და შემიყვანა მე ეზოდ გარეშედ აღმოსავალით კერძოდ, პირისპირ ბჭისა ჩრდილოდმიმართისა, და შემიყვანა მე და, აჰა, საყდარნი ხუთნი, მახლობელნი ნეშტისანი და მახლობელნი განმაზღვრებელისანი ჩრდილოჲთ კერძო პირისპირ.
და არდაბაგები; ქორედები ეგრეთვე, რამეთუ გამოემატებოდა გარემოჲ სუეტი მისგან ქუეშეკერძოჲსაგან გარემოჲსისა სუეტისა, და ხანი ესრეთგამოჲ სუეტი და ხანი და ესრეთ სტოანი.
ნათლისაებრ დასაწყისსა შორის არდაბაგისასა და სამხრად მიმართ, პირისპირ სამხრისაჲსა, პირისპირ დანეშტებულისა და პირისპირ განმსაზღურებელისა, და საყდარნი და არდაბაგაჲ
პირისპირ მათსა საზომთაებრ საყდართაჲსა, გზათა ჩრდილოდმიმართთა, და სიგრძისაებრ მათისა და სივრცისაებრ მათისა და ყოველთაებრ გამოსავალთა მათთა და ყოველთაებრ ქცეულებათა მათთა, და ნათელთაებრ მათთა
და განსაზიდთაებრ მათთა საყდართა სამხრადმიმართაჲსა, და განსაზიდთაებრ არდაბაგის დასაწყისთაჲსა, ვითარცა ნათლად მიმართ, ხანი ლელწმისაჲ; და აღმოსავალით კერძო შესლვად მის მიერ.
და თქუა ჩემდამო: დასასხდომელნი ესე ჩრდილოჲთკერძნი და დასასხდომელნი სამხრითკერძნი, მყოფნი პირისპირ ხანებისა, ესე არიან საყდარნი წმიდისანი, რომელთა შინა ჭამოდიან მღდელნი მუნ, (ძენი სადუკისნი) მახლობელნი უფლისა მიმართ წმიდათა წმიდათასა, და მუნ დადვოდიან წმიდათა წმიდათასა ძღუენთაცა და მსხუერპლსა და ცოდვისა ძლითთა და უმეცრებისა ძლითთა მით, რამეთუ ადგილი წმიდაჲ არს.
არ შევიდოდიან მუნ გარეშე მღდელთაჲსა; და არ გამოვიდოდიან წმიდათაგან გარეშედ მიმართ ეზოდ, რაჲთა მარადის წმიდა იყვნენ შემწირველნი და მუნ დაჰკრებდენ სამოსელთა მათთა, რაჲთა არა შეეხებოდენ შესამოსელსა მათსა, რომელნი მწირველობენ მათ, რამეთუ წმიდა არიან; და შეიმოსედ შესამოსელთა სხუათა, ოდეს შეეხებოდიან ერსა.
ოთხთავე მიმართ განზომა კერძოთა მითვე ლელწმითა და განაწესა იგი და ზღუდე მისი მრგულივ ხუთასნი წყრთანი აღმოსავალით კერძო; და ხუთასთა წყრთათა სივრცე განსაწვალებელად საშუალ წმიდათა და საშუალ წინმოზღუდვილობისა, განწესებისაებრ სახლისაჲსა.