ბიბლია 2002
|
| 1 |
| ავახილე თვალები და ვიხილე: აჰა, კაცი გამზომი ლარით ხელში. |
| 2 |
| ვკითხე: „სად მიდიხარ?“ მითხრა: „იერუსალიმის გასაზომად, რომ დავინახო, რამდენია მისი სიგანე და რამდენია მისი სიგრძე.“ |
| 3 |
| აჰა, გამოდის ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და სხვა ანგელოზიც გამოდის ჩემს შესახვედრად. |
| 4 |
| უთხრა მას: „გაიქეცი და ელაპარაკე ამ ყმაწვილს, უთხარი: გაშლილ დაბად იცხოვრებს იერუსალიმი უამრავი ხალხისა და პირუტყვის გამო, მასში რომ არის. |
| 5 |
| მე ვიქნები მისთვის, – ამბობს უფალი, – ცეცხლის კედლად ირგვლივ და დიდებად მის შუაგულში. |
| 6 |
| ჰოი, ჰოი, გაიქეცით ჩრდილოეთის ქვეყნიდან, – ამბობს უფალი, – რადგან ცის ოთხი ქარისკენ გაგფანტავთ, – ამბობს უფალი. |
| 7 |
| ჰოი, სიონო, თავს უშველე, ბაბილონის ასულთან რომ ცხოვრობ! |
| 8 |
| რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: „დიდების შემდეგ მიმავლენს ხალხებთან, რომლებიც გძარცვავენ შენ, რადგან თქვენი შემხებარე მისი თვალის გუგის შემხებარეა. |
| 9 |
| რადგან, აჰა, მოვუქნევ ხელს და მათი ყმების ნადავლად იქცევიან; მიხვდებიან, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა. |
| 10 |
| იხარე და იმხიარულე, სიონის ასულო, რადგან, აჰა, მოვდივარ და დავივანებ შენს შუაგულში,“ – ამბობს უფალი. |
| 11 |
| „მიეტმასნებიან უამრავი ხალხები უფალს ამ დღეს და გახდებიან ჩემი ერი; დავივანებ შენს შუაგულში.“ და მიხვდები, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა შენთან. |
| 12 |
| დაიმკვიდრებს უფალი იუდას თავის წილხვედრად წმიდა მიწაზე და კვლავ აირჩევს იერუსალიმს. |
| 13 |
| იყუჩოს ყოველმა ხორციელმა უფლის წინაშე, რადგან, აჰა, გაიღვიძა მან თავის წმიდა სამყოფელში.“ |
| შენახვა შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/zechariah/002.mp3
14
2