Ბიბლია 2002
|
| 1 |
| „‘და თუ სამშვიდობო მსხვერპლია მისი მსხვერპლი, თუ იგი სწირავს მსხვილფეხას, მამალს ან დედალს, უმანკო შესწიროს იგი უფლის წინაშე. |
| 2 |
| და დაადოს თავისი ხელი თავის შესაწირავს თავზე, და დაკლას იგი საკრებულო კარვის შესასვლელთან. და მოაპკურონ აარონის ძეთ, მღვდლებმა, სისხლი სამსხვერპლოზე ირგვლივ. |
| 3 |
| და შესწიროს სამშვიდობო შესაწირავის მსხვერპლისაგან საცეცხლო შესაწირავად უფალს ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს, და ყოველი ქონი, რომელიც შიგნეულზეა. |
| 4 |
| და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათზეა, რომელიც ბარძაყთა კუნთებზეა და აპკზეა, რაც ღვიძლზეა, თირკმელებთან ერთად განაშოროს იგი. |
| 5 |
| აარონის ძეთ დააკმიონ იგი სამსხვერპლოზე სრულადდასაწველთან ერთად, რომელიც შეშებზეა, ცეცხლზე, საცეცხლო შესაწირავად, კეთილსურნელებად უფლისათვის. |
| 6 |
| „‘და თუ წვრილფეხისგანაა მისი მსხვერპლი სამშვიდობო შესაწირავად უფლისათვის, უმანკო მამალი ან დედალი შესწიროს. |
| 7 |
| და თუ ცხვარს სწირავს ის თავის შესაწირავად, შესწიროს იგი უფლის წინაშე. |
| 8 |
| და დაადოს თავისი ხელი თავის შესაწირავს თავზე და დაკლას იგი საკრებულო კარვის წინ, და აარონის ძეთ მოაპკურონ მისი სისხლი სამსხვერპლოზე ირგვლივ. |
| 9 |
| და შესწიროს სამშვიდობო შესაწირავის მსხვერპლიდან საცეცხლო შესაწირავად უფლისთვის მისი ქონი, მთელი დუმა კუდუსუნითურთ მოჰკვეთონ, და ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს, და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა, |
| 10 |
| და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათზეა, რომელიც ბარძაყის კუნთებზეა და ღვიძლის აპკზეა, თირკმელებითურთ მოჰკვეთოს იგი. |
| 11 |
| და დააკმიოს იგი მღვდელმა სამსხვერპლოზე: ეს არის საცეცხლო პური, შესაწირავი უფლისათვის. |
| 12 |
| „‘და თუ თხაა მისი შესაწირავი, შესწიროს იგი უფლის წინაშე; |
| 13 |
| და დაადოს თავისი ხელი მას თავზე და დაკლას იგი საკრებულო კარვის წინ, და მოაპკურონ აარონის ძეთ მისი სისხლი სამსხვერპლოზე ირგვლივ. |
| 14 |
| და შესწიროს მისგან თავისი შესაწირავი საცეცხლოდ უფალს ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა. |
| 15 |
| და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათზეა, რომელიც ბარძაყის კუნთებზეა, და აპკი, რომელიც ღვიძლზეა; თირკმელებიანად მოჰკვეთონ იგი. |
| 16 |
| და დააკმიოს ისინი მღვდელმა სამსხვერპლოზე. ეს არის საცეცხლო პური, კეთილსურნელება, მთელი ქონი უფლისაა. |
| 17 |
| „‘ეს არის საუკუნო წესი თქვენს თაობებში, ყოველ თქვენს სადგომში: არავითარი ქონი და არავითარი სისხლი არ ჭამოთ.’“ |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/leviticus/003.mp3
27
3