Ბიბლია 2013
|
| 1 |
| ელაპარაკა უფალი მოსეს აარონის ორი ძის სიკვდილის შემდეგ, როცა ისინი უცხო ცეცხლით მიუახლოვდნენ უფალს და დაიხოცნენ. |
| 2 |
| და უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი აარონს, შენს ძმას, მოერიდოს საწმიდარში წამდაუწუმ შესვლას ფარდის იქით კიდობნის სარქვლის წინ, რათა არ მოკვდეს, რადგან მე ღრუბლიდან გამოვჩნდები სარქველზე. |
| 3 |
| ასე უნდა შევიდეს აარონი წმიდაში: მოზვერით ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად და სრულადდასაწველი ვერძით. |
| 4 |
| სელის განწმედილი კვართი ეცვას და სელისავე ნიფხავი, და სარტყელი სელისა შემოირტყას და კიდარი სელისა შემოიხვიოს, რადგან ეს წმიდა სამოსელია; და დაიბანოს მთელი ტანი წყლით და შეიმოსოს ისინი. |
| 5 |
| ისრაელიანთა თემისგან აიყვანოს ორი ვაცი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად და ერთი ვერძი სრულადდასაწველად. |
| 6 |
| და შესწიროს აარონმა მოზვერი თავისი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, და მიტევება ითხოვოს თავის თავისთვის და თავისი სახლისთვის. |
| 7 |
| აიყვანოს ორი ვაცი და დააყენოს ისინი უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან. |
| 8 |
| და ყაროს აარონმა წილი ორ ვაცზე: ერთი წილი უფლისათვის, მეორე წილი აზაზელისთვის. |
| 9 |
| მიუყვანოს აარონმა უფლის წილხვდომილი ვაცი უფალს და შესწიროს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად. |
| 10 |
| და ვაცი, რომელიც გახდა აზაზელის წილი, დააყენოს ცოცხლად უფლის წინაშე, რომ შეუნდოს და გაუშვას აზაზელისთვის უდაბნოში. |
| 11 |
| და მიიყვანოს აარონმა მოზვერი თავისი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, და ითხოვოს შენდობა თავისთვის და თავისი სახლისთვის, და დაკლას მოზვერი თავისი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად |
| 12 |
| და აიღოს სავსე საცეცხლური, ცეცხლისაგან საკურთხევლისა, რომელიც უფლის წინაშეა, და ორივე მუჭა აივსოს წმიდა კეთილსურნელოვანი საკმევლით და შეიტანოს ფარდის უკან; |
| 13 |
| და დააყაროს საკმეველი ცეცხლზე უფლის წინაშე და დაფაროს საკმევლის ღრუბელმა კიდობნის თავსარქველი, რათა არ მოკვდეს აარონი. |
| 14 |
| და აიღოს მოზვრის სისხლი და თითით მიაპკუროს თავსარქვლის წინა ზედაპირს და თავსარქველის წინ, შვიდგზის მიაპკუროს სისხლი თითით. |
| 15 |
| და დაკლას ხალხის ცოდვის გამოსასყიდი ვაცი, და შეიტანოს მისი სისხლი ფარდის უკან, და გააკეთოს მისი სისხლით იგივე, რაც გააკეთა მოზვერის სისხლით, და მოაპკუროს თავსარქველზე და თავსარქვლის წინ. |
| 16 |
| ასე განწმიდოს საწმიდარი ისრაელიანთა უწმიდურებათა და მათ უსამართლოებათაგან, ყველა მათი ცოდვებისთვის. ასევე გააკეთოს საკრებულო კარვისთვის, რომელიც მათთან არის, მათ უწმიდურებათა შუა. |
| 17 |
