×

ბიბლია 2002

ოსია 3

1
კვლავ მითხრა უფალმა: „წადი, შეიყვარე ქმრის საყვარელი ცოლი, მაგრამ მემრუშე, როგორც უფალს უყვარს ისრაელიანები, ისინი კი უცხო ღმერთებისაკენ იყურებიან და ყურძნის კვერები უყვართ.“
2
ნაყიდი მყავს ის თხუთმეტ ვერცხლად, ერთ ხომერ ქერად და ერთ ლეთეხ ქერად,
3
ვეუბნებოდი, დიდხანს დარჩი-მეთქი ჩემთან, ნუ იმრუშებ, სხვისი ნუ გახდები-მეთქი. მეც ასევე მოგექცევი-მეთქი.
4
რადგან დიდხანს დარჩებიან ისრაელიანები უმეფოდ, უსარდლოდ, უმსხვერპლოდ და უსვეტოდ, უეფოდოდ და უთერაფიმოდ,
5
მერე მოიქცევიან ისრაელიანები და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს, და დავითს, თავიანთ მეფეს, და მოწიწებით განიმსჭვალებიან უფლისა და მისი მადლის წინაშე უკანასკნელ დღეებში.
Georgian Bible 2002
კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002 არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002
:
შენახვა შენიშვნები