Ბიბლია 2002
|
| 1 |
| და უთხრა უფალმა მოსეს: |
| 2 |
| „უთხარი აარონსა და მის ძეთ, რომ ეკრძალნენ ისრაელის ძეთა სიწმიდეებს, და არ წაბილწონ ჩემი წმიდა სახელი. ისინი არიან ჩემი შემომწირველნი, მე ვარ უფალი. |
| 3 |
| „უთხარი მათ: ‘თქვენს თაობებში თუ ვინმე თქვენი თესლიდან მიეახლოს სიწმიდეებს, რომლებსაც სწირავენ ისრაელის ძენი უფალს, და მასზე უწმიდურებაა, მოსპობილ იქნება ის სული ჩემს წინაშე. მე ვარ უფალი. |
| 4 |
| „‘არც ერთი კაცი აარონის თესლიდან, თუ ის კეთროვანია, ან აქვს გამონადენი, არ უნდა ჭამდეს სიწმიდეთაგან, სანამ არ გასუფთავდება. და ვინც შეეხება მკვდრისგან გაუწმიდურებულს, ან ვისაც დაემართება თესლდენა, |
| 5 |
| ან ვინც შეეხება რომელიმე ქვემძრომს, რომლისგანაც გაუწმიდურდება, ან კაცს, რომელიც გააუწმიდურებს მას თავისი რომელიმე უწმიდურებით, |
| 6 |
| ვინც კი შეეხება მას, უწმიდური იქნება საღამომდე, და არ შეიძლება ჭამდეს სიწმიდეთაგან, სანამ არ განიბანს სხეულს წყლით. |
| 7 |
| და როცა ჩავა მზე და გასუფთავდება, შეუძლია ჭამოს სიწმიდეთაგან, რადგან ეს მისი საკვებია. |
| 8 |
| მძორი და ნამხეცავი არ ჭამოს, რათა არ წაიბილწოს. მე ვარ უფალი. |
| 9 |
| „‘და დაიმარხონ ჩემი სამარხო, რათა არ ატარონ ცოდვა და არ დაიხოცნენ მასში, როცა წაბილწავენ მას. მე ვარ უფალი, მათი განმწმედელი. |
| 10 |
| „‘და არც ერთმა უცხომ არ ჭამოს წმიდა, არც მღვდლის ხიზანმა და მოჯამაგირემ არ ჭამოს წმიდა. |
| 11 |
| თუ მღვდელი შეიძენს მონას თავისი ვერცხლით, მაშინ მას შეუძლია ჭამოს მისგან. აგრეთვე მის სახლში დაბადებულთ შეუძლიათ ჭამონ მისი პური. |
| 12 |
| და თუ მისი ასული უცხო მამაკაცს გაჰყვა ცოლად, ქალმა არ უნდა ჭამოს სიწმიდეთაგან. |
| 13 |
| და თუ მღვდლის ასული იყოს ქვრივი ან ქმარგაშვებული და შვილი ჰყავდეს მას, და დაუბრუნდეს იგი თავის მამის სახლს, როგორც თავის სიყმაწვილეში, ისე ჭამოს პური თავისი მამისა. უცხოს არ შეუძლია ჭამოს იგი. |
| 14 |
| „‘თუ ვინმემ ჭამოს წმიდა შეცდომით, დაურთოს მისი მეხუთე წილი მას და მისცეს მღვდელს წმიდასთან ერთად. |
| 15 |
| არ წაბილწონ ისრაელის ძეთ სიწმიდენი, რომლებსაც ისინი აღუმართავენ უფალს. |
| 16 |
| და არ დაიდონ ბრალი დანაშაულზე, თუ შეჭამენ მათ სიწმიდეებს, რადგან მე ვარ უფალი, მათი გამწმედელი.’“ |
| 17 |
| და ელაპარაკა უფალი მოსეს: |
| 18 |
| „ელაპარაკე აარონს და მის ძეთ, და ყველა ისრაელის ძეს და უთხარი მათ: ‘თუ ვინმემ, ისრაელის სახლიდან და ისრაელში ხიზანთაგან, შესწიროს მსხვერპლი თავისი რომელიმე აღთქმისათვის, ან ამა თუ იმ გულმოდგინებისათვის, რომელსაც სწირავენ უფალს სრულადდასაწველად, |
| 19 |
| იმისათვის რომ წყალობა მოიპოვოთ, უნდა იყოს უმანკო, მამალი, მსხვილფეხა საქონლიდან, ცხვართაგან ან თხათაგან. |
| 20 |
| ყოველი, რომელსაც აქვს ხინჯი, არ შესწიროთ, რადგან ამით თქვენ ვერ მოიპოვებთ წყალობას. |
| 21 |
| თუ ვინმე შესწირავს უფალს სამშვიდობო მსხვერპლს აღთქმის აღსასრულებლად ან ძღვნისათვის მსხვილფეხა ან წვრილფეხა საქონლიდან, მაშინ შესაწირავი უნდა იყოს უმანკო, რათა სათნო იყოს იგი. არავითარი ნაკლი არ ჰქონდეს მას. |
| 22 |
| ბრმა, ან დასახიჩრებული, ან დასერილი, ან დაკოჟრებული, ან ქეციანი არ შესწიროთ უფალს, და საცეცხლო შესაწირავად არ მისცეთ ისინი სამსხვერპლოზე უფლისათვის. |
| 23 |
| მოზვერი ან კრავი, რომელსაც მეტისმეტად გრძელი ან მოკლე ასოები აქვს, შეგიძლიათ ძღვნად შესწიროთ, ხოლო აღთქმისათვის არ იქნება სათნო. |
| 24 |
| და პირუტყვი, რომელსაც აქვს გაჭყლეტილი, გასრესილი, მოგლეჯილი ან ჩამოგლეჯილი ასოები, არ შესწიროთ უფალს. თქვენს ქვეყანაში არ გააკეთოთ ეს. |
| 25 |
| უცხოელის ხელიდან არ შესწიროთ პური თქვენს ღმერთს ამ ყოველთაგან, რადგან ნაკლია მათში. არ იქნებიან მიღებულნი ისინი თქვენთვის წყალობით.’“ |
| 26 |
| და უთხრა უფალმა მოსეს: |
| 27 |
| „ხბო, კრავი ან თიკანი რომ დაიბადოს, შვიდი დღე იყოს დედასთან, მერვე დღიდან და მერე კი სათნოა საცეცხლო შესაწირავად უფლისათვის. |
| 28 |
| ძროხა ან ცხვარი არ დაკლათ ერთ დღეს თავის ნაშობთან ერთად. |
| 29 |
| „რომ შესწირავთ სამადლობელო მსხვერპლს უფალს, შესწირეთ იგი იმგვარად, რომ მან შეგძინოთ თქვენ წყალობა. |
| 30 |
| იმავე დღეს შეიჭამოს იგი, არ დატოვოთ მისგან განთიადამდე. მე ვარ უფალი. |
| 31 |
| „დაიცავით ჩემი მცნებანი და აღასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი. |
| 32 |
| არ წაბილწოთ ჩემი წმიდა სახელი, რათა მე ვიყო ისრაელის ძეთა შორის წმიდა. მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედელი, |
| 33 |
| თქვენი გამომყვანი ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვიყო თქვენთვის ღმერთად. მე ვარ უფალი.“ |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/leviticus/022.mp3
27
22