Ბიბლია 2002
|
| 1 |
| და იყო, მერვე დღეს მოუხმო მოსემ აარონს და მის ძეთა და ისრაელის უხუცესებს. |
| 2 |
| და უთხრა აარონს: „აიღე შენთვის ხბო ცოდვის მსხვერპლად და ვერძი სრულადდასაწველად, ორივე საღი, და შესწირე უფლის წინაშე. |
| 3 |
| და ისრაელის ძეთ უთხარი ასე: ‘აიღეთ თიკანი ცოდვის მსხვერპლად და ხბო და კრავი ერთწლიანები, ორივე საღი, სრულადდასაწველად. |
| 4 |
| და მოზვერი და ვერძი სამშვიდობო მსხვერპლად, რათა აღასრულო მსხვერპლშეწირვა უფლის წინაშე, და ძღვენი პურეულისა, შერეული ზეთში, რადგან დღეს უფალი გამოგეცხადებათ თქვენ.’“ |
| 5 |
| და მოიტანეს, რაც ბრძანა მოსემ, საკრებულო კარვის წინ, და მიეახლა მთელი თემი და დადგა უფლის წინაშე. |
| 6 |
| და თქვა მოსემ: „აი, რა ბრძანა უფალმა, და გამოგეცხადებათ თქვენ დიდება უფლისა.“ |
| 7 |
| და უთხრა მოსემ აარონს: „მიუახლოვდი სამსხვერპლოს და შესწირე შენი ცოდვის მსხვერპლი და შენი სრულადდასაწველი, და ქმენ შენდობა შენთვის და შენი ხალხისათვის, და ქმენ შესაწირავი ხალხისა და შეუნდე მათ, როგორც ბრძანა უფალმა.“ |
| 8 |
| და მიუახლოვდა აარონი სამსხვერპლოს და დაკლა ხბო თავისი ცოდვის გამოსასყიდლად. |
| 9 |
| და მიიტანეს აარონის ძეთ მასთან სისხლი, და ამოაწო მან მასში თითი, და მოასხურა სამსხვერპლოს რქებს, და დანარჩენი სისხლი დაღვარა სამსხვერპლოს საძირკველთან. |
| 10 |
| ქონი და თირკმელები და აპკი ღვიძლისა ცოდვის მსხვერპლიდან დააკმია სამსხვერპლოზე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს; |
| 11 |
| ხოლო ხორცი და ტყავი დაწვა ცეცხლზე ბანაკს გარეთ. |
| 12 |
| დაკლა სრულადდასაწველი და მიართვეს მას აარონის ძეთ სისხლი, და მან მოაპკურა იგი სამსხვერპლოს ირგვლივ. |
| 13 |
| ხოლო სრულადდასაწველი მიართვეს მას, ასო-ასო დაჭრილი, მათ შორის თავიც, და დააკმია მან სამსხვერპლოზე. |
| 14 |
| გარეცხა შიგნეული და კანჭები, და დააკმია სრულადდასაწველთან ერთად სამსხვერპლოზე. |
| 15 |
| და მიიტანა ხალხის შესაწირავი და აიყვანა თხა ხალხის ცოდვის მსხვერპლად და დაკლა იგი და შესწირა როგორც ცოდვის მსხვერპლი, როგორც წინა. |
| 16 |
| და მიიტანა სრულადდასაწველი და აღასრულა იგი რჯულისამებრ. |
| 17 |
| და მიიტანა პურეულის ძღვენი და აივსო პეშვი, და დააკმია სამსხვერპლოზე დილის სრულადდასაწველის გარდა. |
| 18 |
| და დაკლა მოზვერი და ვერძი სამშვიდობო მსხვერპლად, რომელიც ხალხისაა. და მიართვეს მას აარონის ძეთ სისხლი და მოაპკურა იგი სამსხვერპლოს ირგვლივ, |
| 19 |
| [მოართვეს] ქონი მოზვრისა და ვერძის დუმა და გადაბურული ქონი, და თირკმელები, და აპკი ღვიძლისა. |
| 20 |
| და დაადვეს ქონი მკერდზე, და დააკმია მან ქონი სამსხვერპლოზე. |
| 21 |
| და მკერდი და მარჯვენა ბეჭი შეარხია აარონმა უფლის წინაშე შერხევით, როგორც უბრძანა მოსემ. |
| 22 |
| და აღაპყრო აარონმა ხელები ხალხის მიმართ და აკურთხა ისინი, და ჩამოვიდა ცოდვის მსხვერპლის, სრულადდასაწველისა და სამშვიდობოს შეწირვის შემდეგ. |
| 23 |
| და შევიდნენ მოსე და აარონი საკრებულო კარავში. და გამოვიდნენ, და აკურთხეს ხალხი. და გამოეცხადა უფლის დიდება მთელ ხალხს. |
| 24 |
| და გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და დაწვა სამსხვერპლოზე სრულადდასაწველი და ქონი, და იხილა მთელმა ხალხმა, და ყიჟინა დასცეს და პირქვე დაემხენ. |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/leviticus/009.mp3
27
9