გინდა ძაღლი ყურით დაუჭერია გამვლელს, გინდა გაფიცხებულა ჩხუბზე, რომელიც მას არ ეხება. |
|
| 18 |
|
| როგორც თავის მომგიჟიანებელი, რომელიც ისვრის ნაპერწკლებს, ისრებს და სიკვდილს, |
|
| 19 |
|
| ისეა კაცი, რომელიც ატყუებს თვის მოყვასს და ამბობს: „მე ხომ ვხუმრობ“. |
|
| 20 |
|
| უშეშოდ ქრება ცეცხლი, ხოლო უცილისმწამებლოდ დაცხრება შუღლი. |
|
| 21 |
|
| როგორც ნახშირი ნაკვერცხლისათვის და შეშა ცეცხლისათვის, ისეა ანჩხლი კაცი ჩხუბის გასაღვივებლად. |
|
| 22 |
|
| ცილისმწამებლის სიტყვები განმგმირავია და გულის სიღრმეში აღწევენ ისინი. |
|
| 23 |
|
| როგორც წიდიანი ვერცხლი ფარავს თიხის ჭურჭელს, ისეა ანთებული ტუჩები და ბოროტი გული. |
|
| 24 |
|
| ტუჩებით თავს მოაჩვენებს მოძულე, გუნებაში კი მზაკვრობას განიზრახავს. |
|
| 25 |
|
| როდესაც გაანაზებს თვის ხმას, ნუ ერწმუნები მას, რადგან შვიდი სისაძაგლეა მის გულში. |
|
| 26 |
|
| ვისი სიძულვილიც პირფერობით იფარება, მისი სიბოროტე კრებულში გამომჟღავნდება. |
|
| 27 |
|
| ვინც ორმოს თხრის, თავად ჩავარდება მასში, ხოლო ვინც ქვას დააგორებს, მასვე დაუბრუნდება იგი. |
|
| 28 |
|
| ცრუ ენას სძულს მის მიერ დატანჯულნი და მლიქვნელი პირი დამხობას ამზადებს. |
|
|
|
|