იუდას სახლის ნატამალს ერგება ეს მხარე. იქ დაიწყებენ ძოვას, აშკელონის სახლებში წამოწვებიან საღამოჟამს, რადგან მოხედავს მათ უფალი და ტყვეობიდან დააბრუნებს.
ამიტომაც, ვფიცავ, – ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, – რომ დაემსგავსება მოაბი სოდომს და ყამონელები – გომორას, ჭინჭრიან ადგილს, და ჩემი ხალხის ნატამალი დაიმკვიდრებს მათ.“
საშინელი იქნება მათთვის უფალი, რადგან გააცამტვერებს ქვეყნიერების ყველა ღმერთს, და მას დაუწყებს თაყვანისცემას ყოველი კაცი თავისი ქვეყნიდან, ხალხების ყოველი კუნძული.
ყოველთა მხეცთა ხროვა დაიბუდებს იქ; ვარხვი და ზღარბიც კი დაიღამებს მის ბუღაურებზე. მათი ხმა გაისმება სარკმლებში. ყორანი დაიყეფს ზღურბლზე, რადგან ჩამოიხლიჩება კედრის კედლები.
ეს მოელის მხიარულსა და უდარდელ ქალაქს, რომელიც ამბობდა გულში: ‘მე ვარ და ჩემს მეტი არავინ არის.’ როგორ გატიალდა! როგორ გადაიქცა მხეცების ბუნაგად! ყოველი კაცი, ვინც ჩაუვლის მას შორიახლოს, დაუსტვენს და ხელს ჩაიქნევს.