ბიბლია 2002
|
| 1 |
| იმ წელს, აშდოდში მოვიდა თართანი, სარგონის, აშურის მეფის, მიერ გამოგზავნილი, და შეებრძოლა აშდოდს და დაიპყრო იგი, |
| 2 |
| იმ დროს ილაპარაკა უფალმა ესაიას, ამოცის ძის ხელით ასე: „წადი და მოიხსენი ძაძა წელიდან და ფეხსაცმელი გაიძვრე ფეხზე.“ და ასე მოიქცა და დადიოდა ტიტველი და ფეხშიშველი. |
| 3 |
| და თქვა უფალმა: „როგორც ჩემი მონა ესაია დადიოდა ტიტველი და ფეხშიშველი სამ წელიწადს, ნიშნად და სასწაულად ეგვიპტისათვის და ქუშისათვის, |
| 4 |
| ასე გაუძღვება აშურის მეფე ტყვეებს ეგვიპტიდან და დევნილთ ქუშიდან, ყმაწვილთ და მოხუცთ, ტიტველთ, ფეხშიშველთ და დუნდულგაშიშვლებულთ – ეგვიპტის შესარცხვენად. |
| 5 |
| და შეძრწუნდებიან და შერცხვებათ მათი სასოების – ქუშის გამო და მათი საკვეხური ეგვიპტის გამო. |
| 6 |
| და იტყვის იმ დღეს ამ სანაპიროს მცხოვრები: ‘აჰა, ასეთია ჩვენი სასოება, საითკენაც გავრბოდით შემწეობისათვის, აშურის მეფისაგან გადასარჩენად! როგორ დავაღწევთ თავს?’“ |
| შენახვა შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/isaiah/020.mp3
66
20