Ბიბლია 2002
|
| 1 |
| და უთხრა უფალმა მოსეს: |
| 2 |
| „ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ უფლის დღესასწაულებზე: ‘რომლებსაც თქვენ უნდა უწოდოთ წმიდა შეკრებილებანი, ესენია ჩემი დღესასწაულები |
| 3 |
| „‘ექვსი დღე აკეთე საქმე და მეშვიდე დღეს შაბათია დასვენებისა, წმიდა შეკრებილობაა. არავითარი საქმე არ აკეთოთ. ეს შაბათია უფლისა ყოველი თქვენგანის სადგომში. |
| 4 |
| „‘ესენია უფლის დღესასწაულნი, წმიდა შეკრებილობანი, რომელნიც უნდა მოიწვიოთ მათთვის დანიშნულ დროს: |
| 5 |
| პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს, დაბინდებისას, პასექია უფლისათვის. |
| 6 |
| და ამ თვის მეთხუთმეტე დღეს უფუარობის დღესასწაულია უფლისათვის. შვიდი დღე ჭამდეთ უფუარს. |
| 7 |
| პირველ დღეს წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. არავითარი საქმე არ გააკეთოთ. |
| 8 |
| შეწირეთ საცეცხლო შესაწირავი უფალს შვიდ დღეს. მეშვიდე დღეს წმიდა შეკრებილობაა, არავითარი საქმე არ გააკეთოთ.’“ |
| 9 |
| და უთხრა უფალმა მოსეს; |
| 10 |
| „ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘როცა მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ თქვენ, და მომკით მის სამკალს, მიართვით პირველი ძნა თქვენი სამკალისა მღვდელს. |
| 11 |
| და შეარხევს იგი ძნას უფლის წინაშე თქვენი წყალობისათვის. |
| 12 |
| და შესწირეთ თქვენს მიერ ძნის შერხევის დღეს უმანკო ერთწლიანი კრავი სრულადდასაწველად უფლისათვის, |
| 13 |
| და მასთან ძღვენი პურეულისა: ეფის ორი მეათედი ნაწილი წმიდა პურის ფქვილიდან, ზეთში შერეული, საცეცხლო შესაწირავად უფლისათვის, კეთილსურნელებად, და მისი საღვრელი ჰინის მეოთხედი ღვინო. |
| 14 |
| არც პური, არც გამომშრალი მარცვლეული და ახალი თავთავი არ ჭამოთ თვით იმ დღემდე, ვიდრე არ შესწირავთ ამ მსხვერპლს თქვენს ღმერთს. ეს არის საუკუნო წესი თქვენს თაობებში, ყოველ თქვენს სადგომში. |
| 15 |
| „‘გადაითვალეთ დღესასწაულის მეორე დღიდან, თქვენს მიერ შესარხეველი ძნის შეწირვის დღიდან, შვიდი სრული კვირა. |
| 16 |
| მეშვიდე კვირის პირველ დღემდე გადაითვალეთ ორმოცდაათი დღე და შესწირეთ პურეული ძღვენი უფალს. |
| 17 |
| თქვენი სადგომებიდან მიიტანეთ ორი პური შესარხევად. წმიდა პურის ფქვილის ორი მეათედი ნაწილი ეფისა უნდა იყოს და ცომოვანი საფუარით გაფუებული გამოცხვეს, როგორც პირველნაყოფი უფლისათვის. |
| 18 |
| და შესწირეთ პურის გარდა შვიდი წელგამოვლილი კრავი, უმანკო, და ერთი მოზვერი, და ორი ვერძი. იქნებიან ესენი სრულადდასაწველნი უფლისათვის, და ძღვენი პურეულისა, და მათი საღვრელი საცეცხლო შესაწირავად, კეთილსურნელებად უფლისათვის. |
| 19 |
| და მოამზადეთ ერთი თიკანი, ცოდვის მსხვერპლად და ორი ერთწლიანი კრავი სამშვიდობო მსხვერპლად. |
| 20 |
| მღვდელმა უნდა შეარხიოს უფლის წინაშე ეს ორი კრავი პირველნაყოფთა პურთან ერთად უფლისათვის ძღვნად. ეს წმიდაა უფლისათვის, მღვდელს ეკუთვნის. |
| 21 |
| და მოიწვიეთ ხალხი ამ დღეს. წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. არავითარი საქმე არ გააკეთოთ. ეს არის საუკუნო წესი თქვენს ყოველ სადგომში თქვენს თაობებში. |
| 22 |
| „‘და როცა მომკით სამკალს თქვენი მიწისას, არ მოათაოთ სამკალი თქვენი ყანისა კიდემდე, და ჩაბნეული თქვენი ნამკალისა არ აკრიფოთ: ღარიბს და ხიზანს დაუტოვეთ. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.’“ |
