Ბიბლია 2002
|
| 1 |
| და უთხრა უფალმა მოსეს: |
| 2 |
| „თუ ვინმე შესცოდავს და მუხთლობით იმუხთლებს უფლის წინაშე, და უარს ეტყვის თავის მოყვასს შესანახად ან გირაოდ მიცემულ ნივთზე ან გატაცებულზე, ან გამოსძალავს თავის მოყვასს |
| 3 |
| ან იპოვის დაკარგულს და უარყოფს ამას, და დაიფიცებს ცრუდ რამეზე, რასაც სჩადის ადამიანი, სცოდავს რა ამით, |
| 4 |
| შესცოდავს, და დამნაშავე გახდება. დააბრუნოს მოტაცებული, რომელიც მოიტაცა, ან გამოძალული, რაც გამოსძალა, ან ანაბარი, რომელიც მას მიაბარეს, ან დაკარგული, რომელიც იპოვა. |
| 5 |
| ან ყველაფრისათვის, რისთვისაც ცრუდ დაიფიცებს, ის გადაიხდის სრულად და მეხუთედს დაუმატებს; ვისაც ეკუთვნის, იმას მისცემს დანაშაულის მსხვერპლის შეწირვის დღეს. |
| 6 |
| და თავისი დანაშაულის მსხვერპლად მიიტანოს უფალთან ვერძი, უმანკო, წვრილფეხა საქონლიდან მისი შეფასებით, როგორც დანაშაულის მსხვერპლი მღვდლისადმი. |
| 7 |
| და შეუნდობს მას მღვდელი უფლის წინაშე, და მიეტევება მას ერთი მათგანი, რომლითაც იგი დადანაშაულდა.“ |
| 8 |
| და უთხრა უფალმა მოსეს: |
| 9 |
| „ამცნე აარონს და მის ძეთ: ‘ესაა რჯული სრულადდასაწველისა: სრულადდასაწველი იყოს კოცონზე, სამსხვერპლოზე, მთელი ღამე, ვიდრე დილამდე, და ცეცხლი სამსხვერპლოსი გიზგიზებდეს მასზე. |
| 10 |
| და შეიმოსოს მღვდელმა შესამოსელი სელისა და ქვედა საცვალი სელისავე შეიმოსოს ტანზე, და აიღოს ფერფლი სრულადდასაწველისგან, რომელიც დაწვა ცეცხლმა სამსხვერპლოზე, და დადვას იგი სამსხვერპლოსთან. |
| 11 |
| და გაიხადოს თავისი შესამოსელი და შეიმოსოს სხვა შესამოსელი, და გამოიტანოს ფერფლი ბანაკის გარეთ, წმიდა ადგილზე. |
| 12 |
| და ცეცხლი სამსხვერპლოზე გიზგიზებდეს, არ ჩაქრეს. და მოუკიდოს მასზე მღვდელმა შეშებს დილაობით და განალაგოს მასზე სრულადდასაწველი, და დააკმიოს მასზე ქონი სამშვიდობო მსხვერპლისა. |
| 13 |
| ცეცხლი მარადის გიზგიზებდეს სამსხვერპლოზე, არ ჩაქრეს. |
| 14 |
| „‘და ესაა რჯული პურეული ძღვენისა: მიიტანონ იგი აარონის ძეთ უფლის წინაშე სამსხვერპლოზე. |
| 15 |
| და აიღოს მისგან პეშვით წმიდა პურის ფქვილის ძღვენისგან და მისი ზეთისგან, და მთელი გუნდრუკი, რომელიც პურეულის ძღვენზეა, და დააკმიოს სამსხვერპლოზე კეთილსურნელებად მის მოსაგონრად უფლის წინაშე. |
| 16 |
| და დანარჩენი მისგან შეჭამონ აარონმა და მისმა ძეებმა; ხმიადი იჭამოს წმიდა ადგილზე, საკრებულო კარვის ეზოში შეჭამონ. |
| 17 |
| არ გამოცხვეს გაფუებული. ეს მივეცი მათ წილად ჩემი საცეცხლო შესაწირავებისაგან. წმიდათაწმიდაა იგი, როგორც ცოდვის მსხვერპლი და დანაშაულის მსხვერპლი. |
| 18 |
| ყოველი მამრობითი სქესისა აარონის ძეთაგან ჭამდეს მას, მარადიული წესია ეს თქვენს თაობებში, უფლის საცეცხლო შესაწირავთაგან. ყოველი, რომელიც მათ შეეხება, განიწმიდება.’“ |
| 19 |
| და უთხრა უფალმა მოსეს: |
| 20 |
| „ესაა აარონისა და მის ძეთა მსხვერპლი, რომელსაც შესწირავენ უფალს მათი ცხების დღეს – ეფის მეათედი წმიდა ფქვილი მუდმივ შესაწირავად, ნახევარი დილით და ნახევარი საღამოს. |
| 21 |
| ტაფაზე ზეთში უნდა იყოს დამზადებული, შეკაზმული მიიტანე იგი, კარგად გამომცხვარი, როგორც ძღვენი პურეულისა. შესწირე იგი კეთილსურნელებად უფლისათვის. |
| 22 |
| და მღვდელმა, მის ადგილზე ცხებულმა, მის ძეთაგან, უნდა შეასრულოს იგი. ეს მარადიული წესია. მთლიანად უფლისათვის დაიკმევა იგი. |
| 23 |
| და ყოველი პურეული ძღვენი მღვდლისგან შეწირული მთლიანად უნდა დაიწვას, არ შეიჭამოს.“ |
| 24 |
| და უთხრა უფალმა მოსეს: |
| 25 |
| „უთხარი აარონსა და მის ძეთ: ‘ესაა რჯული ცოდვის მსხვერპლისა: იმ ადგილზე, სადაც დაიკვლის სრულადდასაწველი, დაიკლას ცოდვის მსხვერპლიც უფლის წინაშე. წმიდათა წმიდაა იგი. |
| 26 |
| მღვდელმა, რომელმაც ცოდვის მსხვერპლი შესწირა, შეიძლება შეჭამოს იგი. წმიდა ადგილზე იჭამოს, საკრებულო კარვის ეზოში. |
| 27 |
| ყოველი, რომელიც შეეხება მის ხორცს, განიწმიდება. და თუ მოესხურება მისი სისხლიდან სამოსელს, წმიდა ადგილზე გარეცხოს ის, რასაც მიესხურება. |
| 28 |
| ჭურჭელი თიხისა, რომელშიც იგი იხარშებოდა, დაიმსხვრეს. და თუ სპილენძის ჭურჭელში იხარშებოდა, მაშინ იგი გამოირეცხოს და გამოევლოს წყალი. |
| 29 |
| ყოველ მამროვანს მღვდელთაგან შეუძლია ჭამოს იგი. წმიდათა წმიდაა იგი. |
| 30 |
| და ყოველი ცოდვის მსხვერპლი, რომლის სისხლი საკრებულო კარავში იქნება შეტანილი საწმიდარში შენდობისათვის, არ იჭამოს: ცეცხლზე დაიწვას. |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/leviticus/006.mp3
27
6