|
| 1 |
|
| წარმონათქვამი ზღვისპირა უდაბნოზე. როგორც ქარიშხალი გადაივლის სამხრეთში, ისე მოდის ის უდაბნოდან, საშინელი ქვეყნიდან. |
|
| 2 |
|
| სასტიკი ხილვა მეჩვენა მე: მოღალატე ღალატობს და მძარცველი ძარცვავს. ამოდი, ყელამ! ალყა შემოარტყი, მიდია! ყველა მის ოხვრას ბოლოს მოვუღებ. |
|
| 3 |
|
| ამის გამო ჩემი წელი კანკალმა მოიცვა, ტკივილებმა შემიპყრო მე, მსგავსად მშობიარის ტკივილებისა, მოვიკრუნჩხე მოსმენილისაგან, შევძრწუნდი ნახულისაგან. |
|
| 4 |
|
| მითრთის გული, შიშის ზარი მაფრთხობს მე; სანატრელი საღამო საშინელებად მექცა. |
|
| 5 |
|
| გაწყობილია ტაბლა, გადააფარეს სუფრა, ჭამენ, სვამენ. „ადექით მთავარნო, გაპოხეთ ფარი!“ |
|
| 6 |
|
| და ასე მეტყვის უფალი: „წადი, გააგზავნე მზირი, გითხრას, რას ნახავს. |
|
| 7 |
|
| და დაინახავს ის წყვილ ცხენშებმულ ეტლს, ვირთა ქარავანს და აქლემთა ქარავანს – და ყურს დაუგდებს დიდი ყურადღებით.“ |
|
| 8 |
|
| და ლომივით იყვირა, დაიძახა მზირმა: „უფალო, საგუშაგოზე მუდამ ვდგავარ დღისით და ჩემს სადარაჯოზე ვდგავარ მთელი ღამე. |
|
| 9 |
|
| და აი, მოდის მხედრობა წყვილ-წყვილი ცხენებით.“ და თქვა ერთ-ერთმა: „დაეცა, დაეცა ბაბილონი; და მის ღმერთთა ყველა ქანდაკი მიწას დაენარცხა.“ |
|
| 10 |
|
| ჩემო გალეწილო და ჩემი კალოს ძეო! რაც ვისმინე მე უფალ ცაბაოთის, ისრაელის ღმერთისაგან, ის გაუწყეთ მე თქვენ. |
|
| 11 |
|
| წარმონათქვამი დუმაზე. სეყირიდან მიხმობენ მე: „მცველო, ღამის რა ჟამია? მცველო, ღამის რა ჟამია?“ |
|
| 12 |
|
| თქვა მცველმა: „მოვიდა დილა, მაგრამ ღამეა ჯერ; თუ გინდათ კითხვა, იკითხეთ, დაბრუნდით ისევ.“ |
|
| 13 |
|
| წარმონათქვამი არაბეთზე: არაბეთის ტყეში დედანელთა ქარავნებო! |
|
| 14 |
|
| მწყურვალის შესახვედრად გამოჰქონდათ წყალი; თემას ქვეყნის მცხოვრებნი პურით ეგებებოდნენ მოხეტიალეს. |
|
| 15 |
|
| რადგან მახვილებს გაურბოდნენ ისინი, გაშიშვლებულ მახვილს და მოჭიმულ მშვილდს და ომის სიმძიმეს. |
|
| 16 |
|
| რადგან ასე მითხრა მე უფალმა: „ერთი წლის შემდეგ, მოქირავნის წლებისაებრ, გაქრება მთელი დიდება კედარისა. |
|
| 17 |
|
| და ნარჩენნი მშვილდოსანთა რიცხვისა, მამაცი ძენი კედარისა, შემცირდებიან,“ რადგან ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა. |
|
|
|
|