„თუ ადამიანს, გამოაჩნდება თავისი სხეულის კანზე სიმსივნე, ან ლაქა, და თუ ეს გადაიქცევა მისი სხეულის კანზე კეთროვან წყლულად, მიყვანილ იქნას იგი აარონთან – მღვდელთან, ან ერთ-ერთთან მის ძეთაგან – მღვდელთან.
და შეხედავს მღვდელი სხეულის კანის წყლულს და, თუ თმა წყლულზე გათეთრებულია და პირი წყლულისა უფრო ღრმაა სხეულის კანზე, მაშინ ეს წყლული კეთრისაა. და დაინახავს მას მღვდელი და უწმიდურად შერაცხავს.
და თუ თეთრი ლაქაა მისი სხეულის კანზე და მისი პირი არააა უფრო ღრმა სხეულის კანზე და მასზე თმა არაა გათეთრებული, მღვდელი განამარტოებს წყლულიანს შვიდი დღით.
და ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს მეორედ, და თუ წყლული ნაკლებ შეიმჩნევა და არ გავრცელდა კანზე, მაშინ მღვდელი გამოაცხადებს მას სუფთად. სირსველია ის. და გაირეცხოს მან თავისი სამოსელი და სუფთა იქნება.
შეხედავს მას მღვდელი და აჰა, თუ იმის კანშია ჩაღრმავებული, და მისი თმა გათეთრებული, მაშინ იგი მას უწმიდურად მიიჩნევს. ეს კეთროვანი წყლულია, იგი ჩირქოვან მუწუკში აყვავდა.
და დაინახაავს მღვდელი, რომ თმა გათეთრდა ლაქაზე და მისი პირი ჩაღრმავებულია კანში, მაშინ ეს კეთრია, ის სიდამწვრეზე აყვავებულა. მღვდელი მას უწმიდურად მიიჩნევს, იგი კეთროვანი წყლულია.
და თუ ლაქა რჩება თავის ადგილზე, არ ვრცელდება კანზე და იგი მცირედ შეიმჩნევა, მაშინ ეს სიმსივნე სიდამწვრისგანაა და მას მღვდელი სუფთად მიიჩნევს, რადგან ეს სიდამწვრის ანთებაა.
წყლულს ნახავს მღვდელი და, თუ მისი პირი ღრმად არის კანში და თმა მასზე მოყვითალო და თხელია, მღვდელი მას არაწმიდად მიიჩნევს: ქეცია იგი, თავის ან წვერის კეთრია.
და თუ მღვდელი ნახავს ქეცის წყლულს, რომ მისი პირი არ არის ჩაღრმავებული კანში და შავი თმა არ არის მასზე, მღვდელმა განამარტოვოს ქეცით დაწყლულებული შვიდი დღით.
და ნახავს მღვდელი ქეცს მეშვიდე დღეს და, თუ ქეცი არ გავრცელებულა კანზე და მისი პირი არაა ჩაღრმავებული კანში, მაშინ მღვდელი მას სუფთად მიიჩნევს და მან გარეცხოს თავისი სამოსელი და სუფთა იქნება.
„რაც შეეხება კეთროვანს, რომელსაც ეს წყლული აქვს, მისი სამოსელი უნდა დაიხეს, თავი უნდა გაშიშვლდეს და ულვაშები დაიფაროს და დაიძახოს: „უწმიდური! უწმიდური!“
და თუ წყლული იქნება მომწვანო ან მოწითალო სამოსელზე ან ტყავზე, ან ქსელზე, ან ტყავის რომელიმე საგანზე, მაშინ ეს წყლული კეთროვანია და უნდა ეჩვენოს მღვდელს.
და ნახავს იგი წყლულს მეშვიდე დღეს. თუ გავრცელებულია წყლული სამოსელზე ან ქსელზე, ან მისაქსელზე, ან ტყავზე, ან ტყავის რომელიმე ნაწარმზე, მაშინ ეს კეთრი გესლიანია. უწმიდური წყლულია იგი.
და მან დაწვას სამოსელი ან ქსელი, ან მისაქსელი მატყლის ან სელისა, ან რომელიმე საგანი ტყავისა, რაზეც იქნება ეს წყლული. რადგან ეს წყლული გესლიანია. ცეცხლში უნდა დაიწვას.
და ნახავს მღვდელი წყლულს გამორეცხვის შემდეგ, და აჰა, წყლულს არ შეუცვლია თავისი სახე, თუმცა არ გავრცელებულა წყლული, ის უწმიდურია, ცეცხლზე დაწვი იგი. ეს ამოჭმულია წაღმა ან უკუღმა პირზე.
სამოსელს ან ქსელს, ან მისაქსელს, ან ტყავის რომელიმე საგანს, რომელსაც გარეცხავ, და რომელთაგან განშორდება წყლული, გადაირეცხოს ხელმეორედ და გასუფთავდება.“