ბიბლია 2002
|
| 1 |
| ვაი მათ, ვინაც ავსა და ბოროტს განიზრახავენ სარეცელზე მწოლნი, და რა ინათებს – განთიადზე – ისრულებენ მას, რადგან ძალა აქვთ ხელში! |
| 2 |
| მოუნდებათ ყანები და იტაცებენ, სახლები – და მიაქვთ; ავიწროებენ კაცსა და მის სახლს, ადამიანს და მის სამკვიდროს. |
| 3 |
| ამიტომ ასე ამბობს უფალი: „აჰა, ბოროტს ვიზრახავ ამ მოდგმაზე, რომლისგანაც ვერ გაითავისუფლებთ კისრებს და გამართულად ვერ ივლით, რადგან ავი დროება იქნება. |
| 4 |
| იმ დღეს შეთხზავენ თქვენზე იგავს, გაიმართება გლოვა და ითქმება: ‘გაძარცულნი ვართ! ჩემი ხალხის წილი სხვამ მიიკუთვნა! როგორ გამცილდა! ჩვენს დამატყვევართ დაუნაწილდა ჩვენი ყანები.’ |
| 5 |
| ამიტომ არ გეყოლება უფლის კრებულში წილისყრით მიწის გამზომელი. |
| 6 |
| ნუ ქადაგებთ, მოქადაგენო! არ უქადაგოთ მათ, ვინც ვერ გაექცევა სირცხვილს. |
| 7 |
| ნათქვამია, იაკობის სახლო: ‘განა სულმოკლეა უფალი? ასეთია მისი საქმეები?’ განა კეთილი არ მოაქვს ჩემს სიტყვებს იმათთვის, ვინც წრფელად იქცევა? |
| 8 |
| ადრიდანვე მტრად აღდგა ჩემი ხალხი – ადრევე ხდიდით ტანისამოსს არხეინად მომავალთ, ბრძოლიდან დაბრუნებულთ. |
| 9 |
| ჩემი ერის ქალებს მათი სანუკვარი სახლებიდან ერეკებით. მათ ბავშვებს სამუდამოდ ართმევთ ჩემს დიდებას. |
| 10 |
| ადექით და წადით, არ არის აქ განსასვენებელი ადგილი. უწმიდურების გამო გაიტანჯება და მწარე იქნება სატანჯველი. |
| 11 |
| ოჰ, ერთი მოიტყუებოდეს ქარისა და სიცრუის მადევარი კაცი: მე გიქადაგებთ ღვინოზე და თაფლუჭზეო! ის იქნებოდა ამ ხალხის ქადაგი. |
| 12 |
| მთლიანად შეგკრებ, იაკობ, თავს მოვუყრი ისრაელის ნატამალს; ერთად დავსხამ, როგორც ცხვარს ფარეხში; როგორც ფარა თავის სადგომში, ისე ახმაურდება კაცთა სიმრავლისგან. |
| 13 |
| მათ წინ აივლის კედლის მნგრეველი, გაანგრევენ და გაივლიან კარიბჭეში, და უკანვე გამოვლენ. ჩაივლის მათ წინ მათი მეფე და უფალი – მათ სათავეში.“ |
| შენახვა შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/micah/002.mp3
7
2