×

ბიბლია 2013

ესაია 4

1
და ჩაეჭიდება შვიდი ქალი ერთ კაცს იმ დღეს და ეტყვის: „ჩვენს პურს შევჭამთ და ჩვენს სამოსელს ჩავიცვამთ, ოღონდ შენი სახელით ვიაროთ, სირცხვილი ჩამოგვრეცხე.“
2
იმ დღეს უფლის ყლორტი იქნება მშვენებად და პატივად, და მიწის ნაყოფი – ღირსებად ისრაელის გადარჩენილ ძეთათვის.
3
მაშინ სიონის ნატამალი და იერუსალიმის გადარჩენილნი წმიდად იქნებიან წოდებულნი; ყველა, ვინც ჩაწერილია სიცოცხლისათვის იერუსალიმში.
4
როცა ჩამორეცხავს უფალი სიონის ასულებს სისაძაგლეს და იერუსალიმის წიაღს სისხლს მოჰბანს სამსჯავროსა და ცეცხლის სულით,
5
და შექმნის უფალი სიონის მთის ყველა ადგილზე და მის შესაკრებლებზე ღრუბელს და კვამლს დღისით და კაშკაშა ცეცხლის ნათებას – ღამით, რადგან მთელ დიდებაზე იქნება გავალაკი.
6
და კარავი იქნება მათ საჩრდილობლად დღის ხვატში, და თავშესაფრად და დასაცავად ავდარსა და წვიმაში.
Georgian Bible 2013
Standard Georgian Bible United Bible Societies representation in Georgia, 2013
:
შენახვა შენიშვნები