Ბიბლია 2013
|
| 1 |
| რა მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, რა მშვენიერი ხარ! შენი თვალები მტრედებია შენი პირბადის ქვეშ; შენი დალალები არვეა თხათა, გალაადის მთიდან რომ ეშვება. |
| 2 |
| კბილნი შენნი – გაპარსული ცხვრების ფარაა, საბანელიდან ამომავალი, თითოეულ მათგანს ტყუპი მოჰყვება და ბერწი არ არის მათ შორის. |
| 3 |
| ბაგენი შენნი ძოწის ძაფის მსგავსია, და შენი პირი – საამური. შენი ღაწვები ბროწეულის ლებნებია შენი პირბადის ქვეშ. |
| 4 |
| შენი ყელი დავითის გოდოლია, აგებული საჭურველთათვის, ათასი ფარი ჰკიდია მასზე – ძლევამოსილთა ყველა ფარი. |
| 5 |
| მკერდი შენი ტყუპი თიკანია ნიამორისა, შროშანთა ველზე რომ ძოვენ. |
| 6 |
| ვიდრე ბინდი ჩამოწვებოდეს და ჩრდილები გაქრებოდნენ, მე ავალ მურის მთაზე და გუნდრუკის ბორცვზე. |
| 7 |
| ყოვლად მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, ნაკლი არა გაქვს! |
| 8 |
| წამომყევი ლიბანიდან, ჩემო პატარძალო! დაეშვი ამანას მწვერვალიდან, სენირისა და ხერმონის მწვერვალიდან, ლომთა ბუნაგთა და ჯიქთა მთებიდან. |
| 9 |
| შენ დაატყვევე ჩემი გული, დაო ჩემო, პატარძალო ჩემო, ერთი შეხედვით, შენი ყელსაბამის ერთი გულქანდით. |
| 10 |
| რა საამურია შენი ალერსი, პატარძალო ჩემო, დაო ჩემო! რა ტკბილია შენი ალერსი – ღვინოზე უმჯობესია, შენი სამოსის სურნელი უმჯობესია ყოველ საკმეველთა. |
| 11 |
| გოლი მოსწვეთს შენს ბაგეებს, ჩემო პატარძალო! თაფლი და რძეა შენი ენის ქვეშ; შენი სამოსის სურნელი ლიბანის სურნელია! |
| 12 |
| ბაღი ხარ დახშული, პატარძალო ჩემო, დაო ჩემო, ჭა ხარ დაგმანული, წყარო დაბეჭდილი. |
| 13 |
| შენი ნარგავები ბროწეულის ბაღია, რჩეული ნაყოფით – ინითა და ნარდიონით, |
| 14 |
| ნარდიონით და ზაფრანით, სურნელოვანი ლერწმითა და დარიჩინით, ყოველგვარი გუნდრუკის ხეებითურთ, მურით და ალოეთი, ყოველგვარი რჩეული სურნელებით. |
| 15 |
| წალკოტთა წყარო ხარ, ჭა ხარ ცხოველი წყლისა და ლიბანიდან მორაკრაკე ნაკადულები. |
| 16 |
| აღსდექ ჩრდილოეთიდან, ქარო, მომეახლე სამხრეთის ქარო, მოჰბერე ჩემს წალკოტს, მიმოიფრქვეს მისი სურნელი! მოვიდეს თავის წალკოტში საყვარელი ჩემი და იგემოს მისი რჩეული ნაყოფი! |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2012/songofsolomon/004.mp3
8
4