ახლა გამაგრდი, ზერუბაბელ!’ – ამბობს უფალი. – ‘გამაგრდი იესო იეჰოცადაკის ძევ, მღვდელმთავარო! მთელი ქვეყნის ერო! – ამბობს უფალი, – და იშრომეთ, რადგან თქვენთანა ვარ’, – ამბობს ცაბაოთ უფალი. –
აჰა, მიაქვს კაცს წმიდა ხორცი თავისი სამოსლის კალთით, შეეხო კალთით პურს, შეჭამადს, ღვინოს, ზეთს ან რაიმე საჭმელს, თუ გახდება წმიდა?’“ მიუგეს მღვდლებმა და უთხრეს: „არა.“
მიუგო ანგიამ და უთხრა: „ასეთია ეს ერი, ასეთია ეს ხალხი ჩემს წინაშე, – ამბობს უფალი. – ასეთია მათი ხელების ნამოქმედარი. მათი მოტანილი ყველაფერი უწმიდურია.
იმ დღეს’, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – ‘აგიყვან შენ, ზერუბაბელ შეალთიელის ძეო, ჩემო მორჩილო,’ – ამბობს უფალი, – ‘და ბეჭედივით მეყოლები, რადგან ჩემი რჩეული ხარ’“, – ამბობს ცაბაოთ უფალი.