Ბიბლია 2002
|
| 1 |
| და უთხრა უფალმა მოსეს: |
| 2 |
| „ელაპარაკე ისრაელის ძეთა მთელ თემს და უთხარი მათ: ‘წმიდა იყავით, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, ღმერთი თქვენი. |
| 3 |
| „‘თითოეულს ეშინოდეს თავისი დედისა და თავისი მამისა, და ჩემი შაბათები დაიცავით. მე ვარ უფალი ღმერთი თქვენი. |
| 4 |
| „‘ნუ მიმართავთ კერპებს და ჩამოსხმულ ღმერთებს ნუ გაიკეთებთ თქვენთვის. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. |
| 5 |
| „‘და როცა შესწირავთ სამშვიდობო მსხვერპლს უფალს, ისე შესწირეთ, რომ წყალობა მიიღოთ. |
| 6 |
| თქვენი მსხვერპლშეწირვის დღეს და მეორე დღეს შეიჭამოს იგი, ხოლო ნარჩენი მესამე დღემდე ცეცხლში დაიწვას. |
| 7 |
| და თუ შეიჭმება მესამე დღეს, საძაგლობა იქნება და არ მიიღება. |
| 8 |
| მისი მჭამელი თავის ბრალს დაიდებს, რადგან უფლის სიწმიდე შებღალა. და უნდა მოიკვეთოს ის კაცი თავისი ხალხიდან. |
| 9 |
| „‘და როცა მომკით სამკალს თქვენი მიწისა, არ მოასრულო სამკალი თქვენი ყანის კიდემდე და მკის დროს ჩაბნეულს ნუ აკრეფთ. |
| 10 |
| და თქვენს ვენახს ნუ მოიმცვრევთ, და ვენახში დარჩენილ მარცვლებს ნუ აკრეფთ: ღარიბისა და ხიზნისათვის დატოვეთ ისინი. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. |
| 11 |
| „‘არ მოიპაროთ, არ იცრუოთ და არ მოატყუოთ ერთიმეორე. |
| 12 |
| „‘არ დაიფიცოთ ჩემი სახელი ტყუილზე, და არ შებღალოთ სახელი თქვენი ღმერთისა. მე ვარ უფალი. |
| 13 |
| „‘არ ავნო შენს მოყვასს და არც არა მოსტაცო, და არ გაათევინო ღამე შენთან მოჯამაგირის შრომის გასამრჯელოს განთიადამდე. |
| 14 |
| „‘არ დასწყევლო ყრუ და ბრმის წინაშე არ დადო დაბრკოლება, არამედ გეშინოდეს შენი ღმერთისა. მე ვარ უფალი. |
| 15 |
| „‘არა ქმნა უსამართლობა სასამართლოში, არ იყო პირმოთნე გლახაკის მიმართ და არ მიეპირფერო ძლიერს: სიმართლით განსაჯე შენი მოყვასი. |
| 16 |
| „‘არ გაავრცელო ჭორი შენს ხალხში, არ აღუდგე შენი მოყვასის სისხლს. მე ვარ უფალი. |
| 17 |
| „‘არ გძულდეს შენი ძმა შენს გულში. მხილებით ამხილე მოყვასი შენი და არ დაგეკისრება ცოდვა მის გამო. |
| 18 |
| „‘არ იძიო შური და არ იღვარძლო შენი ხალხის ძეთა მიმართ და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. |
| 19 |
| „‘ჩემი წესები დაიცავით. საქონელი შენი არ შეაუღლო სხვა გვარს; და შენს მინდორზე არ დათესო ორი სხვადასხვა ჯიშის თესლი; და არ ჩაიცვა სელის და მატყლის შერეული ძაფით ნაქსოვი სამოსელი. |
| 20 |
| „‘თუ ვინმე დაწვეს ქალთან თესლისდენისთვის და იყოს იგი მხევალი, კაცის დანიშნული, მაგრამ არ იყოს გამოსყიდული, ან თავისუფლება არ ჰქონდეს მინიჭებული, მაშინ სასჯელი უნდა დაედოს, მაგრამ არა სიკვდილი, რადგან იგი არაა თავისუფალი. |
| 21 |
| და მიიტანოს მან თავისი დანაშაულის მსხვერპლი უფლისათვის საკრებულო კარვის შესასვლელთან: ვერძი დანაშაულის მსხვერპლად. |
| 22 |
| და შეუნდობს მას მღვდელი დანაშაულს ვერძით უფლის წინაშე მისი ცოდვისათვის, რომლითაც შესცოდა. |
| 23 |
| „‘და როცა შეხვალთ ქვეყანაში და დარგავთ რომელიმე მსხმოიარე ხეს, მიიჩნიეთ მისი ნაყოფი წინადაუცვეთლად. სამი წელი უნდა იყოს თქვენთვის წინადაუცვეთლად, არ უნდა იჭამოს. |
| 24 |
| მეოთხე წელს იყოს ყოველი მისი ნაყოფი ნაკურთხი უფლის სადიდებლად. |
| 25 |
| მეხუთე წელს ჭამეთ თქვენ მისი ნაყოფი, რათა შეიძინოთ მისი მოსავალი. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. |
| 26 |
| „‘არ ჭამოთ სისხლიანად, არ იმარჩიელოთ და არ იჯადოქროთ, |
| 27 |
| „‘არ შეიკრიჭოთ თმის კიდე თავის ირგვლივ და არ წაახდინო კიდე შენი წვერისა. |
| 28 |
| „‘არ დაიკაწროთ მკვდრისთვის თქვენი სხეული და ნუ გაიკეთებთ წარწერებს ჩხვლეტით. მე ვარ უფალი. |
| 29 |
| „‘ნუ წაბილწავ შენს ასულს როსკიპობით, რათა არ გაირყვნას ქვეყანა და არ აღივსოს მრუშობით. |
| 30 |
| „‘ჩემი შაბათები დაიცავით და ჩემი საკურთხევლის გეშინოდეთ. მე ვარ უფალი. |
| 31 |
| „‘ნუ მიმართავთ მესულთანეებს და ჯადოსნებს, ნუ ცდილობთ გაუწმიდურებას მათით. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. |
| 32 |
| „‘ჭაღარის წინაშე წამოდექი და პატივი ეცი მოხუცებულის სახეს, და გეშინოდეს შენი ღმერთისა. მე ვარ უფალი. |
| 33 |
| „‘როცა შემოგეხიზნებათ ხიზანი თქვენს ქვეყანაში, არ შეავიწროვოთ იგი. |
| 34 |
| როგორც მკვიდრი თქვენს შორის, ისე იყოს თქვენთან ხიზანი და გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი, რადგან ხიზნები იყავით თქვენც ეგვიპტის ქვეყანაში. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. |
| 35 |
| „‘არა ქმნათ უსამართლობა სამართალში, ზომა-წონაში და საწყაოში. |
| 36 |
| სწორი სასწორი, სწორი საწონი, სწორი ეფა და სწორი ჰინი გქონდეთ თქვენ. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან. |
| 37 |
| „‘დაიცავით ყოველი ჩემი წესი და ყოველი ჩემი სამართალი. მე ვარ უფალი.’“ |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/leviticus/019.mp3
27
19