Ბიბლია 2002
|
| 1 |
| „მე ვარ ნარგიზი შარონისა და ღელეთა შროშანი.“ |
| 2 |
| „როგორც შროშანი ეკალთა შორის, ასეა სატრფო ჩემი ასულთა შორის!“ |
| 3 |
| „როგორც ხე ვაშლისა ტყიურ ხეთა შორის, ასეა საყვარელი ჩემი ჭაბუკთა შორის! მის ჩრდილში მსურს და ვზივარ კიდეც, ნაყოფი მისი ეტკბო ჩემს სასას. |
| 4 |
| შემიყვანა მან ღვინის სახლში და ალამი მისი ჩემს ზემოთ სიყვარულია. |
| 5 |
| გამამაგრეთ ღვინით, გამაგრილეთ ვაშლებით, რადგან დავსნეულდი სიყვარულისგან. |
| 6 |
| ნეტავ თავქვეშ მედოს მისი მარცხენა და მისი მარჯვენა მეხვეოდეს!“ |
| 7 |
| „გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ. არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს.“ |
| 8 |
| „აჰა, გაისმის ხმა ჩემი საყვარელისა. აჰა, მოდის იგი, მორბის მთებზე, მოხტის ბორცვებზე. |
| 9 |
| ვამსგავსე საყვარელი ჩემი ნიამორის ანუ ირმის ნუკრს. აჰა, დგას იგი ჩვენი ზღუდის უკან, სარკმელში იჭვრიტება და ილანდება ცხაურებს შორის. |
| 10 |
| მომიგებს საყვარელი ჩემი და მეტყვის: ‘ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი!’ |
| 11 |
| რადგან, აჰა, მიიწურა ზამთარი, ჟამი ღვარებისა გარდახდა, თავისთვის წავიდა. |
| 12 |
| ყვავილები დაჩდნენ მიწის პირზე, ჟამი გალობისა მოიწია და ხმა გვრიტისა ისმის ჩვენს მხარეში. |
| 13 |
| ლეღვმა გამოიღო თვისი ყვავილი, ვაზის ყვავილი სურნელებით ფშვენს, ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი!’“ |
| 14 |
| „შენ, ჩემო მტრედო, შეხიზნულო ხეობის კლდეთა შორის! მიჩვენე პირი შენი, მასმინე ხმა შენი! რადგან ტკბილია ხმა შენი და პირი შენი მშვენიერი.“ |
| 15 |
| „დაგვიჭირეთ პატარა მელიები, ვენახთა მომსპობი, რადგან ჰყვავის ვენახები ჩვენი.“ |
| 16 |
| „ჩემი საყვარელი ჩემია ის მწყესავს შროშანთა შორის! |
| 17 |
| ვიდრეღა სუნთქავს დღე მობრუნდი, ემსგავსე, საყვარელო ჩემო ნიამორს ანუ ირმის ნუკრს, ნაპრალოვან მთებზე მოარულს!“ |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/songofsolomon/002.mp3
8
2