|
| 1 |
|
| სიტყუანი თქმულნი არიან ღმრთისა მიერ მეუფისა, ბრძანება გასწავა დედამან თჳსმან. |
|
| 2 |
|
| რა არს, შვილო, დამარხვა უფლისაჲ? პირველად გეტყჳ შენ, შვილო: რა არს, შვილო მუცლისა ჩემისაო? რა არს, შვილო ლოცვათა ჩუენთაო. |
|
| 3 |
|
| ნუ მისცემ დედათა სიმდიდრესა შენსა და გონებასა შენსა და ცხორებასა შენსა ნაკლულევანსა ზრახვასა. ზრახვით ყოველსავე იქმოდე, ზრახვით ღჳნოსა სუემდ. |
|
| 4 |
|
| ძლიერნი გულმწყრალ არიან ღჳნოსა სუმად, |
|
| 5 |
|
| რათა არა სუან და დაავიწყდეს სიბრძნე და მართლ შჯად ვერ უძლონ უძლურთა. |
|
| 6 |
|
| და მიეცემის სიმთრვალე მწუხარეთა და ღჳნო სუმად ლმობიერთა. |
|
| 7 |
|
| რათა სუან და დაივიწყონ გლახაკება და სალმობანი არა მოიჴსენნენ. |
|
| 8 |
|
| აღაღე პირი შენი სიტყუასა ღმრთისასა და შჯიდ ყოველთა ცოცხლად. |
|
| 9 |
|
| აღაღე პირი შენი და შჯიდ სიმართლით გლახაკთა და უძლურთა. |
|
| 10 |
|
| დედაკაცი მჴნე ვინმე პოოს, რამეთუ უპატიოსნეს არს ანთრაკთა მრავალსასყიდლისათა ეგევითარი იგი. |
|
| 11 |
|
| მოსავ არნ მის ზედა გული ქრმისა მისისა, ესევითარისა ნატყუენავსა არარათ დააკლდეს; |
|
| 12 |
|
| რამეთუ შეეწვის ქმარს თჳსსა ყოველსა კეთილსა, არა ბოროტსა, ყოველსა ცხოვრებასა მისსა, |
|
| 13 |
|
| მოიგო მატყლი და სელი და ქმნა საქმრად ჴელითა თჳსითა, |
|
| 14 |
|
| იქმნა იგი, ვითარცა ნავი მომავალი შორით. შეიკრიბა მან თავისა თჳსისა სიმდიდრე. |
|
| 15 |
|
| და აღდგის ღამითგან და მისცის საზრდელი სახლეულთა თჳსთა. და მუშაკთა და მჴნველთა, |
|
| 16 |
|
| იხილა ქუეყანა საქმარი და მოიყიდა, ნაყოფთაგან ჴელთა თჳსთასა დაჰნერგა ფუზე, |
|
| 17 |
|
| მოირტყნა ძლიერად წელნი მისნი და დაიძრვნა მკლავნი მისნი საქმედ, |
|
| 18 |
|
| და იხილა გემო, რამეთუ კეთილ არს საქმე, და არა დაშრტებინ ღამე ყოელ ნათელი მისი. |
|
| 19 |
|
| ჴელნი მისნი განმარტნა უმჯობესსა და ნებნი მისნი მიყუნა ტარსა სთვად ნივთისა, |
|
| 20 |
|
| ხოლო ჴელნი მისნი განუხუნა გლახაკთა და ნაყოფი მიუპყრა დავრდომილთა. |
|
| 21 |
|
| არას ზრუნავნ სახლსა შინა ქმარი მისი, უკუეთუ სადა ყოვნის, რამეთუ ყოველნი მისთანანი შემოსილ იყვნენ მრჩობლი სამოსელი და ქლამინდი |
|
| 22 |
|
| უქმნა ქმარსა თჳსსა ბისონისაგან და ძოწეულისა თავისა თჳსისა სამოსელი. |
|
| 23 |
|
| სახედავ არნ ბჭეთა ზედა ქმარი მისი, რაჟამს დაშჯდის კრებულსა შორის მოხუცებულთა და მკჳდრთა ქუეყანისათა. |
|
| 24 |
|
| არდაგები ქმნა და განუყო ფინიკიელთა, ხოლო სარტყლები ქანანელთა, |
|
| 25 |
|
| პირი თჳსი აღაღო კრძალულებით და წესი განუჩინა ენასა თჳსსა, |
|
| 26 |
|
| ძალი და შუენიერება შეიმოსა და იხარა უკანასკნელთა დღეთა. |
|
| 27 |
|
| მშრალ არიედ ალაგნი სახლისა მისისანი, ხოლო საზრდელი სიცონილისა არა ჭამა, პირი მისი აღაღო მეცნიერებითა და წესიერებითა. |
|
| 28 |
|
| და წყალობამან მისმან დაამტკიცნა ძენი მისნი და ქმარმანცა მისმან აქო იგი და თქუა: |
|
| 29 |
|
| მრავალთა ასულთა ყვეს ძლიერება, მრავალთა მოიგეს სიმდიდრე, ხოლო შენ გარდაჰრიე და გარდაჰმატე უფროს ყოველთასა. |
|
| 30 |
|
| ტყუილით სათნოებანი და ამოებით სიკეთე დედათა არა არს შენ თანა, რამეთუ დედაკაცი გონიერი იკურთხოს და მოშიშნი უფლისანი აქებდენ მას. |
|
| 31 |
|
| მოაგეთ მას ნაყოფთაგან ბაგეთა მისთასა და იქებოდენ ბჭეთა ზედა ქმარი მისი, რამეთუ გზანი კაცისანი წინაუძღოდიან მას და წარემართნენ უკუნითი უკუნისამდე. |
|
|
|
|