ბიბლია 2013
|
| 1 |
| და მან მითხრა: ადამის ძევ, დადექი ფეხზე, მინდა გელაპარაკო. |
| 2 |
| როდესაც ის მელაპარაკებოდადა შემოვიდა ჩემში სული და ფეხზე წამომაყენა, და მე ვუსმენდი ჩემთან მოლაპარაკეს. |
| 3 |
| და მითხრა: ადამის ძევ, მე გაგზავნი ისრაელიანებთან, მეამბოხე ხალხთან, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ აჯანყდნენ. ისინი და მათი მამები სცოდავდნენ ჩემს წინააღმდეგ თვით დღევანდელ დღემდე. |
| 4 |
| ეს პირგამეხებული და გულგასასტიკებული ხალხია. მე გაგზავნი მათთან, რათა უთხრა: „ასე და ასე ამბობს უფალი ღმერთი.“ |
| 5 |
| და რომც არ მოგისმინონ, რაკი მეამბოხე სახლია, იმას მაინც მიხვდებიან, რომ წინასწარმეტყველი არის მათთან მისული. |
| 6 |
| შენ კი, კაცის ძევ, ნუ შეგეშინდება მათი და მათი ლაპარაკისა, თუმცა ნარ-ეკლად მოგედებიან და მათ შორის ისე იქნები, თითქოს მორიელებზე იჯდე. მათი ლაპარაკის ნუ შეგეშინდება და მათი სახეები ნუ დაგაფრთხობს, რადგან მეამბოხე სახლია. |
| 7 |
| და უთხარი მათ ჩემი სიტყვები, თუმცა ან მოგისმენენ, ან არა, რადგან მეამბოხენი არიან. |
| 8 |
| შენ კი, ადამის ძევ, მოისმინე, რასაც მე გეტყვი: ნუ იქნები მეამბოხე, როგორც ეს მეამბოხე სახლია, გააღე პირი და ჭამე, რასაც მე მოგცემ. |
| 9 |
| და მე ვიხილე ჩემსკენ გამოწვდილი ხელი, რომელსაც გრაგნილი ეჭირა. |
| 10 |
| და მან გაშალა იგი ჩემს წინაშე. და ის გრაგნილი დაწერილი იყო წინიდან და უკნიდან; და ზედ ეწერა მოთქმა, ვაი და ვიში. |
| შენახვა შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2012/ezekiel/002.mp3
48
2