Ბიბლია 2013
|
| 1 |
| ეს არის წესი დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლისა: უწმიდესია ის. |
| 2 |
| იმ ადგილას უნდა დაიკლას მსხვერპლი, სადაც სრულადდასაწველის მსხვერპლი იკვლება, და მისი სისხლი უნდა მოეპკუროს საკურთხევლის ირგვლივ. |
| 3 |
| მისი ქონი მთლიანად უნდა იქნეს შეწირული: მთელი დუმა და მუცლის ქონი. |
| 4 |
| ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, ქონი, რომელიც ბარკლების კუნთებზეა, და ღვიძლის ყური, თირკმელებიანად უნდა მოიკვეთოს. |
| 5 |
| დააკმიოს ის მღვდელმა საკურთხეველზე საცეცხლო მსხვერპლად უფლისათვის. ეს არის დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი. |
| 6 |
| ყოველმა მამრმა მღვდელთა მოდგმიდან უნდა ჭამოს ის. ის უნდა შეიჭამოს წმიდა ადგილზე. უწმიდესია ის. |
| 7 |
| როგორც ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლს, ისე დანაშაულის მსხვერპლს ერთი წესი აქვს. იგი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც მისით აღასრულებს განწმედას. |
| 8 |
| და თუ მღვდელი სწირავს ამა თუ იმ კაცის სრულადდასაწველს, მაშინ ტყავი სრულადდასაწველისა, რომელიც მან შესწირა, მღვდელს ეკუთვნის. |
| 9 |
| და ყოველგვარი პურეულის ძღვენი, რაც ღუმელში ან ქოთანში, ან ტაფაზე ცხვება, მის მიმტან მღვდელს ეკუთვნის. |
| 10 |
| ხოლო პურეულის ყოველი სხვა ძღვენი, ზეთში მოზელილი თუ მშრალი, აარონის ყველა ძეს, თანაბრად ეკუთვნის. |
| 11 |
| ხოლო ესაა წესი სამშვიდობო მსხვერპლისა, რომელსაც სწირავენ უფალს: |
| 12 |
| თუ ვინმეს სამადლობელოდ მოაქვს ის, სამადლობელო მსხვერპლის გარდა უნდა მოიტანოს უფუარი კვერები, ზეთში მოზელილი, და უფუარი ნამცხვრები ზეთწასმული, და ზეთში მოზელილი გამტკიცული პურის ფქვილის ნამცხვრები. |
| 13 |
| მადლობის სამშვიდობო მსხვერპლთან ერთად ნამცხვრებს გარდა თავის შესაწირავად შესწიროს საფუარიანი პურის ნამცხვრებიც. |
| 14 |
| შესწიროს ყოველი მსხვერპლიდან ერთი ნაწილი, როგორც უფლისადმი აღსამართავი; ის ეკუთვნის მღვდელს, რომელიც აპკურებს სამშვიდობო მსხვერპლის სისხლს. |
| 15 |
| და ხორცი სამადლობელო და სამშვიდობო მსხვერპლისა შეიჭამოს მისი შეწირვის დღესვე, მისგან არ დარჩეს არაფერი დილამდე. |
| 16 |
| ხოლო თუ აღთქმით ან ნებითაა შეწირული მისი მსხვერპლი, მაშინ მისი შეწირვის დღეს უნდა შეიჭამოს ის; და თუ რამ დარჩება მისგან, მეორე დღესაც შეიძლება მისი ჭამა. |
| 17 |
| და თუ მაინც კიდევ დარჩება მსხვერპლის ხორცი, მესამე დღეს ცეცხლში უნდა დაიწვას. |
| 18 |
| თუ მესამე დღეს შეჭამენ სამშვიდობო მსხვერპლის ხორცს, ეს არ იქნება კეთილსასურველი, და მის შემწირველს არაფერში ჩაეთვლება იგი: სისაძაგლეა იგი და მისი მჭამელი, ცოდვას დაიდებს. |
| 19 |
