|
| 1 |
|
| კაცი, რომელსაც ამხელენ და მაინც ჯიუტობს, უცებ განადგურდება და არ ექნება კურნება. |
|
| 2 |
|
| მართალთა განდიდებისას ხარობს ხალხი, ხოლო უკეთურთა ბატონობისას კვნესის ხალხი. |
|
| 3 |
|
| კაცი, მოყვარული სიბრძნისა, ახარებს თავის მამას, ხოლო მეძავთა მეგობარი ქონებას დაკარგავს. |
|
| 4 |
|
| მეფე სამართლით დააფუძნებს ქვეყანას, ხოლო მექრთამე კაცი დაამხობს მას. |
|
| 5 |
|
| მამაკაცი, რომელიც თავის მოყვასთან მლიქვნელობს, ბადეს უგებს თავისსავე ფეხთ. |
|
| 6 |
|
| ბოროტი კაცის დანაშაულში ხაფანგია, ხოლო მართალი იმღერებს და იმხიარულებს. |
|
| 7 |
|
| მართალმა იცის ღარიბთა სამართალი, უკეთურს არა აქვს ეს ცოდნა. |
|
| 8 |
|
| თავქარიანი კაცები ცეცხლივით უბერავენ ქალაქს, ხოლო ბრძენნი უკუაქცევენ რისხვას. |
|
| 9 |
|
| სულელ კაცთან მოდავე ბრძენკაცი თუ ბრაზობს ან თუ იცინის, მაინც არა აქვს მოსვენება. |
|
| 10 |
|
| სისხლის მოყვარულ კაცებს სძულთ უბიწო, ხოლო წრფელნი ზრუნავენ მის სულზე. |
|
| 11 |
|
| მთელ თავის რისხვას ღვრის ბრიყვი, ხოლო ბრძენი იკავებს მას. |
|
| 12 |
|
| სიცრუის ყურისმგდებელ ბატონს ყველა მსახური უკეთური ჰყავს. |
|
| 13 |
|
| ღატაკს და თაღლითს ერთი აქვთ საერთო: ორივეს თვალთა გამნათებელი უფალია. |
|
| 14 |
|
| მეფე, რომელიც სიმართლით ასამართლებს ღარიბთ, სამუდამოდ განამტკიცებს თავის ტახტს. |
|
| 15 |
|
| შოლტი და დარიგება სიბრძნეს იძლევა, ხოლო მიშვებული ყმაწვილი არცხვენს თავის დედას. |
|
| 16 |
|
| უკეთურთა მომრავლებისას მრავლდება დანაშაული, მართალნი კი მათ დამხობას იხილავენ. |
|
| 17 |
|
| დასაჯე შენი შვილი და ის დაგამშვიდებს შენ და შვებას მოჰგვრის შენს სულს. |
|
| 18 |
|
| ხილვათა გარეშე თავს აიშვებს ხალხი, ხოლო რჯულის დამცველი ნეტარია. |
|
| 19 |
|
| სიტყვებით არ გაიწვრთნება მონა, რადგან კიდევაც რომ გაიგოს, არ გაეპასუხება. |
|
| 20 |
|
| ხომ გინახავს სიტყვაჩქარი კაცი? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს. |
|
| 21 |
|
| ვინც თვის მონას ანებივრებს სიყმაწვილიდან, საბოლოოდ ის მონა პატრონად იქცევა. |
|
| 22 |
|
| მრისხანე კაცი შუღლს იწვევს და გულფიცხი კაცი – მრავალ დანაშაულს. |
|
| 23 |
|
| ქედმაღლობა დაამდაბლებს კაცს, და თავმდაბლობა მოუტანს დიდებას. |
|
| 24 |
|
| ქურდთან მოზიარეს სძულს თავისი თავი, ფიცს ისმენს, მაგრამ არაფერს ამბობს. |
|
| 25 |
|
| ადამიანთა მოშიშარს მახე დაეგება, ხოლო უფალს მინდობილი დაცული იქნება. |
|
| 26 |
|
| მრავალი ეძებს ბატონის კეთილგანწყობილ სახეს, მაგრამ უფლისაგანაა კაცის განაჩენი. |
|
| 27 |
|
| მართალთათვის სისაძაგლეა უსამართლო კაცი, ხოლო უკეთურთათვის სისაძაგლე – სწორი გზით მავალი. |
|
|
|
|