| 23 |
| და უთხრა უფალმა მოსეს: |
| 24 |
| „უთხარი ისრაელის ძეთ: ‘მეშვიდე თვეს, თვის პირველ დღეს, იყოს თქვენთვის დასვენება, გახსენება ბუკის ცემისა, წმიდა შეკრებილობა. |
| 25 |
| არავითარი საქმე არ გააკეთოთ და შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს.’“ |
| 26 |
| და უთხრა უფალმა მოსეს: |
| 27 |
| „მეშვიდე თვის მეათე დღეს, შენდობის დღეს, წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. დაიმდაბლეთ სული მარხვით, და შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს. |
| 28 |
| და არავითარი საქმე არ გააკეთოთ თვის ამ დღეს, რადგან შენდობის დღეა თქვენს შესანდობად უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე. |
| 29 |
| ხოლო ყოველი სული, რომელიც არ დაიმდაბლებს თავს ამ დღეს, მოისპობა თავისი ხალხიდან. |
| 30 |
| და ყოველი სული, რომელიც გააკეთებს რამე საქმეს ამ დღეს, გავანადგურებ ამ სულს მისი ხალხის გარემოდან. |
| 31 |
| არავითარი საქმე არ გააკეთოთ. საუკუნო წესია თქვენს თაობებში, თქვენს ყოველ სადგომში. |
| 32 |
| ეს არის დასვენების შაბათი თქვენთვის და დაიმდაბლეთ თქვენი სული. თვის მეცხრე დღეს საღამოზე. საღამოდან საღამომდე იშაბათეთ თქვენი შაბათი.“ |
| 33 |
| და უთხრა უფალმა მოსეს: |
| 34 |
| „უთხარი ისრაელის ძეთ: ‘ამავე მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს კარვობის დღესასწაულია, შვიდი დღეა უფლისათვის. |
| 35 |
| პირველ დღეს წმიდა შეკრებილობაა. არავითარი საქმე არ გააკეთოთ. |
| 36 |
| შვიდი დღე შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს; მერვე დღეს წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის და შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს. დღესასწაულის წარგზავნაა, არავითარი საქმე არ გააკეთოთ ამ დღეს. |
| 37 |
| („‘ესენია უფლის დღესასწაულები, რომლებსაც თქვენ დანიშნავთ წმიდა შეკრებილობისათვის, რათა მსხვერპლად მიართვათ უფალს სრულადდასაწველი, პურეულის ძღვენი, დასაკლავი მსხვერპლები და საღვრელი, – თითოეულის თავის დღეს, |
| 38 |
| გარდა უფლის შაბათებისა და გარდა თქვენს შემოწირულობათა, გარდა ყოველი თქვენი აღთქმულისა და გარდა თქვენს ძღვენთა, რომელთაც თქვენ მისცემთ უფალს.) |
| 39 |
| „‘მაგრამ მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, როცა თქვენ შეკრებთ ქვეყნის მოსავალს, იდღესასწაულეთ უფლის დღესასწაული შვიდ დღეს. პირველ დღეს დასვენებაა და მერვე დღესაც დასვენებაა. |
| 40 |
| და აიღეთ თქვენთვის პირველ დღეს ნაყოფი მშვენიერი ხისა, რტოები პალმისა და შტო ბრტყელფოთოლა ხისა და ძეწნისა, და იხარეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე შვიდი დღე. |
| 41 |
| და იდღესასწაულეთ ეს დღესასწაული უფლისათვის შვიდ დღეს წელიწადში. ეს საუკუნო წესია თქვენს თაობებში. მეშვიდე თვეში იდღესასწაულეთ იგი. |
| 42 |
| კარვებში იცხოვრეთ შვიდი დღე. ყოველმა მკვიდრმა ისრაელში იცხოვროს კარავში, |
| 43 |
| რათა იცოდნენ თქვენმა თაობებმა, რომ კარვებში დავამკვიდრე ისრაელის ძენი, როცა გამოვიყვანე ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.’“ |
| 44 |
| და ელაპარაკა მოსე უფლის დღესასწაულებზე ისრაელის ძეთ. |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/leviticus/023.mp3
27
23