Ბიბლია 2013
|
| 1 |
| ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: |
| 2 |
| უბრძანე ისრაელის ძეთ და მოგართვან შენ წმიდად გამოხდილი ზეითუნის ზეთი, ლამპრის ასანთებად, რომ განუწყვეტლივ ენთოს ლამპარი. |
| 3 |
| აარონმა დადგას იგი მოწმობის კიდობნის ფარდის გარეთ საკრებულო კარავში დადგას იგი აარონმა, რათა ის საღამოდან დილამდე გაუქრობლად ენთოს უფლის წინაშე; ესაა საუკუნო წესი თქვენს თაობიდან თაობამდე. |
| 4 |
| წმიდა სალამპრეზე განალაგოს მან ლამპრები, რათა უფლის წინაშე მუდმივად ანათებდენ. |
| 5 |
| აიღე გამტკიცული ფქვილი და გამოაცხვე მისგან 12 კვერი. ეფის ორი მეათედი იყოს თითო კვერი. |
| 6 |
| და დააწყვე ისინი უფლის წინაშე ორ წყებად, ექვს-ექვსი თითო წყებაში, წმიდა მაგიდაზე. |
| 7 |
| დადე თითოეულ წყებაზე სუფთა საკმეველი. და იქნება პურთან ერთად სამახსოვრო შესაწირავი, საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის. |
| 8 |
| შაბათობით უნდა ჰქონდეთ დაწყობილი მუდმივად უფლის წინაშე. ეს არის საუკუნო აღთქმა ისრაელიანთაგან. |
| 9 |
| ეს იყოს აარონისა და მის ძეთათათვის, და მათ უნდა ჭამონ ის წმიდა ადგილზე, რადგან ეს უწმიდესია მისთვის უფლის საცეცხლო მსხვერპლთაგან. ეს საუკუნო წესია. |
| 10 |
| და გამოვიდა ისრაელის ძეთა შორის ისრაელიანი ქალის ძე, და იყო იგი ძე ეგვიპტელი კაცისა, და წაეჩხუბა ბანაკში ისრაელიანი ქალის ძე ისრაელიან კაცს. |
| 11 |
| და დაწყევლა ისრაელიანი ქალის ძემ უფლის სახელი და მიიყვანეს იგი მოსესთან (და სახელი მისი დედისა იყო შელომითი, ასული დიბრისა, დანის ტომიდან). |
| 12 |
| და ჩასვეს ის საპყრობილეში, რომ განეკითხათ უფლის ბრძანებისამებრ. |
| 13 |
| და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: |
| 14 |
| გაიყვანე დამაწყევარი ბანაკს გარეთ, და ყველამ, ვინც კი მოისმინა, დაადოს მას ხელი თავზე, და ჩაქოლოს მთელმა თემმა. |
| 15 |
| უთხარი ისრაელიანთ: ყველა, ვინც დაწყევლის ღმერთს, ცოდვას ჩაიდენს. |
| 16 |
| და ვინც დაგმობს უფლის სახელს, სიკვდილით მოკვდეს. ქვის ჩაქოლვით ჩაქოლოს ის მთელმა თემმა. როგორც ხიზანი, ასევე მკვიდრი, უფლის სახელის გმობისათვის უნდა მოკვდეს! |
| 17 |
| თუ ვინმე ცემით მოკლავს კაცს, სიკვდილით მოკვდეს იგი. |
| 18 |
| პირუტყვის სასიკვდილოდ მცემელმა, უნდა ზღოს იგი: პირუტყვი პირუტყვის წილ. |
| 19 |
| თუ ვინმე დაასახიჩრებს თავის მოყვასს, როგორც მან გააკეთა, ეგრევე უყონ მას. |
| 20 |
| მოტეხილი მოტეხილის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ; როგორც ის დაასახიჩრებს ვინმეს, ისიც ისე დაასახიჩრონ. |
| 21 |
| პირუტყვის მოკვლელმა უნდა ზღოს იგი, ხოლო ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს. |
| 22 |
| ერთი სამართალი გქონდეთ როგორც ხიზნისთვის, ასევე მკვიდრისთვის, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. |
| 23 |
| ეს უთხრა მოსემ ისრაელის ძეთ. და გაიყვანეს დამაწყევარი ბანაკს გარეთ და ქვით ჩაქოლეს. ისე გააკეთეს ისრაელიანებმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2012/leviticus/024.mp3
27
24