| ხორცი, რომელიც მოხვდება რაიმე უწმიდურს, არ უნდა იჭამოს, ცეცხლში უნდა დაიწვას. ყოველმა სუფთამ შეიძლება ჭამოს სამსხვერპლო ხორცი. |
| 20 |
| ხოლო ვინც შებილწულია და ჭამს სამშვიდობო მსხვერპლის ხორცს, რომელიც უფალს ეკუთვნის, მოიკვეთება თავისი ხალხისაგან. |
| 21 |
| და ვინც შეეხება რაიმე უწმიდურს – ადამიანურ სიბილწეს ან უწმიდურ პირუტყვს, ან რაიმე უწმიდურ ქვემძრომს, და შეჭამს უფლის კუთვნილ სამშვიდობო მსხვერპლის ხორცს, მოიკვეთება თავისი ხალხისაგან. |
| 22 |
| და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: |
| 23 |
| უთხარი ისრაელიანთ: არ ჭამოთ არავითარი ქონი ხარისა, ცხვრისა და თხისა. |
| 24 |
| ქონი მძორისა და ნამხეცავისა შეიძლება გამოიყენოთ სხვადასხვა საქმეში. ჭამით კი არ ჭამოთ იგი. |
| 25 |
| ყოველი მჭამელი იმ პირუტყვის ქონისა, რომელიც უფლის საცეცხლო მსხვერპლად შეიწირება, მოისპობა თავისი ხალხისაგან. |
| 26 |
| არ ჭამოთ თქვენს სამყოფებში არავითარი სისხლი, არც ფრინველთა და არც პირუტყვთა. |
| 27 |
| ყოველი, ვინც შეჭამს რაიმე სისხლს, მოიკვეთება თავისი ხალხისაგან. |
| 28 |
| და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: |
| 29 |
| უთხარი ისრაელის ძეთ: ვისაც თავისი სამშვიდობო მსხვერპლის უფლისათვის შეწირვა სურს, თვითონ უნდა მიართვას, რაც უფალს ეკუთვნის სამშვიდობო მსხვერპლიდან. |
| 30 |
| თავისი საკუთარი ხელით მიართვას საცეცხლო მსხვერპლი უფალს; ქონი მკერდითურთ მიართვას, რათა მღვდელმა შეარხიოს მკერდი შესარხეველ მსხვერპლად უფლის წინაშე. |
| 31 |
| დააკმევს მღვდელი ქონს საკურთხეველზე და იყოს მკერდი აარონისა და მის ძეთათვის. |
| 32 |
| მარჯვენა ბეჭი მიეცით მღვდელს, როგორც აღსამართავი მსხვერპლი თქვენი სამშვიდობო მსხვერპლიდან. |
| 33 |
| ვისაც აარონიანთაგან საკრებულო კარავში შეაქვს სამშვიდობო მსხვერპლის სისხლი და ქონი, მისი ულუფა არის მარჯვენა ბეჭი. |
| 34 |
| რადგან მე ისრაელიანთაგან ვიღებ სამშვიდობო მსხვერპლის შესარხეველ მკერდსა და აღსამართავ ბეჭს და ვაძლევ აარონ მღვდელსა და მის მოდგმას არჩივად, ეს იქნება საუკუნოდ მათი წილი ისრაელიანთაგან. |
| 35 |
| ესაა აარონის წილი და მისი მოდგმის წილი უფლის საცეცხლო მსხვერპლთაგან იმ დღიდან, რაც ისინი წარდგნენ უფლის წინაშე მღვდელობისათვის, |
| 36 |
| რომელიც დააწესა უფალმა მათთვის მისაცემად ისრაელიანთაგან მათი ცხების დღეს. ეს არის წესი საუკუნოდ თაობიდან თაობამდე. |
| 37 |
| ესა არის წესი სრულადდასაწველისა, პურეული ძღვენისა, ცოდვის მსხვერპლისა, დანაშაულის მსხვერპლისა, ხელავსებისა და სამშვიდობო მსხვერპლისა, |
| 38 |
| რომელიც მისცა უფალმა მოსეს სინაის მთაზე, როცა უბრძანა ისრაელის ძეთ სინაის უდაბნოში თავიანთ მსხვერპლთა შეწირვა უფლისათვის. |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2012/leviticus/007.mp3
27
7