| არავინ იყოს საკრებულო კარავში, როცა ის შედის შენდობისათვის საწმიდარში, მის გამოსვლამდე. და ასე განწმედს ის თავის თავსა და თავის სახლს, და ისრაელიანთა მთელ კრებულს. |
| 18 |
| და გავა ის საკურთხეველთან, რომელიც უფლის წინაშეა, და განწმედს მას. და აიღებს მოზვრისა და ვაცის სისხლს და სცხებს საკურთხევლის რქებს ირგვლივ. |
| 19 |
| მიაპკურებს მას სისხლს თითით შვიდგზის და გაასუფთავებს და განწმედს მას ისრაელიანთა უწმიდურებისგან. |
| 20 |
| როცა დაასრულებს წმიდის, საკრებულო კარვისა და საკურთხევლის განწმედას, უნდა მიიყვანოს მან ვაცი. |
| 21 |
| და დაადოს აარონმა ორივე ხელი ვაცს თავზე, და აღიაროს მასზე ისრაელიანთა ყოველი უკანონობა, ყოველი დანაშაული და ყოველი ცოდვა, და ყოველივე ამ ცოდვებს დაჰკრებს ვაცის თავზე, და გაუშვებს საგანგებო კაცის ხელით უდაბნოში. |
| 22 |
| და გაიყოლებს ვაცი თავისი თავით უდაბურ ქვეყანაში ყველა მათ ცოდვებს; და გაუშვებენ ვაცს უდაბნოში. |
| 23 |
| და შევა აარონი საკრებულო კარავში, და გაიხდის სელის სამოსელს, რომელიც წმიდაში შესვლისას შეიმოსა, და იქ დატოვებს. |
| 24 |
| და წყლით განიბანს ტანს წმიდა ადგილზე, და შეიმოსავს თავის სამოსს, და გამოვა და შესწირავს სრულადდასაწველს თავისთვის და სრულადდასაწველს ხალხისთვის, და განწმედს თავის თავსა და ხალხს. |
| 25 |
| ცოდვის მსხვერპლის ქონს იგი დააკმევს საკურთხეველზე. |
| 26 |
| განტევების ვაცის წამყვანმა კაცმა უნდა გაირეცხოს ტანისამოსი და დაიბანოს ტანი წყლით, მას მხოლოდ ამის მერე შეუძლია ბანაკში შესვლა. |
| 27 |
| მოზვერი და ვაცი ცოდვის მსხვერპლისა, რომელთა სისხლი შეტანილ იქნა წმიდაში მის განსაწმედად, გაიტანონ ბანაკს გარეთ, და ცეცხლით დაწვან მათი ტყავები, მათი ხორცი და მათი ნეხვი. |
| 28 |
| მათმა დამწველმა კაცმა უნდა გაირეცხოს სამოსი და წყლით განიბანოს ტანი და შემდეგ შევიდეს ბანაკში. |
| 29 |
| იყოს ეს თქვენთვის საუკუნო წესად: მეშვიდე თვის მეათე დღეს, დაიმდაბლეთ მარხვით თქვენი სულები და არავითარი საქმე არ გააკეთოთ, არც მკვიდრმა და არც თქვენს შორის მცხოვრებმა ხიზანმა. |
| 30 |
| რადგან ამ დღეს მოხდება თქვენი განწმედა, რათა განიწმიდნეთ ყოველი თქვენი ცოდვისაგან, რათა განწმედილები იყვნეთ უფლის წინაშე. |
| 31 |
| ეს არის თქვენი სრული დასვენების შაბათი, დაიმდაბლეთ თავი; ეს არის საუკუნო წესი. |
| 32 |
| განწმედა უნდა აღასრულოს ცხებულმა მღვდელმა, რომელსაც აღუვსეს ხელი სამღვდელოდ მამამისის ნაცვლად. და შეიმოსავს იგი სელის შესამოსლებს, წმიდა შესამოსლებს, |
| 33 |
| და განწმედს საწმიდარს, სადღესასწაულო კარავს და საკურთხეველს. და შეუნდობს მღვდლებს და მთელ კრებულსაც შეუნდობს. |
| 34 |
| ეს იყოს თქვენს საუკუნო წესად ისრაელიანთა ყველა ცოდვის შესანდობად წელიწადში ერთხელ. და აარონმა გააკეთა ისე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2012/leviticus/016.mp3
27
16