გინა ვნებისა მისთჳს, რომელ ავნო გინა ვედრებისა მისთჳს, რომელი ვედრად აქუნდა მას, გინა წარწყმედულისა მისთჳს, რომელ პოვა ყოვლისაგან საქმისა, რომლისათჳს ფუცა ნაცულად და მისცეს მას თავადი იგი და მეხუთე იგი შესძინოს მას ზედა. ვისაცა იყოს, მასვე მისცეს, რომელსაცა დღესა ემხილოს.
ამცენ შენ აჰრონს და ძეთა მისთა და არქუ: ესე არს შჯული ყოვლად დასაწველისაჲ: ესე ყოვლად დაწუვაჲ დაწვასა მისსა ზედა საკურთხეველსა ზედა ეგზნებოდის ღამე ყოველ განთიადმდე, და არა დაშრტეს, და ცეცხლი იგი საკურთხეველისაჲ ეგზნებოდის მას ზედა და არა დაშრტეს
და შეიმოსოს მღდელმან მან სამოსელი სელისაჲ, და ნიფხავი შეიმოსოს სხეულთა მისთა და აღიღოს შეწირული იგი, რომელ განლია ცეცხლმან ყოვლად დამწვარი იგი საკურთხეველისა მისგან და დადგას იგი მახლობელად საკურთხეველსა მას.
და ცეცხლი ეგზებოდის საკურთხეველსა მას ზედა და არა დაშრტეს, და აგზებდეს მღდელი იგი შეშასა განთიად-განთიად, და დაზჳნოს მას ზედა ყოვლად დასაწველი იგი და დასდვას მას ზედა ცეცხლი იგი ცხოვრებისაჲ.
და აღიღოს სამინდოჲსა მისგან შესაწირავისა მჭელითა ზეთითურთ მისით გუნდრუკსა თანა მისსა, რომელი-იგი იყოს შესაწირავსა მას ზედა და შეწიროს საკურთხეველსა მას ზედა ნაყოფად, სულად სულნელად, საჴსენებელი მისი უფლისა ღმრთისა.
ესე არს შესაწირავი აჰრონისი და ძეთა მისთაჲ, რომელი შეწირონ ღმრთისა დღესა მას, რომელსა ვცხო მათ: მეათე სათველისაჲ სამინდოჲ - მსხუერპლად სამარადისოდ, ზოგი მისი განთიად და ზოგი მისი მწუხრი.
ეტყოდე შენ აჰრონს და ძეთა მისთა და არქუ: ესე არს შჯული ცოდვისაჲ: ადგილსა მას, სადა-იგი დაჰკლვიდენ ყოვლად დასაწველთა, დაკლან ცოდვისაჲ იგი წინაშე ღმრთისა: წმიდაჲ წმიდათაჲ არს.
და ყოველივე, რომელ ცოდვისათჳს არს, რომელი შეიწიროს სისხლისა მათისაგანი კარავსა მას საწამებელისასა სალხინებელად სიწმიდესა შინა, არა იჭამოს, ცეცხლითა დაიწუეს იგი.