|
| 1 |
|
| ისევე, როგორც თოვლი ზაფხულისთვის და წვიმა მკისთვის, ასევე შეუფერებელია ბრიყვისთვის პატივი. |
|
| 2 |
|
| ბეღურას გაფრენისა და მერცხლის ნავარდივით ასცდება კაცს უმიზეზო წყევლა. |
|
| 3 |
|
| მათრახი – ცხენისთვის, ლაგამი – ვირისთვის, სახრე – ბრიყვისთვის. |
|
| 4 |
|
| ნუ უპასუხებ ბრიყვს მისი სირეგვნისამებრ, რათა არ დაემსგავსო მას. |
|
| 5 |
|
| უპასუხე ბრიყვს მისი სიბრიყვის შესაბამისად, თორემ თავი ბრძენი ეგონება. |
|
| 6 |
|
| ვინც ბრიყვს აგზავნის მაცნედ, ფეხქვეშ მიწას იცლის და თავს გასაჭირში იგდებს. |
|
| 7 |
|
| რაღა კოჭლის ფეხები და რაღა ბრიყვის ბაგეზე იგავი. |
|
| 8 |
|
| ბრიყვისთვის პატივის მიგება იგივეა, რაც მიბმული ქვის შურდულით სროლა. |
|
| 9 |
|
| რაღა ძეძვის ეკლიანი ჯოხი მთვრალის ხელში და რაღა იგავი ბრიყვის პირში. |
|
| 10 |
|
| ბრიყვისა და გზად გამვლელის დამქირავებელი ჰგავს მოისარს, განურჩევლად ყველას რომ ესვრის. |
|
| 11 |
|
| როგორც ძაღლი უბრუნდება თავის ნარწყევს, ისე იმეორებს ბრიყვი თავის სისულელელეს. |
|
| 12 |
|
| გინახავს კაცი, რომელსაც თავი ბრძენი ჰგონია? ბრიყვს მეტი ფასი აქვს, ვიდრე მას. |
|
| 13 |
|
| ზარმაცი ამბობს: „ლომია გზაზე! ლომია ქუჩაში!“ |
|
| 14 |
|
| კარი თავის ანჯამაზე ბრუნავს, ზარმაცი – თავის საწოლზე. |
|
| 15 |
|
| ზარმაცი ჯამში ჰყოფს ხელს, პირთან მიტანა კი ეზარება. |
|
| 16 |
|
| საკუთარ თვალში ზარმაცი გონიერი პასუხების გამცემ შვიდ ბრძენზე ბრძენია. |
|
| 17 |
|
| რაღა კაცი, რომელმაც ძაღლს ყურებში წაავლო ხელი და რაღა სხვის ჩხუბში ჩარეული. |
|
| 18 |
|
| რაღა გიჟი, რომელიც ისვრის მუგუზლებს, ისრებს და სიკვდილს, |
|
| 19 |
|
| და რაღა კაცი, რომელიც ატყუებს თვის მოყვასს და ამბობს: „გეხუმრეო.“ |
|
| 20 |
|
| სადაც შეშა არ არის, ცეცხლი ქრება; სადაც ენის მიმტანი არ არის, შუღლს ბოლო ეღება. |
|
| 21 |
|
| ნახშირი – ნაკვერცხლისათვის, შეშა – ცეცხლისათვის, შარიანი კაცი შუღლისათვის. |
|
| 22 |
|
| ენატანიას სიტყვები ნუგბარივითაა და მუცლის წიაღამდე აღწევენ. |
|
| 23 |
|
| როგორც წიდიანი ვერცხლი თიხის ჭურჭელზე, ისეა ფარისეველი ენა და ბოროტი გული. |
|
| 24 |
|
| ენით თავს მოაჩვენებს მტერი, გულში კი მზაკვრობა უდევს. |
|
| 25 |
|
| ნუ ენდობი მას, როცა ხმას ინაზებს, რადგან შვიდი სიბილწეა მის გულში. |
|
| 26 |
|
| თუმც სიძულვილს პირფერობით ფარავს, მისი ბოროტება კრებულში გამომჟღავნდება. |
|
| 27 |
|
| ვინც ორმოს თხრის, შიგ ჩავარდება, ვინც ქვას ზემოთ აისვრის, მასვე დაუბრუნდება. |
|
| 28 |
|
| ცრუ ენას სძულს თავისი მსხვერპლი და მლიქვნელი პირი დამხობას ამზადებს. |
|
|
|
|