და უთხარი ისრაელის მიწას: ‘ასე ამბობს უფალი: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ: გამოვიღებ ჩემს მახვილს მისი ქარქაშიდან და მოვკვეთ შენგან მართალსა და ბოროტმომქმედს.
და რადგან გკითხავენ შენ: ‘რისთვის ხვნეში?’ და ეტყვი: ‘ხმის გამო, რომელიც მოდის – და დადნება ყოველი გული, და მოდუნდება ყოველი ხელი, და დაუძლურდება ყოველი სული, და ყველა მუხლები გაწყალდება. აჰა, მოდის და იქნება!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა.“
იკივლე და იტირე, ძეო კაცისავ! რადგან ის ჩემი ერის, ისრაელის ყველა მთავრის წინააღმდეგ არის! მახვილს არიან მიცემულნი ჩემს ერთან ერთად, ამიტომ ირტყი შენს ბარძაყზე.
„და შენ, ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე და შემოჰკარი ხელი ხელს და გაორდება მახვილი მესამეგზის. განგმირულთა მახვილია ის, დიდის მოსაკლავი მახვილი, რომელიც გარს უვლის მათ.
„და შენ, ძეო კაცისავ! დაადგინე შენთვის ორი გზა ბაბილონის მეფის მახვილის მოსასვლელად. ორივენი ერთი ქვეყნიდან გამოვლენ, და ამოირჩიე ადგილი, ქალაქის გზის დასაწყისში ამოარჩიე.
მის მარჯვენა ხელში იყო მისნობა – იერუსალიმი, დაედგა კედელსანგრევი მანქანები, გაეხსნა პირი სიკვდილისათვის, აეწია ხმა მხედრული შეძახილით, დაედგა კედელსანგრევი მანქანები კარიბჭეებთან, დაეყარათ მიწაყრილი, აეშენებინათ ციხე-სიმაგრენი.
და თქვა უფალმა ღმერთმა: ‘რადგან თქვენ გაიხსენეთ თქვენი ურჯულოება, როდესაც გამოამჟღავნეთ თქვენი დანაშაულებანი, რათა გეჩვენებინათ თქვენი ცოდვანი თქვენს ყველა ნამოქმედარში, ისე, როგორც თქვენ იყავით გახსენებულნი, ხელით იქნებით დაჭერილნი.
და შენ, ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე და თქვი: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა ყამონიანებზე და მათ შერცხვენაზე’ – და თქვი: ‘მახვილი, მახვილია გაშიშვლებული დასახოცავად, გაპრიალებულია ამოსაწყვეტად, რათა ელვასავით ელავდეს.
როდესაც წინასწარ გეუბნებოდნენ შენ ამაოს, გიმკითხავებდნენ სიცრუეს, რათა დადებულიყავი დახოცილ ბოროტმომქმედთა კისრებზე, რომელთა დღეც მოვიდა უკანასკნელი სასჯელის დროს.