|
| 1 |
|
| იტყვანი მეფე ლემუელისა, მისნისა, რომლებსაც ასწავლიდა დედამისი: |
|
| 2 |
|
| რაო, ჩემო შვილო, რაო, შვილო ჩემი მუცლისა? რაო, შვილო ჩემი აღთქმებისა? |
|
| 3 |
|
| ნუ შეალევ ქალებს შენს ძალას და შენს გზებს – მეფეთა დამღუპველ დიაცებს! |
|
| 4 |
|
| მეფეებს არ შეჰფერით, ლემუელ, მეფეებს არ შეჰფერით ღვინის სმა, და არც მთავრებს – თაფლუჭზე მიძალება, |
|
| 5 |
|
| თორემ დალევენ და დაივიწყებენ კანონებს, გაამრუდებენ ჩაგრულთა სამართალს. |
|
| 6 |
|
| მიეცით ძლიერი სასმელი მომაკვდავს და ღვინო – გამწარებულს. |
|
| 7 |
|
| დალიოს და დაივიწყოს თვისი სიღარიბე და თავისი სატანჯველი აღარ გაიხსენოს. |
|
| 8 |
|
| გახსენი პირი მუნჯებისთვის, ყველა მიტოვებულისთვის სამართლის გასაჩენად. |
|
| 9 |
|
| გახსენი პირი, განსაჯე სამართლიანად და დაიცავი ღარიბ-ღატაკთა უფლებები. |
|
| 10 |
|
| ვინ იპოვის გამრჯე ცოლს? ობოლ მარგალიტზე ძვირია მისი ფასი. |
|
| 11 |
|
| ენდობა მას მისი ქმრის გული და არ მოაკლდება შემოსავალი. |
|
| 12 |
|
| ის მთელი სიცოცხლე სიკეთეს მიაგებს ქმარს და არა ვნებას. |
|
| 13 |
|
| მატყლს და სელს მოიპოვებს და ბეჯითად მუშაობს საკუთარი ხელით. |
|
| 14 |
|
| სავაჭრო ხომალდივით არის იგი – შორიდან ეზიდება საზრდოს. |
|
| 15 |
|
| გათენებამდე დგება და საკვებს უმზადებს ოჯახს და საქმეს უნაწილებს მხევალთ. |
|
| 16 |
|
| შეარჩევს მიწას და შეიძენს, თავისი ხელით აშენებს ვენახს. |
|
| 17 |
|
| ძალას შემოირტყამს წელზე და მკლავს გაიმაგრებს. |
|
| 18 |
|
| ხედავს თავისი შრომის ნაყოფს და ღამით არ ქრება მისი სანთელი. |
|
| 19 |
|
| ჯარას აბრუნებს და თითისტარს ატრიალებს. |
|
| 20 |
|
| გლახაკთან ხელგაშლილია და მკლავს აშველებს დავრდომილს. |
|
| 21 |
|
| არ აშინებს ყინვა, რადგან მთელი ოჯახი თბილად ჰყავს შემოსილი. |
|
| 22 |
|
| ფარდაგებს იკერავს და სელითა და ძოწეულით იმოსება. |
|
| 23 |
|
| მისი ქმარი ცნობილია კარიბჭესთან და ქვეყნის უხუცესებს შორის ზის. |
|
| 24 |
|
| სელის სამოსს კერავს და ყიდის; სარტყლებს ვაჭრებს ატანს გასაყიდად. |
|
| 25 |
|
| ძალით და ღირსებით არის მოსილი და ხვალინდელ დღეს ღიმილით ხვდება. |
|
| 26 |
|
| პირს სიბრძნით ხსნის და მადლიან დარიგებებს წარმოსთქვამს მისი ენა. |
|
| 27 |
|
| კარგად უძღვება საოჯახო საქმეებს და მუქთა პურს არ ჭამს. |
|
| 28 |
|
| დგებიან მისი შვილები და ლოცავენ დედას; ქმარიც დგება და აქებს მას: |
|
| 29 |
|
| „მრავალი ქალი მოქცეულა სანაქებოდ, მაგრამ შენ ყველას გადააჭარბე!“ |
|
| 30 |
|
| მაცდურია მშვენიერება და ამაოა სილამაზე, უფლის მოშიში ქალი კი ქებულია. |
|
| 31 |
|
| მიაგეთ მას მისი გარჯის ნაყოფი და მისი საქმეები განადიდებენ მას კარიბჭეებთან. |
|
|
|
|