და იქმნა შემდგომად წარტყუენისა ისრაჱლისა და იერუსალჱმისა მოოჴრებისა, და ჯდა იერემია მტირალი. და გოდებდა გოდებასა ამას იერუსალიმსა ზედა და თქუა: ალეფ. ვითარ დაჯდა მარტოჲ ქალაქი განმრავლებული ერითა? იქმნა, ვითარცა ქურივი განმრავლებული ნათესავთა შორის. მმთავრობაჲ სოფლებსა შორის იქმნა მოხარკედ.
ბეთ. მტირალი ტიროდა ღამე და ცრემლნი მისნი ზედა საკეთეთა, და არა იყო ნუგეშინისმცემელ მისსა ყოველთაგან მოყუარეთა მისთა. ყოველნი შემყუარებელნი მისნი განცრუვნეს მისდამი, იქმნნეს მისსა მტერებ.
ჱე. იქმნეს მაჭირვებელნი მისნი თავად. და მტერნი მისნი იეფობენ, რამეთუ უფალმან დაამდაბლა იგი სიმრავლესა ზედა უთნოობათა მისთასა. ჩჩჳლნი მისნი წარვიდეს ტყუეობისა შორის წინაშე პირსა მაჭირვებვლისასა,
ოავ. და წარვიდა ასულისაგან სიონისა ყოველი შუენიერება მისი იქმნეს მთავარნი მისნი, ვითარცა ვერძნი ვერმპოვნელნი საძოვარსა და ვიდოდეს არაძლებით წინაშე პირსა მდევრისასა.
ზაინ. მოიჴსენნა ისრაჱლმან დღენი დამდაბლებისა მისისანი და განგდებისა თჳსისანი და ყოველთა გულისსათქმელთა მისთაჲ, რაოდენნი იყუნეს დღეთაგან პირველთა დაცემასა შინა ერისა მისისასა, ჴელითა მაჭირვებელისაჲთა და არა იყო შემწე მისი, მხილველთა მტერთა მისთა განიცინნეს გარდასახლვასა ზედა მისსა.
ტეთ. არაწმიდება მისი წინაშე ფერჴთა მისთა, არ მოიჴსენა უკანასკნელი მისი და დაეცა საკჳრველად. არა არს ნუგეშინისმცემელი მისი. იხილე, უფალო, სიმდაბლე ჩემი, რამეთუ განდიდნა მტერი.
ლამედ. ჩუენდამო ყოველთა თანწარმავალთა გზისათა ზედმოიხილეთ და იხილეთ, უკეთუ არს ლმობაჲ ლმობისაებრ ჩემისა, რომელი იქმნა. მჴმობელმან ჩემ შორის დამამდაბლა მე უფალმან, დღესა შინა რისხვისა გულისწყრომისა მისისასა.
მემ. სიმაღლისაგან მისისა მოავლინა ცეცხლი ძუალთა შორის ჩემთა, გარდამოავლინა იგი ჩემ ზედა, განურთხა ბადე ფერჴთა ჩემთა, მიმაქცია მე მართლუკუნ, მიმცა მე უჩინოქმნილად დღე ყოელ მგლოვარე.
ნონ. იღჳძა უთნოობათა ზედა ჩემთა, ჴელთა შინა თჳსთა შემთხზნა მე, დაამძიმა უღელი მისი ქედსა ზედა ჩემსა, მოუძლურდა ძალი ჩემი, რამეთუ მომცნა უფალმან ჴელსა შინა ჩემსა სალმობანი, რომელთაჲ ვერ მიძლავს წინ დადგმაჲ.
კოფ. უწოდე ტრფიალთა ჩემთა. ხოლო მათ უგულებელს-მყვეს მე. მღდელნი ჩემნი და მოხუცებულნი ჩემნი ქალაქსა შორის მოაკლდეს, რამეთუ იძიეს ჭამადი თავთა მათთად, რაჲთა მოიქცინენ სულნი მათნი, და ვერ პოვეს.
რეს. იხილე, უფალო, რამეთუ მჭირს მე. მუცელი ჩემი აღშფოთნა, და გარდაიქცა გული ჩემი ჩემ შორის, რამეთუ განმამწარებელმან განვამწარე, გარეშე იუშვილოა მახჳლმან, ვითარცა სიკუდილმან შორის სახლისა.
სინ. ისმინეთ, რამეთუ სულთვითქუამ მე. არა არს ნუგეშინისმცემელი ჩემი. ყოვვლთა მტერთა ჩემთა ესმნეს ძჳრნი ჩემნი და განიხარეს, რამეთუ შენ ჰყავ, მოაწიე დღე და მოუწოდე ჟამსა. და მოიწინეს ვაებანი ჩემნი.
თავ. შევედინ ყოველი უკეთურებაჲ მათი წინაშე პირსა შენსა და მოკუფხლენ იგინი, ვითარსახედ მომკუფხლე მეცა ყოველთათჳს შეცოდებათა ჩემთა, რამეთუ მრავალ სულთქმანი ჩემნი და გული ჩემი წუხს.