ბიბლია 2002
|
| 1 |
| სიონის გამო არ დავდუმდები და ისრაელის გამო არ დავმშვიდდები, სანამ არ გამოვა მისი სიმართლე, როგორც ნათება, და მისი ხსნა, როგორც ანთებული ჩირაღდანი. |
| 2 |
| და დაინახავენ ხალხები შენს სიმართლეს და ყოველი მეფე – შენს დიდებას, და გიწოდებენ შენ ახალ სახელს, რომელსაც |
| 3 |
| და იქნები შენ მშვენების გვირგვინად უფლის ხელში და სამეფო დიადემად შენი ღმერთის ხელში. |
| 4 |
| აღარ ითქმის შენზე „მიტოვებული,“ და შენს ქვეყანაზე აღარ ითქმის „უკაცრიელი“, რადგან გერქმევა შენ „მასშია ჩემი ნება“ და შენს ქვეყანას – „დაპატრონებული,“ რადგან მოგინება უფალმა და შენი ქვეყანა დაპატრონდება. |
| 5 |
| როგორც ჭაბუკი ქორწინდება ქალწულზე, ისე დაქორწინდებიან შენზე შენი ძენი. და როგორც ნეფე ხარობს პატარძალზე, ისე შენი ღმერთი იხარებს შენზე. |
| 6 |
| შენს გალავნებზე, ო იერუსალიმო, გუშაგნი დავაყენე, რომ არასოდეს არ დადუმდნენ, არც დღე და არც ღამე! გამხსენებელნო უფლისა, ნუ გაჩუმდებით |
| 7 |
| და ნუ მოასვენებ მას, სანამ არ განამტკიცებს და არ გახდის იერუსალიმს ქება-დიდებად დედამიწაზე. |
| 8 |
| დაიფიცა უფალმა თავისი მარჯვენა და ძალა თავისი მკლავისა: „არ მივცემ მეტად შენს მტრებს შენს ხორბალს საჭმელად და არ დალევენ უცხოტომელნი შენს მაჭარს, |
| 9 |
| რადგან მისი მომსთვლელნი შეჭამენ მას და აქებენ უფალს, და მისი შემკრებნი შესვამენ მას ჩემი წმიდას ეზოებში. |
| 10 |
| გაიარეთ, გაიარეთ კარიბჭეებში, განუმზადეთ გზა ერს, მოასწორეთ, მოასწორეთ სავალი, გაასუფთავეთ ქვისაგან, აღმართეთ ალამი ხალხებისათვის. |
| 11 |
| აჰა, უფალი აუწყებს დედამიწის კიდემდე; უთხარით სიონის ასულს: „ნახე, მოვიდა შენი ხსნა! ნახე, მისი საზღაური მასთანაა და მისი მისაგებელი მის წინაშეა.“ |
| 12 |
| და უწოდებენ მათ „წმიდა ერს, უფლის გამოსყიდულთ;“ შენ კი გიწოდებენ „მოძიებულს, მიუტოვებელ ქალაქს.“ |
| შენახვა შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/isaiah/062.mp3
66
62